ართმელიძე

დეტალურად

ფეოდალური საგვარეულო გურიაში. XVII საუკუნემდე ართმელაძეთა გვარი ძლიერ ფეოდალურ გვარად ითვლებოდა გურიაში. ართმელაძეთა დამცრობა, XVIII საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო, ამ დროს ჩამოართვეს მათ მეღვინეთუხუცესობა და თავად ნაკაშიძეებს გადასცეს. ართმელაძეების სამფლობელოს წარმოადგენდა სოფელი აკეთი მისი მიდამოებით, რომელიც მამია IV გურიელმა მამუკა ართმელაძეს ჩამოართვა და ბიჭვინთის ღვთისმშობელს შესწირა.

 ჩვენთვის უცნობია რითი დაიმსახურეს ართმელაძეებმა გურიელების რისხვა, მაგრამ ცნობილია ის რომ XVIII საუკუნიდან ართმელაძეები რიგით აზნაურებად ჩამოკნინდნენ.

ლევან ბერაია