კახეთის, ქართლისა და იმერეთის თავადაური გვარი. იოანე ბატონიშვილის ცნობით, ლიონიძეთა შორეული წინაპარი ლეკი ყოფილა, მეორე ცნობით „ლიონ თავადი იყო ძველად სომეხთა მეფეთა და ასწყდნენ გვარნი მათნი და რომელნიმე ესახლნენ კახეთთა შინა, გვარი ამათი ადრითვე და ესენიცა ამოწყდნენ“.
ზ. ჭიჭინაძის ცნობით ქართველ მეფეს სპარსელებთან ომი ჰქონია და გაუმარჯვია, ამიტომ სომხეთის სამეფოს უკანასკნელი შთამომავლის ლეონ VI–ის სახსოვრად ეს გვარი ლიონიძეებისათვის დაურქმევია. ეს ამბავი XIV ს–ში მომხდარა.
ამ საგვარეულოს გამოჩენილი პიროვნება იყო სოლომონი. იგი იყო თელავის კარის დეკანოზის შვილი, ე.ი. „დაბალი“ ფენიდან იყო გამოსული, მაგრამ მას სწრაფი დაწინაურება მოუტანა ფართო განათლებამ, დიდმა ნიჭმა და მხედრულმა ვაჟკაცობამ. მას დიდი გმირობა გამოუჩენია ერევნის ბრძოლაში, სადაც დაჭრილა კიდეც, რისთვისაც ერეკლეს მისთვის თავადოა უბოძებია, საბრძოლო მამაცობისათვის სოლომონმა ერეკლე მეორისაგან მიიღო საგვარეულო გერბიც. სოლომონი ერეკლე II–ის კარზე იყო მდივანბეგი, მსაჯული, მდივანი, მეფის გავლენიანი მრჩეველი და დიპლომატი.
ლევან ბერაია
გენეალოგია ფრაგმენტები