გუნცაძე

დეტალურად

იმერეთის აზნაურული გვარი, „მთისძირელ აზნაურს გუნცაძეს სტუმრად სწვევი გურული აზნაური ჟღენტი. სტუმარ–მასპინძლები ერთმანეთს დოღში შეჯიბრებიან. მარულის შემდეგ სტუმარს საბალახოდ გაშვებული ცხენი დაკარგვია. მის ძებნაში მთელი სოფელი ჩართულა, ბოლოს იპოვეს და მიჰგვარეს პატრონს, როგორ იპოვეო უკითხავს სტუმარს „კვალითიო“ უპასუხნია მპოვნელს. ასე დაერქვა სოფელს კვალეთი“. XIV–XV საუკუნეების ერთ–ერთ საბუთში მოხსენიებულია გიორგი გუნცაძე. „ვიგულვე და ვიგულისმოდგინედ ჩუენ, ფრიად ცოდვილმან და ყოვლის კაცის უნარჩევესმან, ჩუენ გიორგი გუნცაძემ და მეუღლემან ჩემმან ჩხეიძის ასულმან მარიამ ჩვენის მოძღვრის მთავარეპისკოპოსის სვიმონის ბრძანებით, გამოვიძიე სა..თა სასოებით მოქცევად

 ამ საგვარეულოს ერთ–ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი დავით კონსტანტინეს–ძე გუნცაძეა, რომელიც 1861 წელს დაიბადა ქუთაისის გუბერნიაში, სოფელ კვალეთში. აზნაურის ოჯახში. რუსეთის არმიის გენერალ–ლეიტენანტი.

 გუნცაძეები