დეტალურად
„აზნაური ბოსტაშვილები არიან ძველად კალმუხთაგან დაშთომილნი. ლომის გამო გაიგვარეს ბოსტაშვილობა“. ლეკთა შთამომავალის ნუხის ხანი აჯიჩალაბის წინააღმდეგ ბრძოლისას ერეკლე მეფეს გასჭირვებია ალაზნიდან გამოსვლა. „მაშინ თავადმა ბებურიშვილმა პაპამ მოსწყვიტნა კაცნი იგი და განიყვანა მეფე მშვიდობით, ხოლო ვინაითგან ნაპირი ალაზნისა არს ფლატოიანი, ამად პაპამან მუნ ვერღარა აღიყვანა ცხენი მეფისა და ვიდრე მოატარებდა შორს, ვირი ქვევითსა, მეფესა შეამთხვია ბოსტაშვილი მაჩხაანელი და მართი ცხენი თვისი. და ესრეთ განერა მეფე, ხოლო მეფემან მიუბოძა სახლსა ამისსა აზნაურიშვილობა და უწოდა კვალადვე გუარისა თავისასა სახელი ბოსტაშვილობაივე სამსახურისა ამისთვისვე“.
ლევან ბერაია