დეტალურად
აზნაურული გვარი ქართლში. სამეფო აზნაურები. 1673 წლით დათარიღებულ საბუთში იესე ანანიაშვილი დასახელებულია მოწმედ.
1761 წლის 23 აგვისტოთ დათარიღებულ ერთ–ერთ საბუთში ვკითხულობთ: „…დღეს ჩვენ ქვრივ–ოხერნი და ნაილაჯი გავმხდარვართ და ამ ჩემს კაცს ერთი ლუკმა პური აქუს, მე რომე მოვლა აღარ შემიძლია, წასულა და ანანიაშვილს ადამისთვის უთქვამს თქვენი ყმა ვარო. დღეს ჩემს ჩუმად ადამ ანანიაშვილი ჩემს ბატონ სახლთუხუცესს დიმიტრისთან მისული, უჩემოდ გაუსინჯვინებია და წიდი დაუტყუვნია…“ „…ბედნიერ ხელმწიფეს მოუხსენებია, რადგან გორი სამთავრო არის, მუდამ გორის ანანიაშვილები ყოფილან მამამთავართა „…
შეტანილნი არიან რუსეთის იმპერიის „ხავერდოვან წიგნში“.