ამაშუკელი

დეტალურად

აზნაურული გვარი იმერეთსა და ქართლში. ტახტის აზნაურები. მამულები ჰქონდათ ამაშუკეთში. ბეჟანა ამილახვრიშვილის ერთ ჩანაწერში ვკითხულობთ „მამეკელ, რომ მამივიდა ამაშუკელის ყმა არის, ჩვიდმეტი წელიწადია, ცარიელი ბიჭი იყო, ცოლი შევრთე, დავასახლე“.

 ამ გვარის ერთ–ერთი ცნობილი წარმომადგენელი ვასილ სოკრატეს ძე 1853 წელს პორუჩიკის წოდებით ჩარიცხეს ნოვოროსიისკის დრაგუნთა  პოლკში. 1856 წელს გადაიყვანეს პერიასლავის დრაგუნთა პოლკში.