არაგვის-ერისთავი

დეტალურად

პირველი ცნობა არაგვის ერისთავთა შესახებ 1398 წ. მცხეთის გუჯარში გვხვდება. ამირთ–ამირამ სონღულის ძემ ლომმა და მისმა ძმისწულმა ლაჩინამ მცხეთას შესწირეს, გორს აქუდაშვილისაგან ნასყიდი ზვარი. ამავე დროს ხსენებულმა პირებმა სუდარს შემოავლეს სპონდიო. ყოველივე ეს წერილობით გააფორმეს, სიგელი დასწერეს და მოწმეები დაისწრეს. მოწმეებს შორის ჩანს ერისთავი შაბურისძე მიქაი: „მე ერისთავი შაბურისძე მიქაი მოწამე ვარ“. XV ს. შაბურიძეების ორი საბუთი არსებობს. ერთი 1465 წლის 23 აპრილით თარიღდება. ამ სიგელით ვამიყ შაბურიძე „საკანონოდ“ მცხეთის მამულებს სწირავს. მეორე 1474 წლის 24 ივნისით თარიღდება: იგი ბოდორნის მონასტრის ერისთავთ–ერისთავმა ვამიყ შაბურიძემ გუჯარით სოფელი ხამდაკი მისცა.

 მოტანილი ცნობებიდან აშკარაა, რომ XII–XV ს.ს. არაგვის ერისთავები შაბურიძეები არიან. როდის გახდნენ ისინი არაგვის ერისთავებად, ან როდის წრმოიქმნა არაგვის საერისთავო, ამის საბუთები არ გვაქვს.

 XVI ს–დან სიდამონიძეები იმორჩილებენ ხევის ერისთავებს. ქსნის ერისთავებს, არაგვის საერისთაოსაც შეიერთებენ და ამიერიდან ორი საერისთაო ერთ საერისთაოდ – არაგვის საერისთაოდ ხდიან.

 პოლიტიკური ცხოვრების ასპარეზზე არაგვის ერისთავები გიორგი ბრწყინვალეს დროიდან ჩანან. XIV ს. დამდეგიდან არაგვის საერისთავოს მონაწილეობის შესახებ. ქვეყნის სახელმწიფო ცხოვრებაში თითქმის არავითარი მასალა არ არის შემონახული XVI ს. დამდეგამდე.

 XVII ს. დასაწყისისთვის არაგვის საერისთავოს შესახებ ძვირფას ცნობას გვაწვდიან რუსი ელჩები, რუსული ცნობებიდან ირკვევა, რომ არაგვის ერისთავი „ნუგზარი, თუმცა კახეთის მეფის ყმა იყო, თავს საკმაოდ დამოუკიდებლად გრძნობდა“. ერისთავი იმდენად დამოუკიდებლად ჩანს, რომ იგი თავისი ბატონის დაუკითხავად აწარმოებს ომს მეზობელი ჩერქეზ ბატონთან.

 1688 წ. ერეკლე პირველის კარზე ბარძიმს არაგვის ერისთავის მსაჯულთ უხუცესად ვხედავთ.  ერისთავებს საუკუნოვანი ბრძოლა ჰქონდათ ცენტრალურ ხელისუფლებასთან. რომელიც ერისთავების დამარცხებით დამთავრდა. ეს მოხდა XVIII ს. 60–იან წლებში. მეფე ერეკლე II–ს არაგვის საერისთაო სახასო მამულად გამოცხადდა, ხოლო არაგვის ერისთავები ორ (?) გვარად გაიყო თავად მდივანბეგივილებად და აზნაური ლალახანაშვილებად.

 არაგვის ერისთავები აზნაურები: კობიაშვილები, ჭილაშვილები, შაბურიშვილები, ტერიშვილები, ზანდუკელები, ჩქარეულები, ქუმსიაშვილები, ჩოფიკაშვილები, ნადირაძეები, ღუდუშაურები, ყარანგოზიშვილები, ჩრდილელები.

 არაგვის ერისთავების გენეალოგია დაწყებული გიორგი ნუგზარის ძე არაგვის-ერისთავისგან

ანანური მე19 საუკუნის ბოლოსანანური მე-19 საუკუნის ბოლოს