მაჭუტაძე

დეტალურად

გურიის სამთავროს ფეოდალური გვარებიდან ერთ–ერთი უძველესი მაჭუტაძეთა გვარია, ამ გვარის წარმომადგენელს გურიის დიდებულთა შორის ვხედავთ ჯერ კიდევ XV საუკუნის სასისხლო სიგელში.

 მაჭუტაძეთა გავლენა გურიის სამთავროში დიდად ძლიერდება XVI ს. ამ დროს იკავებს რამაზ მაჭუტაძე გურიელის კარზე უპირველეს თანამდებობას – სახლთუხუცესობას. ამავე საუკუნეში მაჭუტაძეთა სახლი სასულიერო სფეროშიც წინაურდება. აფხაზეთის კათალიკოსად იოსებ მაჭუტაძე ზის. XVI–XVII სს. მიჯნაზე შემოქმედის მთავარეპისკოპოსად ბესარიონ მაჭუტაძე ზის.

 XVII ს. ბოლო ხანში მაჭუტაძეთა სახლის ზოგი წარმომადგენელი აღმოსავლეთ საქართველოშიც მოღვაწეობენ.

 XVIII–XIX სს. მაჭუტაძეებს სახლთუხუცესის თანამდებობის გარდა ლანჩხუთის მოურაობაც უკავიათ.

 გურიის სამთავროს გაუქმების შემდეგ მაჭუტაძეთა სათავადოც ადმინისტრაციულად გაუქმდა 1830 წელს.

 მაჭუტაძეთა აზნაურები: სურგულაძეები, ხალვაშები, სარჯველაძეები, მგელაძეები, ნიკოლაიშვილები, ჟორდანიები, ებრალიძეები.

 მაჭუტაძეები