დიმიტრი ამილახვარი

0.000
დეტალურად

დიმიტრი გიორგის ძე ამილახვარი (1906 – 1942) საფრანგეთის არმიის ოფიცერი, საფრანგეთის უცხოური ლეგიონის პოდპოლკოვნიკი, ფრანგული წინააღმდეგობის გმირი.

 დაიბადა სოფ. ბაზორკინოში (ჩერმენი, ჩრდ. ოსეთი). დაბადების ადგილის მიხედვით „ბაზორკა“ შეარქვეს. რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ (1921) ამილახვრების ოჯახი თურქეთში გადასახლდა, ხოლო 1922 წელს საფრანგეთში გადავიდა და პარიზში დასახლდა. 1924­ – 1926 წლებში სწავლობდა სენ­სირის სამხედრო სასწავლებელში, შემდეგ მსახურობდა საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში.

 მეორე მსოფლიო ომის დროს, 1940 წელს, ფრანგულ საექსპედიციო კორპუსთან ერთად, რომელიც ნორვეგიის კამპანიაში მონაწილეობდა, სხვადასხვა ადგილას იბრძოდა – ეკვატორული აფრიკიდან დაწყებული ჩრდილო პოლარული წრით დამთავრებული. 1942 წელს მიიღო უმაღლესი სამხედრო ჯილდო – ნორვეგიის სამხედრო ჯვარი. ნავრიკთან ბრძოლის შემდეგ ევაკუირებული იყო დიდ ბრიტანეთში, სადაც შეუერთდა მოძრაობას „მებრძოლი საფრანგეთი“. 

 ამილახვარი მონაწილეობდა ერიტრეის კამპანიაში, ქ. მასაუის აღებაში (1941); სირიის კამპანიაში, ქ. დამასკის აღებაში; ბირ­ჰაკეიმის ბრძოლაში (1942). დაიღუპა ელ­ალამაინის ბრძოლაში. „ჩვენ, უცხოელებს, მხოლოდ ასე შეგვიძლია დავუმტკიცოთ საფრანგეთს ერთგულება – სიცოცხლე შევწიროთ მას“ – ეს სიტყვები დიმიტრი ამილახვარმა სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე წარმოთქვა.

 დიმიტრი ამილახვარი ეგვიპტეში, ელ-ალამეინის სამხედრო სასაფლაოზეა დაკრძალული. სიკვდილის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა დე-გოლმა მას საპატიო ლეგიონის კავალრის უმაღლესი წოდება მიანიჭა.

 1956 წელს დიმიტრი ამილახვარის სახელი მიანიჭეს სენ­სირის სამხედრო სასწავლებლის 143­-ე გამოშვებას.

ბება დადიანი

 

ელ-ალამეინის სამხედრო სასაფლაო ეგვიპტეში, ჯვარი დიმიტრი ამილახვარის საფლავზე

ელ-ალამეინის სამხედრო სასაფლაო ეგვიპტეში, ჯვარი დიმიტრი ამილახვარის საფლავზე

ელ-ალამეინის სასაფლაო