ექიმი კონსტანტინე ერისთავი

0.000
დეტალურად

ექიმი კონსტანტინე (კოწია) დავითის ძე ერისთავი – საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, პროფესორი. დაიბადა 1889 წელს ვანის რაიონში აზნაურის ოჯახში. საშუალო განათელება მიიღო ქუთაისში, რის შემდეგ იურიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე.

 1905-1907 წლებში მონაწილეობდა სტუდენტთა რევოლუციურ მოძრაობაში.

 1914 წელს დაამთავრა უმაღლესი სასწავლებლის კურსი და ფრონტზე გაიწვიეს. მსახურობდა დასავლეთის ფრონტზე სამხედრო ექიმად.

 1918 წელს საქართველოში ბრუნდება და მუშაობს თბილისის რკინიგზის საავადმყოფოში. 1926 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიიღო დოქტორის წოდება.

პროფესორი კ. ერისთავი მრავალი სამეცნიერო შრომის ავტორია.

კ. ერისთავი საქართველოს სსრ უამღლესი საბჭოს პირველი და მეორე მოწვევის დეპუატატია. 1941-1950 წლებში იგი მუშაობდა სამედიცინო ინსტიტუტის დირექტორად. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ექსპერიმენტალური და კლინიკური ქირურგიის და ჰემატოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი. კ. ერისთავი 1940 წლიდან საკავშირო კ.პ. (ბ) წევრია.

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების 20 წლისავთან დაკავშირებით ამხ. კ. ერისთავს მიენიჭა მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება.

კ. ერისთავი დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, წითელი ვარსკვლავის, “საპატიო ნიშნის” ორდენებითა და ორი მედლით.

ექიმი კოწია ერისთავი