გიორგი უთრუთის ძე ციციშვილი

0.000
დეტალურად

გიორგი უთრუთის ძე ციციშვილი – კახეთის 1812 წლის აჯანყების მონაწილე. გადაასახლეს ვორონეჟს 1813 წლის თებერვალში. ვორონეჟში ჩასვლამდე გ. ციციშვილი გზაში გარდაიცვალა. 

 გიორგის მამა უთრუთი რტიშჩევს სთხოვს – ნუ ამიწერენ ჩემს კუთვნილ მამულს შვილის დანაშაულისთვისო. რტიშჩევი აღმასრულებელ კომისიას უბრძანებს – გამოიძიეთ და თუ მამული გაუყოფელია, კანონისამებრ დააკმაყოფილეთ უთრუთიო.