ივანე მალხაზის ძე ანდრონიკაშვილი

0.000
დეტალურად

ივანე მალხაზის ძე ანდრონიკაშვილი (1798-1868) (სოლომონ II-ის დისშვილი) – კავალერიის გენერალი. მონაწილეობდა 1832 წლის შეთქმულებაში, მაგრამ ბრალი ვერ დაუმტკიცეს და სასჯელიც ასცდა.

 ივანეს მამა – მალხაზ მელქისედეკის ძე ანდრონიკაშვილი (გარდ. 1822 წ.) – თავგამეტებით იბრძოდა რუსების წინააღმდეგ, რისთვისაც ერთხანს ლტოლვილობაშიც იყო სოლომონ II-სთან ერთად.

 ივანე ანდრონიკაშვილს სამხედრო განათლება პეტერბურგში ჰქონდა მიღებული; ერთხანს სამხედრო სამსახურისთვის თავის დანებებას აპირებდა, მაგრამ თეიმურაზ ბატონიშვილის რჩევით ხელი აიღო ამ განზრახვაზე, რისთვისაც დედამ – რუსეთის მოძულე მარიამ (მაია) არჩილ ბატონიშვილის ასულმა (1775-1854) – დაწყევლა ივანე, დატოვა ოჯახი და ანჩისხატს შეაფარა თავი.

 ივანე ანდრონიკაშვილი 1849-1856 წლებში თბილისის სამხედრო გუბერნატორი იყო. მის სამხედრო კარიერაში განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს თურქთა წინააღმდეგ ჩატარებული ბრწყინვალე ოპერაცია ახალციხესთან (1853 წ. 14 ნოემბერი), რამაც მტრის შემოსევისგან “იხსნა ახალციხის მხარე და ქუთაისის გუბერნია”.

 საშვილიშვილო მოკავშირე დიმიტრი ყიფიანი. თბილისი 2007