ENG  RUS

50000+ სხვადასხვა გენეალოგიური მონაცემები, ბიოგრაფიები, ფოტო...

 A | B | C | D | E | F | G | H | I | J | K | L | M | N | O | P | R | S | T | U | V | W | Y | Z

А | Б | В | Г | Д | Е | Ж | З | ИК | Л | М | Н | О | П | Р | С | Т | У | Ф | Х | Ц | Ч | Ш | ЩЭ | Ю | Я

გურიის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა" [რუსულად. ორიგინალში ამ ენაზე შეადგინეს ეს სიები]

იმერეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა" [რუსულად]

ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850წ. "ბარხატნაია კნიგა" რუსულ ენაზე. სამივე წიგნი მოცემულია ისე როგორც შედგა 1850 წელს.

თეკლათელი ბერაიების ისტორია-გენეალოგია

გვარში შემორჩენილი გადმოცემის თანახმად თეკლათელი ბერაიები ყოფილან მხეიძეების აზნაურები.

 მე-18 მე-19 საუკუნეების მიჯნაზე ცხოვრობდა ორი ძმა ბერაია. ერთ-ერთი ძმა იყო მხეიძეების აზნაური თეკლათში, ხოლო მეორე ძმა იყო დადიანის მდივანი. უმთავრესი მანკი, რაც იმ დროს საქართველოს ცხოვრებას ახასიათებდა იყო ტყვეთა სყიდვა. ტყვეებით ვაჭრობამ დასავლეთ საყართველოში განსაკუთრებით მძიმე სახე მიიღო მე-18 საუკუნიდან. არამარტო დასავლეთ საქართველოში, გორში იყო შემთხვევა, როდესაც ერთმა აზნაურმა თურქებს ცხენში საკუთარი დედა გაუცვალა.

 ტყვეთა სყიდვაში აქტიურად მონაწილეობდა ადგილობრივი თავად აზნაურობა, ტყვეებს ყიდდნენ ყველანი, მეფეც, მღვდელმთავრებიც, მთავრებიც, თავადებიც, აზნაურებიც და თქვენ წარმოიდგინეთ გლეხებიც კი. იყო შემთხვევა, როდესაც გლეხს საკუთარი შვილი გაუყიდნია, ლუკმა ფურის საფასურად.

 ამ მხრივ არც ბერაიების გვარი წარმოადგენდა გამონაკლისს. ზემოთ დასახელებულ ძმათაგან ერთერთი თეკლათის მოურავი, მხეიძეებთან ერთად ეწეოდა ტყვეებით ვაჭრობას. მალე ამ ამბავმა მიაღწია დადიანის კარამდე. დადიანმა გადაწყვიტა მათი დასჯა, მაგრამ მეორე ძმამ, რომელიც იყო ვლადიმერ ბერაიადადიანის მდივანი,შეატყობინა ძმას მოსალოდნელი საფრთხე. თეკლათის მოურავმა ყურად იღო ძმის გაფრთხილება და გაიქცა გურიაში. გურიაში ბერაიებმა ერთი საუკუნე იცხოვრეს, მაგრამ რაღაც ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზების გამო გურიელი სამკვდროდ გადაკიდებია ბერაიებს და დაიწყო მათი ამოხოცვა. ერთერთმა, თასქოჩი ბერაიამ მოახერხა გამოქცეოდა გურიელის რისხვას და თავი შეეფარებინა თეკლათს. თასქოჩი ბერაია ყოფილა მაღალი, ახოვანი და ფანტასტიკური ძალის პატრონი. დადიანს მოსწონებია თასქოჩი ბერაია, მიუნიშნებია უზარმაზარი ლოდისთვის და უთქვამს, ამ ლოდით რამხელა ნაკვეთსაც შემოუვლი იმდენ მიწას მოგცემო. თასქოჩის აუღია ლოდი და ორასი ქცევა მიწისთვის შემოუვლია. დადიანს მიუცია მისთვის მიწა და დაუბრუნებია აზნაურობა და გადაუცია მხეიძეებისთვის.

 თასქოჩი ბერაიას ჰყოლია სამი ვაჟი და მას შემდეგ თეკლათში ყველა თაობაში სამი ვაჟი იყო. ეხლაც თეკლათში სამი ოჯახი სახლობს ბერაიების.

 ბერაიების გვარის სამი განშტოება არსებობს, აქედან ნაწილი გურიაში, ნაწილი ხობში და ნაწილი თეკლათში სახლობს, არიან აგრეთვე იმერეთში, ქახეთშიც ქი. აქედან მხოლოდ თეკლათელი ბერაიები ფლობდნენ აზნაურობას.

 საერთოდ ყველა ბერაიას შეიძლება ერთი საერთო წინაპარი ჰყოლოდა.

 ბიბლიურ წყაროებზე დაყრდნობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გვარი ბერაია შესაძლებელია იყოს ბიბლიური ვარმოშობის. ბიბლიის ერთერთ თავში მოხსენებულია ბერაია, როგორც ბენიამინის შთამომავალი და შიმეის შვილი. ხოლო ივრითის ენაზე ბერაია ნიშნავს იახვეს შეყმნილს ანუ ღმერთის შექმნილს. 

 მე-10 საუკუნეში მოღვავეობდა ცნობილი კალიგრაფი, მიხაელ მოდრეკილის დისშვილი და თორნიკე ერისთავის დის შვილიშვილი იოანე ბერაი, რომელმაც 973 წელს პარხალს დაწერა და შატბერდს შესწირა პარხლის ოთხთავი და საახალწლო იადიგარი.

 იოანე ბერაი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა პარხალში, რომელიც აშენებულია ლაზისტანის, ანუ პონტოს მთაგრეხილზე, ჭოროხის ხეობაში.

 ყურადღებას იქცევს პარხლის ტაძრის წარწერაში მოხსენიებული ტერმინი “ჩასდუდარაი”, ეს ტერმინი აქ პირველად გვხვდება ქართულ ლიტერატურაში. იაფეტური ენების პალეონთოლოგიამ დიდი ხანია დაადგინა, რომ სიტყვა რომელიც აღნიშნავს “თავს”, “მთას” და “ცას”, ხუროთმოძღვრების თვალსაზრისით ნიშნავს “თაღს” და “კამარას”, და რომ ეს საგანი ეხლა დამტკიცებას პოვებს პარხლის წარწერაში, რომელშიც გვხვდება ტერმინი “ჩასდუდარაი”. ეს ტერმინი ორი სიტყვისაგან შესდგება “ჩა” იგივე ცა და “დუდ”, ანუ დუდი ჭანურ მეგრულად ნიშნავს თავს, ხოლო “არაი” კარგად ცნობილი დაბოლოებაა მრავლობითი რიცხვისა. ჭანურ მეგრული ტერმინი “დუდარაი” ნიშნავს თაღის კამარას. ეს წარწერა შესრულებულია პარხლის მონასტრის წინამძღვრის იოანე ბერაის მიერ. ამგვარად ეს საშუალებას გვაძლევს ვიფიქროდ, რომ იოანე ბერაი იყო მეგრელი და სავსებით შესაძლებელია რომ ყოფილიყო დღევანდელი ბერაიების წინაპარი.

 დარმანიაკების გვარის ისტორიის შესწავლის დროს წავაწყდი ერთ საინტერესო საბუთს სადაც ნათქვამია რომ, 1752 წელს ფრანსუა დარმანიაკ დე კასთენემ ცოლად შეირთო ფრანსუა დე ბერაიას ქალიშვილი ქრისტინა-როზე დე ბერაია.

 მეორე საინტერესო მასალას რომელსაც წავაწყდი ინტერნეტში არანაკლებ საინტერესო ფაქტებს შეიცავს. საქმე ეხება ამერიკის სამოქალაქო ომს. 1861 ველს ამერიქის სამოქალაქო ომის დროს კენტუკის შტატის გუბერნატორი ყოფილა მაგოფინ ბერაია. რომელიც წერილს სწერს აბრაამ ლინკოლნს, სადაც ის უარს ეუბნება ჯარის გამოყენების თაობაზე, იმ მოტივით, რომ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ არ შეიძლება ჯარის გამოყენებაო.

 არ ვიცით ამ ორ ფაქტს რა კავშირი აქვს ბერაიების გვართან, მაგრამ სასიამოვნოა როდესაც შენი გვარის მსგავს გვარს გადაეყრები მსოფლიოს სხვადაცხვა ერების ისტორიაში.

 ზემოთ მოხსენიებული მყავს ჩემი წინაპარი თასქოჩი ბერაია. “თასქოჩი” მეგრულად ნიშნავს სიტყვა-სიტყვით ძირ კაცს, საწყის კაცს, რომელმაც დასაბამი მისცა ამა თუ იმ გვარის შთამომავლობას.

 არსებობს ცნობა, ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა სადეპუტატო კრებისა, სადაც ქუთაისის გუბერნიის, სენაკის მაზრის, სოფელ თეკლათის მცხოვრებლებს: კოწია იგივე კონსტანტინე და დიონოსი ხიტუს იგივე ვახტანგის ძე ბერაიებს, ზემოთ აღნიშნულმა კრებამ, რომელიც შესდგა 1894 ვლის 20 სექტემბერს და სახელმწიფო სენატის ჰეროლდიის დეპარტამენტმა ცნო თეკლათელი ბერაიები რუსეთის იმფერიის შთამომავლობით აზნაურებად და შეიტანა მათი გვარი ქუთაისის თავად აზნაურთა წიგნის პირველ ნაწილში. რომელიც სახელმვიფო სენატმა დაამთტკიცა 1896 წლის 27 მაისს.

 კოწია და დიონოსი ბერაიები თეკლათში ფლობდნენ დიდძალ მამულებს.

 პეტერბურგის გენეალოგიურ საიტზე ”petergen”-ზე განთავსებულია იმ პირთა სია, რომლებმაც 1800-1917 წლებში მიიღეს ტიტულები და თავად-აზნაურობა. ამ სიაში მოხსენიებულნი არიან ბერაიებიც. სერგეი პანასენკოს გენეალოგიურ საიტზე ”გოლდარმს”-ზე დასახელებულია ის გვარები რომლებმაც დაამთკიცეს თავიანთი თავად-აზნაურული წარმოშობა და შეიტანეს ხავერდოვან წიგნში. ამ სიაში მოხსენიებულნი არიან ბერაიებიც.

Геральдический сайт Сергея Панасенко Геральдика и живопись (сайт Сергея Панасенко)

РОССИЙСКОЕ ДВОРЯНСТВО

Имеретия.

1846-1920 Кутаисская губерния, образована из Имеретинского царства.

Кутаисская губерния

Список дворянских родов Кутаисской губернии.

(Список неполный. Возможно, в дальнейшем будет доработан)

…Бабины, князья Багратион, Бакрадзе (1), Бакурадзе (1), Балквадзе (1), Барамовы (3), Бараташвили, Бараши-Швили (Барашишвили), Бардземишвили (1), Баркалайя (1), Бебурешвили, Бежуашвили, Берайя (1), Бердзени (1), Бережиани (1), Берзени (1), Беридзе (1; 2), Беридзе (Борисовы)(1), Беридзе и Абдушелишвили (1), Беридзе (Б., Нижерадзе Карцевадзе и Далатишвилевы), Бокерия (1), Бокучава (1), Болквадзе (1), Борисовы-Беридзе (1), Брелидзе (1), Бугашвили, Бухулейшвили...

 В Сенаксконъ уезде, Кутаисской губерний продолжаются волненя. В последние дни подожжено не мало помещичьих домовъ. 2 го февраля въ теклятском сельском обществе сожжены дома дворян Дидзигури и Берая, 28 февраля произошло вооруженное нападения на дом дворянина Кочебь*. В тот же день сожженны экское, зугдидское в хоронское сельския управленя; сгорели все дела. Одновременно подвергся нападеню разъездь стражниковъ. Сожжена и ушапатская сельская канцеярия. „В. П."

 იოანე ბერაის შემდეგ ბერაიების თაობაზე არანაირი ცნობა არ მოგვეპოვება, მე მხედველობაში მყავს თეკლათელი ბერაიები. თასქოჩი ბერაიამდე. თასქოჩის ისტორია ლეგენდის სახით ზემოთ მოგახსენეთ. გადმოცემით ვიცი რომ მე, ლევან ბერაია ვარ თასქოჩის მეთერთმეტე ჩამომავალი. ესეიგი თაობაში თუ ვივარაუდებთ საშუალოდ სამ პირს გამოდის რომ თასქოჩის უცხოვრია დაახლოებით 300-330 წლის წინ, ანუ მე-18 საუკუნის 50-იან წლებში. თასქოჩის შემდეგ, ხიტუ ბერაიადან მოყოლებული მთელი ბერაიების გენეალოგია ცნობილია ჩემთვის და ეხლა მინდა შემოგთავაზოთ მათი ქრონოლოგიური სია, მოკლე ბიოგრაფიული მონაცემები და ცოტა რამ მათი ოჯახების შესახებ ცნობები.

1. ხიტუ ბერაია

2. კონსტანტინე იგივე კოწია ბერაია და დიონოსი ბერაია

3. სიმონ ბერაია.

4. პავლე, კესო, ვლადიმერი და იასონ ბერაიები ესენი იყვნენ სიმონის შვილები.

5. სერგო ბერაია. პავლეს შვილი. ალექსანდრე, რეზო და ნორა ბერაიები იასონოს შვილები. ნიკო და თამარა ჟვანიები, კესო ბერაიას შვილები. ვლადიმერი უშვილო იყო.

 სიმონ ბერაიას ცოლად ჰყავდა აზნაურის ქალი დესპინე ჩაჩავა, ფრიად განათლებული ადამიანი რომელმაც “ვეფხისტყაოსანი” იცოდა ზეპირად. დესპინე ჩაჩავას ჰყავდა ორი და რომლებიც გათხოვილნი იყვნენ ქაშიბაძეზე და წერეთელზე, ის ახლო ნათესავი იყო ცნობილი მეცენატების, აზნაურშუაში იასონ ბერაია გრიგოლ და ალმასხან ჩაჩავების, რომლებმაც 1896 ველს ძველ სენაკში გახსნეს უფასო სამკითხველო და მათი ძმის აზნაურ ვლადიმერ ჩაჩავას დახმარებით ბიბლიოთეკას გადასცეს 500 წიგნი უსასყიდლოდ.

 სიმონ ბერაიას ჰყავდა ოთხი შვილი. სამი ვაჟი და ერთი ქალიშვილი. უფროსი ვაჟი პავლე ბერაია იყო პირველი გილდიის ვაჭარი და დიდძალი ქონების პატრონი. ის ცხოვრობდა პიატიგორსკში. გასაბჭოების შემდეგ კომუნისტებმა დახვრიტეს. მომდევნო შვილი იყო კესო ბერაია რომელიც გათხოვილი იყო სენაქელ აზნაურზე დათა ჟვანიაზე. ჟვანია ერთერთი უძველესი გვარია სამეგრელოში და გადმოცემის თანახმად მოდის აფხაზეთის აზნაურული გვარიდან ზვანბადან, რომელიც ლეგენდის თანახმად მოდის წმინდა იპატისაგან. 1572-1599 წლებში ცაიშის მიტროპოლიტი იყო კირილე ჟვანია. ჟვანიასგან კესოს ჰყავდა ორი შვილი ნიკო ჟვანია და თამარა ჟვანია. სიმონ ბერაიას მესამე შვილი იყო ვლადიმერ ბერაია, ყოფილი ბოლშევიკი, აღმასკომის თავმჟდომარე და ერთერთი დიდი ჩაის საბჭოთა მეურნეობის დირექტორი. ცოლად ჰყავდა სენაქელი აზნაურის ქალი გოგუცა ანჯაფარიძე. ვლადიმერი დარჩა უშვილოდ. მეოთხე შვილი იყო ბაბუაჩემი იასონ ბერაია, რომელსაც ცოლად ჰყავდა ძველი სენაკელი აზნაურის ალეყსანდრე ქავთარაძის ქალიშვილი ეკატერინე ქავთარაძე, ქავთარაძეების გვარი ერთ-ერთი უძველესი გვარია საქართველოში. პირველი ცნობა ქავთარაძეების შესახებ განეკუთვნება მე-12 საუკუნის ძველქართულ ხელნაწერთა ძეგლის საუქეთესო ნიმუშს “სულთა მატიანეს”. სადაც მოხსენიებულია ქავთარაძეთა გვარი. 12-13 საუქუნის ერთ-ერთ საბუთში, კერძოდ თედორე სტოდიელის “სწავლანში” მოხსენიებულია ვინმე ბასილი ქავთარაძე. ქავთარაძეები სამეგრელოში 15-ე საუკუნიდან ცხოვრობდნენ, გადმოსულები არიან იმერეთიდან. ერთ-ერთმა ქავთარაძემ მოიტაცა აბაშიძის ქალი, მოტაცების დროს შემოაკვდა სასიმამრო და აღარ დაედგომებოდა იმერეთში და თავი შეაფარა დადიანს. ქავთარაძეებს დიდი წვლილი მიუძღვით ძველი სენაკის ეკლესიის შენებაში 18-ე საუკუნის 50-იან წლებში ფარნაოზ ქავთარაძემ მხეიძეებთან და დადიანთან ერთად ძველი სენაქის ექლესიას გუმბათი დაადგა. ბებიაჩემის ბაბუა იყო მეფის რუსეთის ოფიცერი, მისი წინაპარი კი ბლაღოჩინი. ბებიაჩემის ბიძაშვილი ბაძუ ქავთარაძის დეიდაშვილი იყო ნოე ჟორდანია. ბებიაჩემის ბებიების გვარებია გაბუნია და მაჭავარიანი. ბებიაჩემს ეკატერინე ქავთარაძეს დამთავრებული ჰქონდა ძველი სენაკის თავად-აზნაურთა სკოლა, სადაც სწავლობდნენ, კონსტანტინე გამსახურდია, მექი ფაღავა, ვალერიან გუნია, პეტრე ქავთარაძე და სხვა გამოჩენილი ადამიანები.

 პავლე ბერაიას ჰყავდა ერთი შვილი სერგო ბერაია, ყოფილი ბანკის მმართველი, ცოლად ჰყავდა ცნობილი ექიმი ნინა ქირია. შეეძინათ ორი შვილი ბადრი ბერაია და დიანა ბერაია, ბადრი ბერაია იყო ინჟინერ არქითექტორი, ხოლო დიანა ბერაია არის ინჟინერი და ერთ-ერთ სტამბის თანამშრომელი. ბადრის შეეძინა ორი ვაჟი და ქალიშვილი. უფროსი ვაჟი კობა ბერაია დაოჯახებულია და ჰყავს ორი შვილი ქალვაჟები. უმცროს შვილს ლაშა ბერაიას ჰყავს ორი ვაჟი. ქალიშვილი ნინო ბერაია დაოჯახებულია და ჰყავს ქალვაჟი. დიანა ბერაიას ჰყავს ორი შვილი ზაზა არახამია და თათა არახამია. ზაზა არახამია დაოჯახებულია და ჰყავს შვილები. ზაზა მუშაობს “ქოფიპრინტის” დირექტორად და ამ ქომპანიის დამფუძნებელია.

 კესო ბერაიას შვილები ნიკო ჟვანია და თამარა ჟვანია. ნიკო ჟვანიას მეუღლედ ჰყავდა დემურიას ქალი, ხოლო თამარა ჟვანია გათხოვილი ფირცხალავაზე. ნიკოს შვილები არიან კუკური ჟვანია, ჯოკონა ჟვანია და ალეკო ჟვანია. რომელთაც შვილიშვილები ჰყავთ. თამარა ჟვანიას შვილები არიან ნანუშა ფირცხალავა რომელიც გათხოვილი იყო დგებუაძეზე და მათგან ჰყავთ შვილები დალი მეტრეველი, ნინო, თამრიკო და მაია დგებუაძეები.

 იასონ ბერაიას ჰყავდა სამი შვილი, ალექსანდრე, რეზო და ნორა ბერაიები. ალექსანდრე ბერაიას ჰყავდა ცოლად ციალა გვარამია, ვისგანაც შეეძინათ სამი შვილი, უფროსი შვილი, ელისო ბერაია ექიმი გათხოვილია დეკანოზ დავით გოცირიძეზე, რომელთანაც ჰყავს შვილი ანნა {ანანო გოცირიძე}, ჩემი უმცროსი და ნინო ბერაია პროფესიით ტექნოლოგია. მამაჩემი ალექსანდრე ბერაია იყო სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი. სენაკის სამეცნიერო საწარმოო საცდელი სადგურის დირექტორი. ექვსი დარაიონებული ჯიშის, 137 შრომის, სტატიისა და ერთი მონოგრაფიის ავტორი. თქვენი მონამორჩილი, ლევან ბერაია არის “აგროკონსორციუმი წეროვანის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, 12 სტატიის, 14 შრომის და 1 წიგნის ავტორი. აგრეთვე კვების მრეწველობაში ცხრა გამოგონების ავტორი.

 რეზო ბერაიას ცოლად ჰყავდა ელისო არჩვაძე რომლისგანაც შეეძინათ ორი ვაჟი, უფროსი დავით ბერაია, რომელიც გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა 1988 წელს და ზურაბ ბერაია. რეზო ბერაია იყო მშენებელი ინჟინერი და საამშენებლო სამმართველოს უფროსი. პოეტი, მწერალთა კავშირის წევრი მრავალი გამოქვეყნებული ლექსის ავტორი. ზურაბ ბერაია არის ინჟინერ ექონომისტი. ცოლად ჰყავს მარიკა ტორჩინავა პროფესიით პედაგოგი, ჰყავთ სამი ვაჟი და ერთი ქალიშვილი, დავითი, ლუკა, გიორგი და ანნა ბერაიები.

 ნორა ბერაია გათხოვილი იყო გიორგი ჭიჭაღუაზე. მათ ჰყავდათ ორი ვაჟი, გია და გოჩა ჭიჭაღუები, სამწუხაროდ ორივე ტრაგიკულად დაიღუპა. ნორა ბერაია იყო ეკონომისტი. წლების განმავლობაში მუშაობდა რაიკავშირის წამყვან სპეციალისტად, მუშაობდა მარტვილის რაიონის საგადასახადო სამსახურის უფროსის მოადგილედ. ორივე ვაჟი დაოჯახებულია. გია ჭიჭაღუას მეუღლედ ჰყავდა ლავანდა ჩარგაზია რომელთანაც ჰყავთ ორი ქალიშვილი, ანანო ჭიჭაღუა და ლესო ჭიჭაღუა. გოჩას დარჩა ერთი ქალიშვილი, მარიკა ჭიჭაღუა, დაოჯხებული ორი შვილის დედა. ანანო ჭიჭაღუა დაოჯახებულია ვანო ზეგარდელზე და ჰყავთ ერთი შვილი ლუკა ზეგარდელი.

 ამით დავასრულე ჩემი გვარისა და ჩემი ნათესაობის გენეალოგიის აღწერა. თუ გავითვალისვინებთ იმას რომ, თვით სიტყვა გენეალოგია ნიშნავს მემკვიდრეობითობის შესწავლას, გამოდის რომ არც თუ ისე ცუდი წინაფრები მყოლია, მე მეამაყება მათი. ყველაფერი ეს საჭირო იყო დამეწერა, რათა ჩემი ვალია მომავალ თაობას შევუნახო მათი მოდგმის ისტორია, რათა არ დაიკარგოს ჭეშმარიტება და ფეხი უსწორონ მათ ნაკვალევს.

ლევან ბერაია

ბერაიების სიგელი



ასათიანი

 აზნაურული გვარი საქართველოში. „ასათიანი, ასაით მიხაილ იყო ბერძენთა მხედარი სარდას მონომახის კეისრისა წელს 1073, და მისი შვილი მოვიდა იმერეთს და მეფემან მათი გვარი მიიღო ასათიანად და მუნითგან იწოდებიან ამ გვარად“.

 ასათიანებს იმერეთის სამეფო კარზე მნიშვნელოვანი თანამდებობა ეჭირათ, კერძოდ ...

ჩიჯავაძეთა სათავადო

 ჩიჯავაძეთა გვარი მეგრული წარმოშობისა უნდა იყოს. იგი ჩიჩუათა საგვარეულოს ერთ–ერთ შტოს უნდა წარმოადგენდეს. ჩიჩუას გაჩიჯავაძება, ალბათ, მისი საცხოვრისი ადგილის გადანაცვლებასთანაა დაკავშირებული. ჩიჩუას ქართული გაფორმება უნდა იყოს ჩიჯავაძე. ამ მხრივ საინტერესოა, რომ გრიგოლ კათალიკოსის 1733 წლის ...

გურამიშვილი

 ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. კახელი თავადები, დოკუმენტური ცნობები მათ შესახებ შემონახულია XVI საუკუნიდან. ამავე საუკუნის ბოლოსათვის გურამიშვილებმა შექმნეს სათავადო. ვახუშტი ბატონიშვილი ბრძანებს: „გურამიშვილი და ტუსიშვილი–ზედგინიძენი“.

 გადმოცემის თანახმად, გურამიშვილების წინაპრები ...

ხერხეულიძე

 ვახუშტი ბაგრატიონი „აწინდელთა მთავართა გვართათვის“, ხერხეულიძეებს „აწინდელ“ ქართლის მთავართა შორის მოიხსენიებს. მისი თქმით, ხერხეულიძე ზემო ქართლის მთავარია, მაგრამ წარმოშობით მესხეთიდანაა, უწინ ცხოვრობდა სამცხეში და „არს მოსვლა მისი შემდგომად გაყრისა“, მეფე ერეკლე 1783 წლის 18 ივნის რუსეთის ...

ნათიშვილი

 აზნაურული გვარი ქართლში. ციციშვილების აზნაურები. მუხრან ბატონის აზნაურები. ამ გვარის გამორჩეული წარმომადგენელია გლახა ნათიშვილი. რომელიც იყო სამეფო კარის ეკლესიის დიაკვანი. იოანე ბაგრატიონი წერს რომ მან „გადმოიღო სომხურისა ენისაგან სვიმეონ ჯუღელ ფილოსოფოსისაგანშემოკლებული „კავშირი“ პროკლეს ...

კალატოზიშვილი

 აზნაურული გვარი კახეთში. ამათნი გვარნი რომელნიმე ატყვიან კავკასიის შთამომავლობათაგან, გარნა ცნობილ არიან დავით მეფის დროსა 1469 წელს და ვინაიდგან ამათ წინაპართა იცოდნენ არქიტექტურობა და კალატოზობა, ამის გამო გაუვარდათ კალატოზობა გვარად და არიან აწ მოსახლედ ქართლში რაოდენმე სახლად მდაბალ ...

გუნცაძე

 იმერეთის აზნაურული გვარი, „მთისძირელ აზნაურს გუნცაძეს სტუმრად სწვევი გურული აზნაური ჟღენტი. სტუმარ–მასპინძლები ერთმანეთს დოღში შეჯიბრებიან. მარულის შემდეგ სტუმარს საბალახოდ გაშვებული ცხენი დაკარგვია. მის ძებნაში მთელი სოფელი ჩართულა, ბოლოს იპოვეს და მიჰგვარეს პატრონს, როგორ იპოვეო უკითხავს ...

ანთაძე

 აზნაურთა გვარი საქართველოში (გურია). შეტანილები არიან რუსეთის იმპერიის „ხავერდოვან წიგნში“ (გვ.12). გურიის სამთავრო კარზე ფლობდნენ მეღვინეთუხუცესის სახელს. აი რას წერს ამის შესახებ თედო სახოკია: გურიელს ერთი მეღვინეთუხუცესი ჰყოლია გვარად ანთაძე, კაცი მეტად დახელოვნებული ღვინის ღირსების ...

ბროძელი

 აზნაურული გვარი ქართლში. ყაფლანიშვილების აზნაურები. შემორჩენილია 1656 წლის 6 ივნისის დოკუმენტი, სადაც აზნაური ბლორძელები მამულის გაყოფის თაობაზე ედავებიან სარქისაშვილებს: „ქ. ჩვენ დივანბეგმან ჯავახიშვილმან პატრონმან როინ და დივანმან თუმანიშვილმან პირველმან ხელმწიფის მეფის პატრონის როსტომის ...

სულხანიშვილი

 სულხანიშვილები - აზნაურული გვარი კახეთში. იესე სულხანიშვილი იყო ერეკლე II–ის მოძღვარი. მისი შვილი ზაქარია კი თეკლე ბატონიშვილის მოძღვარი.

 სულხანიშვილი პაატა. აზნაური. კახეთის 1812 წლის აჯანყების მონაწილე.

 ზაქარია სულხანიშვილი. „მბეჭდავი წიგნთა, მოძღვარი დედოფლისა დარეჯანისა“. ...

ამირეჯიბები

 ერთ-ერთი ძლიერი და გავლენიანი გვარი ამირეჯიბები (ამირაჯიბები) ფეოდალური საქართველოს ქართულ ისტორიულ წყაროებში  XII-XIII ს.ს. იხსენიებიან, როგორც ცენტრალური სახელმწიფო აპარატის მოხელეები, მანდატურთ-უხუცესის თანაშემწეები, ეჯიბთა-კარისკაცების უფროსები, სავაზიროს წევრები სათათბირო ხმით. ...

ალექსიშვილი

 აზნაურული გვარი საქართველოში. ქსნის საერისთავოს აზნაურები. საამილახოროს აზნაურები. ალექსიშვილების გვარი გაიგივებულია მესხიშვილების გვართან. ალექსიშვილები იყვნენ ცნობილი მწიგნობარნი და კალიგრაფები.

 ალექსიშწვილები მოიხსენიებიან 1795 წ. ფარნავაზ ბატონიშვილის მიერ ბესარიონ ალექსიშვილის ...