ENG  RUS

50000+ სხვადასხვა გენეალოგიური მონაცემები, ბიოგრაფიები, ფოტო...

 A | B | C | D | E | F | G | H | I | J | K | L | M | N | O | P | R | S | T | U | V | W | Y | Z

А | Б | В | Г | Д | Е | Ж | З | ИК | Л | М | Н | О | П | Р | С | Т | У | Ф | Х | Ц | Ч | Ш | ЩЭ | Ю | Я

გურიის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა" [რუსულად. ორიგინალში ამ ენაზე შეადგინეს ეს სიები]

იმერეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა" [რუსულად]

ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850წ. "ბარხატნაია კნიგა" რუსულ ენაზე. სამივე წიგნი მოცემულია ისე როგორც შედგა 1850 წელს.

 ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში საქართველოში მამარდაშვილების 1428 სული მკვიდრობდა. იმერეთიდან გადასახლებული მამარდაშვილების ძირითადი საცხოვრისი ამჟამად არის ლეჩხუმის სოფლები: ოყურეში, მახურა, ისუნდერი და ლაჯანა. ცხოვრობენ სამეგრელოსა და იმერეთშიც.

ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით: "ლეჩხუმელი მამარდაშვილები გვარგაკეთეგულები არიან. სამი საუკუნის წინათ სოციალური უთანხმოების გამო იმერეთიდან გაქცეული ლორთქიფანიძეების შთამომავლებს კვალი რომ დაეფარათ, დაურქმევიათ მამარდაშვილი. მოსულან ხვამლის ძირას მდებარე სოფელ ოყურეშში. ამის შემდეგ განსახღებულან დანარჩენ ლეჩხუმში. საქორწინო ურთიერთობა მამარდაშვილებსა და ლორთქიფანიძეებს შორის იკრძალება".

ძნელი სათქმელია, დღევანდელი მამარდაშვილები ХIV-ХVსს. "ერთობილთა ხალდაშელთაში“ მოხსენიებული ლეჩხუმის სოფლების (ჩუნეში, ცხუნკური, ყუმისთავი, მელოური, ნამოხვანი) მკვიდრი გიორგი და დემეტრე ლორთქიფანიძეების შთამომავლები არიან თუ იმერეთიდან გადმოსახლებული ლორთქიფანიძეების, თუმცა სამეცნიერო ლიტერატურაში ცალსახადაა მითითებული, რომ დღეს ლეჩხუმში მცხოვრებ გვართა უმრავლესობა, მათ შორის მამარდაშვილიც უკვე მკვიდრად ცხოვრობდა აქ ХV - ХVI საუკუნეებში.

საისტორიო მონაცემები: ხვამლის წმინდა გიორგის ეკლესიის სამხრეთის ახლო მდებარე ლოდზე გვარი მამარდაშვილი წარმოდგენილია მამარიდა-შვილის ფორმით: "... საფლავი ესე და თვით ამისა, აკობიძის საზღვრიანედ მოვიყიდე მამარიდა — შვილის გაბადასაგან და აკ-მიძის გიტალასაგან და არავის აქვს ცილობა ჩემდა მიმართ".

ყველაზე ადრინდელი ცნობა, რომელუიც არის დამოწმებული გვარი მამარდაშვილი, 1655 წლის ახლო დროით თარიღდება და იხსენიებს ოყურეშელ ლომინა მამარდაშვილს და მის ძმას მათვალის, რომლებიც გაბრიელ ცაგარელმა იყიდა იმერთა მეფისაგან და შესწირა ხვამლის წმინდა გიორგის.

შეიძლება ითქვას, რომ მამარდაშვილების ნაწილი მაინც იმვრეთიდან არიან მიგრირებულები, რადგან, გადმოცემათა მიხედვით, მათი წინაპრები სალოცავად და საწირავად დადიოდნენ მოწამეთაში, გადასახლებას კი საფუძვლად დებია არა სოციალური დაპირისპირება, არამედ შეწირვა ეკლესიისადმი. აღნიშნულს გვავარაუდებინებს ის, რომ ლორთქიფანიძე ამავე საუკუნეებში იმერეთშიც დაწინაურებული საგვარეულოა. სამეფო ხელისეფლებასთან მათ დაპირისპირებაზე ამავე დროის მონაკვეთში არავითარი ინფორმაცია არა გვაქვს.

  აზნაური მამარდაშვილები მე-19 საუკუნის ბოლოსკენ ცხოვრობდნენ ლეჩხუმში, ქუთაისში, თბილისში (дв. Мамардов 1 ოჯახი?) და სავარაუდოდ კახეთში. რევოლუციამდე მეტნაკლებად ცნობილები იყვნენ ბალახანის (აზერბაიჯანი) სასწავლებლის მასწავლებელი დარისპან თევდორეს ძე მამარდაშვილი, ექიმის თანაშემწე (ფელდშერი) სამსონ ბეჟანის ძე მამარდაშვილი და სხვები.


ფოტოზე ოყურეშელი მამარდაშვილი ალმასხან გოგილოს ძეოყურეშელი ალმასხან გოგილოს ძე მამარდაშვილი