ზაქარია დავითის ძე ციციშვილი

0.000
დეტალურად

ზაქარია დავითის ძე ციციშვილი (1805 – ?) – 1832 წლის შეთქმულების საგამომძიებლო კომისიას უჩვენა, რომ ის 27 წლისაა. პუპლია ორბელიანის ჩვენებით, როცა შეთქმულებმა თითოეულ თავადს შეაწერეს გარკვეული რაოდენობით ხალხის გამოყვანა, ზაქარია ციციშვილს უთქვავს: “ჯერ თქვენ ქალაქელებმა მოახდინეთ ბუნტიო და მას უკან ჩვენ ჯარით მოვალთო ქართლიდან”. ზ. ციციშვილმა პუპლიას ეს ჩვენება უარჰყო.

 ზ. ციციშვილი კომისიამ VII კატეგორიის დამნაშავედ სცნო (VII კატეგორიაში შევიდნენ ის პირნი ვინც იცოდა შეთქმულების არსებობა, მაგრამ წინააღმდეგი იყო მონაწილეობის მიღების). საგამომძიებლო კომისიის მოხსენების თანახმად ზაქარია გაათავისუფლეს 1833 წლის 31 აგვისტოს.

 ზ. ციციშვილი იყო პრაპორშჩიკი, ცოლად ჰყავდა იოანე ამილახვრის ქალი თინათინი. 1832 წელს დაპატიმრებისას ჰყავს ორი შვილი – იესე და დარია, დედა და ორი მცირეწლოვანი ძმა.