წინამძღვრიშვილი პარმენ დომენტის ძე
- პარმენ დომენტის ძე
- წინამძღვრიშვილი
-
პარმენ დომენტის ძე წინამძღვრიშვილი (1784 - 1846) - დეკანოზი, უფროსი ძმა დეკანოზ პანტელეიმონისა. ძმაზე უფროსი იყო 20 წლით.
მარიამ დედოფალმა პარმენი დაიბარა მოსკოვს 1813 წელს. იქვე შერთო ცოლი და 1815 წელს მღვდლად აკურთხებინა. 1816 წლის 11 მარტს თავის მოძღვრად დაადგინა. 1818 წლის 27 ივლისს პარმენს გარდაეცვალა მეუღლე მაკრინე, რომელმაც მის მეუღლეობაში მხოლოდ 3 წელი გაატარა და ამ დროს მხოლოდ 15 წლისა იყო (დასაფლავებულია მოსკოვის პოკროვის მონასტრის სასაფლაოზე).
პარმენმა 1826 წელს მიიღო ჯვარი, მოღვაწეობდა მოსკოვის ქართულ სტამბაში. წერდა ლექსებს. გარდაიცვალა 1846 წელს, დასაფლავებულია მოსკოვის პოკროვის მონასტრში. მისი სიკვდილის წელსვე მისმა სიდედრმა გამოუგზავნა პარმენის ძმას პანტელეიმონს სკივრებით პარმენის ნაქონი წიგნები და ხელნაწერები. მათ შორის იყო გალექსილი, 12 თვის სვინქსარი და ყდაში ჩასმული ლექსების კრებული. გზაში ავაზაკებს ეს სკივრები გაუძარცვიათ და პარმენის ლექსები დაკარგულა. შემორჩენილია პარმენის ლექსი ღომზე
"მე მინახავს საჭმელი რამე, სხვა საჭმელთან არ სადარი,
მეყსა შინა თვალისასა მოსახარშ-მოსამზადარი,
მეყვსეულადვე მოეგების, ვინ არისი იმითი მაძღარი,
მენავეთა კეთილ-საგძალი, ჯართათვის ცუდი რამ არის"
- ტახტის - აზნაური (ქართლი)
- მაქსიმე ბერძნიშვილი - მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის II ტომი
-
სიდამონ-ერისთავი ზაქარია შიოს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ზაქარია შიოს ძე
- გვარი
- სიდამონ-ერისთავი
- სხვა სახელი, გვარი
- სიდამონიძე ზაქარია; ლალიხანაშვილი ზაქარია
-
სიდამონიძე ზაქარია შიოს ძე (1763 – 1833). სწავლობდა თელავში. იცოდა ქართული, სომხური, თათრული და რუსული ენები. ერეკლე II - ის დროს ასრულებდა მდივნის მოვალეობას. 1796 წელს კათალიკოსმა აკურთხა თბილისის ...
ბაგრატიონ-გრუზინსკი ოქროპირ გიორგის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ოქროპირ გიორგის ძე
- გვარი
- ბაგრატიონი
-
ოქროპირ ბატონიშვილი (1794–1857). გიორგი XII - ისა და მარიამ ციციშვილის ვაჟი. ეპიტაფიის მიხედვით დაიბადა 1795 წ. 24 ივნისს, საკუთარი ჩვენების თანახმად კი 1794 წელს თელავში.
1803 წ. 19 აპრილს, ...
- ფოტო
-
ოქროპირ ბატონიშვილი
ხერხეულიძე გიორგი ირაკლის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- გიორგი ირაკლის ძე
- გვარი
- ხერხეულიძე
- სხვა სახელი, გვარი
- იური ხერხეულიძე
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1933 - 2020
-
გიორგი ირაკლის ძე ხერხეულიძე დაიბადა 26.05 1933 ქ. თბილისში, მეცნიერთა ოჯახში. 1940წ. შევიდა და 1951 წ. დაამთავრა თბილისის №13 საშუალო სკოლა ოქროს მედალზე, იმავე წელს შევიდა ქ. თბილისის ...
- ფოტო
-
გიორგი ხერხეულიძე
მამაცაშვილი-ჯავახიშვილი მარიამ იოსების ას.
- სახელი, მამის სახელი:
- მარიამ იოსების ას.
- გვარი
- მამაცაშვილი
-
მარიამ იოსების ას. მამაცაშვილი-ჯავახიშვილისა - იოსებ მამაცაშვილის შვილი, თავადი გიორგი ქაიხოსროს ძე ჯავახიშვილის მეუღლე. იოსებ მამაცაშვილის წრის წევრებმა სოფელ ხოვლეში კერძო ქართული სკოლა ...
ორბელიანი მამუკა (მაკარ) ივანეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- მამუკა (მათე, მაკარ) თამაზის ძე
- გვარი
- ორბელიანი
-
მამუკა (მაკარ) თამაზის (თომას) ძე ორბელიანი (1800-1871) - გენერალ-მაიორი, აქტიურად მონაწილეობდა 1826-1828 წლების რუსეთ-ირანის, 1828-1829 და 1853-1856 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომებში; იბრძოდა აგრეთვე ...
- ფოტო
-
მათე (მაკარ) ორბელიანი
მაჩაბელი ვასილ გიორგის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ვასილ გიორგის ძე
- გვარი
- მაჩაბელი
-
ვასილ გიორგის ძე მაჩაბელი (1845 - 1918) იურისტი, ნაფიცი ვექილი. ივანე მაჩაბლის უფროსი ძმა; დიდხანს ცხოვრობდა პეტერბურგში, დამთავრებული ქონდა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი, ...
- ფოტო
-
შვილი - ილია მაჩაბელი
ანდრონიკაშვილი ზაალ ზურაბის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ზაალ ზურაბის ძე
- გვარი
- ანდრონიკაშვილი
-
ზაალ ზურაბის ძე ანდრონოკაშვილი (ზედმეტსახელად - კუზიანი), მარტყოფის მოურავი. იხსენიება „კალმასობაში“ (ზ. ჭიჭინაძის გამოც. გვ.107– 108) „იოანე: 120 ომში დასწრებიხართ თითქმის და ას მტერზე მეტი ...
ყარალაშვილი სოლომონ გაბრიელის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- სოლომონ გაბრიელის ძე
- გვარი
- ყარალაშვილი
-
სოლომონ გაბრიელის (გიგლოს, გიორგის) ძე ყარალაშვილი (1870-1924) - დამთავრებული ქონდა ჩუგუევსკის იუნკერთა სასწავლებელი. 1900-1901 წლებში მონაწილეობდა ლაშქრობაში ჩინეთის ...
ჭავჭავაძე ელისაბედ ზაქარიას ას.
- სახელი, მამის სახელი:
- ელისაბედ ზაქარიას ას.
- გვარი
- ჭავჭავაძე
- სხვა სახელი, გვარი
- ელისაბედ ლასკარი
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1874 - 1912
-
ელისაბედ ჭავჭავაძე, დაიბადა წინანდალში 1874 წ. მამა-გენერალ-ადიუდანტი ზაქარია გულბაათის-ძე ჭავჭავაძე, დედა-რომანტიკოსი პოეტის ალექსანდრე ჭავჭავაძის შვილიშვილი მარიამ (კაკო) დავითის-ას. ...
- ფოტო
-
ლიზა ჭავჭავაძე-ლასკარი
ოქრომჭედლიშვილი ილია ლაზარეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ილია ლაზარეს ძე
- გვარი
- ოქრომჭედლიშვილი
- სხვა სახელი, გვარი
- ილია სერებრიაკოვი
-
ილია ლაზარეს ძე ოქრომჭედლიშვილი (სერებრიაკოვი) (1838-1898) - ქართველი მეცნიერი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი. დამთავრებული ქონდა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტი; ...
ჯავახიშვილი ესტატე თეიმურაზის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ესტატე თეიმურაზის ძე
- გვარი
- ჯავახიშვილი
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1772 - 1833
-
ესტატე თეიმურაზის ძე ჯავახიშვილი (1772 – 1833 წ. შემდეგ). 1832 წ. შეთქმულების საგამოძიებლო მასალებში ნათქვამია, რომ ესტატე ჯავახიშვილი 1832 წ. არის 60 წლისა, ე.ი. დაბადებულა 1772 ...
- ფოტო
-
თავად ჯავახიშვილების გერბი