ლეონტი იაკობის ძე სავარსამიძე

0.000
დეტალურად

ლეონტი იაკობის ძე სავარსამიძე (1778-1838) – გენერალ-მაიორი, დაიბადა მოზდოკში, მოზდოკში მცხოვრები ქართველი ღარიბი თავადის ოჯახში. 

 1804 წლის 1 იანვრიდან ყაბარდოს პოლკის კაპიტანია. 1818 წელს – პოლკოვნიკი. 1827 წლიდან გენერალ-მაიორი. 1832 წელს მონაწილეობდა ჭარის ოლქის დაწყნარებაში. ასრულებდა ჭარ-ბელაქანის ოლქის უფროსის მოვალეობას.

 გარდაიცვალა 1838 წელს. იყო მამაცი მეომარი, მიღებული ჰქონდა 5 ჭრილობა. საკუთარი ძალით გაიკვლია გზა, თუმცა სპეციალური განათლება არა ჰქონდა მიღებული, სამხედრო მოქმედებებზე მსჯელობდა როგორც გამოცდილი მხედართმთავარი (Записки Н.Н. Муравьева-Карсского, Русский Архив, 1886, 1).

 ლეონტი სავარსამიძეს ცოლად ჰყავდა ზაალ გურამიშვილის ასული სიდონია, თადეოზ გურამიშვილის (ილია ჭავჭავაძის სიმამრის) და.

 სიდონიას, ქმრის სიკვდილის შემდეგ, დაენიშნა პენსია 1500 ვერცხლის მანეთი წელიწადში.