ლარაძე
-
აზნაურული გვარი საქართველოში. ცნობილი საზოგადო მოღვაწენი, განსაკუთრებით გამოირჩევა პეტრე ლარაძე. ცნობილი მწერალი, ალექსანდრე ბატონიშვილის აღმზრდელი. გიორგი ლარაძე თბილისის ხარების ეკლესიის დეკანოზი. თეიმურაზ მეორესთან დაახლოებული პირი. 1590 წლის სვიმონ მეფის ბრძანებით მეკობრეების მძებნელებად გოშფარ ჯავახიშვილი და ყარაიგი ლარაძე იქნენ დანიშნულნი. მათი სამოხელეო ასპარეზი დიღომს ზევით და მტკვრის გამოღმა ხეებამდე ადგილს შეიცავდა.
ლევან ბერაია
-
ყარაშვილი
-
ყარაშვილები - აზნაურული გვარი ქართლ-კახეთში. 1821 წ. 9 მარტს დაიწყო საქმე ყარაშვილების გვარის აზნაურულ წარმოშობაზე. ივანე, ანდრია და ანტონ ყარაშვილები (ცნობილი ექიმები) ითხოვდნენ მათი აზნაურობის დამტკიცებას, თხოვნაში წერენ, რომ მათი პაპა ანტონ ყარაშვილი ჩამოსულა იტალიიდან იმერეთში მეფე ...
გელოვანი
-
ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. თავადები. სვანეთის ყოფილი ერისთავები. ლეჩხუმის მოურავები.
1462–1510 წლების სასიხლო სიგელში სვანეთის ერისთავებად გელოვანები არიან დასახლებულნი.
ვახუშტი ბატონიშვილი „აწინდელთა მთავართა გვართათვის“ გელოვანების შესახებ წერს „ხოლო სვანეთს – გეელოვანი, და ...
გაბუნია
-
აზნაურული გვარი ოდიშში. ფაღავების აზნაურები. იყვნენ ბანძის მოურავები. მამულებსა და ყმებს ფლობდნენ ბანძაში. გაბუნიებს ეკავათ აგრეთვე ფაღავების სახლუხუცესის სახელო.
1847 წელს სამეგრელოს მფლობელმა დავით დადიანმა აზნაურ გაბუნიას უწყალობა ერთგული სამსახურისთვის ორი დუქანი ყულევში. კონსტანტინე მიხეილის ...
ნაგლაძე
-
აზნაურული გვარი. თავ. ფალავანდიშვილების აზნაურები ქართლში. 1799 წლის საბუთში ნახსენებია: „...ამას წინათ ჩვენს აზნაურიშვილს ლუა[რსაბ] ნაგლაძეს თქვენთვის არზა მოურთმევნი – განთავისუფლებული ვარ და უპატრონოო. და თქვენც ოქმი გებოძებინათ: თუ შენი მოხსენებული მართალი არის ჩვენც გაგვითავისუფლებიხართ, ვისაც ...
ბეჟანიშვილი
-
ბეჟანიშვილები - აზნაურული გვარი ქართლში. ყაფლანიშვილების აზნაურები. 1700 წლის აღწერით. დასახელებულია ბეჟან ბეჟანიშვილი ყაფლანიშვილების მემამულეებად. ყმები ჰყავდა ქვემო ბოლნისში.
1721 წ. აღწერით ბეჟუა ბეჟანიშვილი დასახელებულია გერმანოზიშვილის უყმო აზნაურად. ამ გვარის ცნობილი წარმომადგენელია ...
ანანიაშვილი
-
აზნაურული გვარი ქართლში. სამეფო აზნაურები. 1673 წლით დათარიღებულ საბუთში იესე ანანიაშვილი დასახელებულია მოწმედ.
1761 წლის 23 აგვისტოთ დათარიღებულ ერთ–ერთ საბუთში ვკითხულობთ: „...დღეს ჩვენ ქვრივ–ოხერნი და ნაილაჯი გავმხდარვართ და ამ ჩემს კაცს ერთი ლუკმა პური აქუს, მე რომე მოვლა აღარ შემიძლია, ...
თურმანიძე
-
აზნაურული გვარი საქართველოში. ცნობილ მკურნალთ საგვარეულო პირველად მოიხსენიება XI საუკუნეში. იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპში მოიხსენიებიან ესენბულ და ნინო თურმანიძეები. 1523 წლით დათარიღებულ ერთ–ერთ საბუთში მოიხსენიებიან როსტევან და ხოსრო თურმანიძეები.
რუსეთ–თურქეთის ომის დროს 1854–1865 ...
ზაალიშვილი
-
აზნაური ზაალიშვილების წინაპარს ეწოდებოდა ზაალ ტაოელი, იგი იყო მესამე ხარისხის აზნაური; ზაალ ტაოელი წაიყვანა ყეენმა და ძალად მიაღებინა მაჰმადიანობა, მხოლოდ შვილნი ზაალისა მოვიდნენ მეფე სვიმონ I-თან 1588 წელს და მიიღეს მართლმადიდებლობა და მეფე სვიმონმაც მიიღო ისინი აზნაურებად - ...
კარგარეთელი
-
აზნაურული გვარი ქართლსა და იმერეთში. ყაფლანიშვილების აზნაურები. ქართველ კალიგრაფთა გვარი. სვიმონ კარგარეთელი მოღვაწეობდა XVI საუკუნეში სამხრეთ საქართველოს სავანეებში. 1541 წელს გადაუწერია პოლემიკურ–დოგმატიკური სამეცნიერო კრებული.
იესე კარგარეთელი XVII საუკუნის ...
ნამჩევაძე გრუზინოვი
-
ნამჩევაძე (გრუზინოვი) - ქართული აზნაურული გვარი. ამ გვარის თვალსაჩინო წარმომადგენლები არიან რომან ნამჩევაძის შვილიშვილები ევგრაფი და პეტრე ნამჩევაძეები. რომლებცი რუსეთში გადასვლის შემდეგ იწოდებოდნენ გრუზინოვებად. დაჯილდოვებულები იყვნენ რუსეთის უმაღლესი სამხედრო ორდენებით. პოლკოვნიკები. ...
ხერხეულიძე
-
ვახუშტი ბაგრატიონი „აწინდელთა მთავართა გვართათვის“, ხერხეულიძეებს „აწინდელ“ ქართლის მთავართა შორის მოიხსენიებს. მისი თქმით, ხერხეულიძე ზემო ქართლის მთავარია, მაგრამ წარმოშობით მესხეთიდანაა, უწინ ცხოვრობდა სამცხეში და „არს მოსვლა მისი შემდგომად გაყრისა“, მეფე ერეკლე 1783 წლის 18 ივნის რუსეთის ...
გოგიბედაშვილი
-
გოგიბედაშვილი - აზნაურული გვარი ქართლში არსებობს არზა დავით გოგიბედაშვილის გამოსაღების თაობაზე გიორგი ბატონიშვილის ოქმით, რომელიც 1780 წლის 2 აპრილსაა შედგენილი, მასში ნათქვამია: „...მე ხანდაკს ჯავახიშვილს ყმებთან არასოდეს ხარჯი არ გამიწევია. იმათთან მამას არ გაუღია და და პაპას გამოსაღები, მე ...
-