გოგიბედაშვილი
-
გოგიბედაშვილი - აზნაურული გვარი ქართლში არსებობს არზა დავით გოგიბედაშვილის გამოსაღების თაობაზე გიორგი ბატონიშვილის ოქმით, რომელიც 1780 წლის 2 აპრილსაა შედგენილი, მასში ნათქვამია: „...მე ხანდაკს ჯავახიშვილს ყმებთან არასოდეს ხარჯი არ გამიწევია. იმათთან მამას არ გაუღია და და პაპას გამოსაღები, მე თქვენი მსახურება არას მეტყობა. თუ აზნაურიშვილი ვარ, რაში მეტყობა, ან მსახურობით რატომ არ მეპატია და ან აზნაურიშვილობით“.
ლევან ბერაია
-
გაბაშვილი
-
აზნაურული გვარი საქართველოში. ტახტის აზნაურები. აზნაური გაბაშვილი მოხსენიებულია 1635 წლის ერთ–ერთ საბუთში როსტომ მეფის დროს. (მე-18 საუკუნის ბოლოს გაბაშვილებმა იმერეთში მიიღეს თავადის წოდება).
გაბაშვილების საგვარეულოს ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავთ საქართველოს პოლიტიკურ და ლიტერატურულ ...
ღუდუშაური-შიოლაშვილი
-
გადმოცემის თანახმად, ღუდუშუარი გვარის სადავეები ვახტანგ გორგასლის დროიდან მოდის. ვახტანგ გორგასლის დროს ბრძოლაში თავი გამოუჩენია ვინმე სნოს, მეფეს მისი ვაჟი მოუნათლავს და ღუდუშაური დაურქმევია, ბავშვის სახელზე კი ციხე აუშენებია, სიმამაცით გამოირჩეოდა შიოლა ღუდუშაური, რომელიც XVII საუკუნეში ...
ბერაია
-
თეკლათელი ბერაიების ისტორია-გენეალოგია
გვარში შემორჩენილი გადმოცემის თანახმად თეკლათელი ბერაიები ყოფილან მხეიძეების აზნაურები.
მე-18 მე-19 საუკუნეების მიჯნაზე ცხოვრობდა ორი ძმა ბერაია. ერთ-ერთი ძმა იყო მხეიძეების აზნაური თეკლათში, ხოლო მეორე ძმა იყო დადიანის მდივანი. უმთავრესი მანკი, რაც იმ დროს ...
გურამიშვილი
-
ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. კახელი თავადები, დოკუმენტური ცნობები მათ შესახებ შემონახულია XVI საუკუნიდან. ამავე საუკუნის ბოლოსათვის გურამიშვილებმა შექმნეს სათავადო. ვახუშტი ბატონიშვილი ბრძანებს: „გურამიშვილი და ტუსიშვილი–ზედგინიძენი“.
გადმოცემის თანახმად, გურამიშვილების წინაპრები ...
ბარათაშვილი
-
ქართულ ისტორიოგრაფიაში დადგენილია, რომ საბარათიანო, როგორც სათავადო საბოლოოდ XV საუკუნეში გაფორმდა, ქვემო ქართლის ტერიტორიაზე.
ბარათაშვილების წინაპრები ქაჩიბაძეები იყვნენ და ქართლში აფხაზეთიდან მოსულან X–XIII საუკუნეებში. ისინი „ბაღვაშ–ორბელთა ნაოხარზე ნელ–ნელა აშენებდნენ ძლიერებას, ...
ჩიქოვანი
-
ჩიქოვანთა ანუ ჩიქვანთა სათავადო დაახლოებით იმ დროს უნდა წარმოქმნილიყო, როცა ამ საგვარეულოს ერთი შტო გადადიანდა, ეს კი XVII საუკუნის 80–იან წლებში მოხდა.
XVII ს. პირველ ნახევარში ჩიქოვანები ჯერ კიდევ „მდაბალი“ აზნაურები იყვნენ. ამ საგვარეულოს ცნობილი წარმომადგენლის კაციას მამა მეტად ღარიბი იყო, ...
ლიონიძე
-
კახეთის, ქართლისა და იმერეთის თავადაური გვარი. იოანე ბატონიშვილის ცნობით, ლეონიძეთა შორეული წინაპარი ლეკი ყოფილა, მეორე ცნობით „ლიონ თავადი იყო ძველად სომეხთა მეფეთა და ასწყდნენ გვარნი მათნი და რომელნიმე ესახლნენ კახეთთა შინა, გვარი ამათი ადრითვე და ესენიცა ამოწყდნენ“.
ზ. ჭიჭინაძის ცნობით ...
გედევანიშვილი
-
თავადთა და აზნაურთა საგვარეულო ქართლში. გერბიანი აზნაურები. იყვნენ საეკლესიო აზნაურები, შემდგომში კი ტახტის აზნაურები. რუსეთის იმპერიის „ხავერდოვან წიგნში“ არიან შეტანილები. გედევანიშვილები იყვნენ საეკლესიო ყმათა სარდლები. მამულებს ფლობდნენ გოროვანსა და წეროვანში. იყვნენ მრავალყმიანი ...
ქსნის-ერისთავი
-
ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. ვახუშტი ბაგრატიონი აღნიშნავს: „ხოლო იალბუზის კალთათა ქსნის ერისთავი და არა ქვენაფლაველისაგან, არამედ იტყვის ბიბილურობასა.“
ქსნის საერისთავოს ისტორიისთვის ძირითად წყაროდ მიჩნეულია „ძეგლი ერისთავთა“. „როსტომ, ბიბილა წითლოსანი და ძენი მათნი სამოცდაათითა ...
ჭილაშვილი
-
ჭილაშვილები - დიდ-აზნაურული გვარი ქართლში, არაგვის ერისთავების აზნაურები, „გაბრიელ ბაბანას ძე ჭილაშვილი ვახტანგ ბატონიშვილმა რომელსაც იმ დროს არაგვის საერისათვო ეპყრა (1782) თავის მილახვრად დანიშნა და თანაც უბოძა „რუსეთის მიმავალ და იქიდან მომავალის ბაჟის აღება და აგრეთვე ჩერქეზეთიდან ...
ნიჟარაძე
-
ნიჟარაძეები - იმერეთის ფეოდალური საგვარეულო. ნიჟარაძეთა გვარის წარმომავლობის შესახებ სამი ერთმანეთისაგან განსხვავებული ცნობა არსებობს: ერთი ცნობით, ნიჟარაძეები მისულნი არიან სპარსეთიდან. მეორე ცნობით, რომელიც შემონახულია თვით ნიჟარაძეთა გვარში ისტორიული გადმოცემის სახით, ნიჟარაძეების თავდაპირველი ...
წულუკიძე
-
წულუკიძეები - იმერეთის ფეოდალური საგვარეულო წულუკიძეები ისტორიის ასპარეზზე პირველად ჩანან XV ს. შუა წლებში. ამ საგვარეულოს პირველი ისტორიულად ცნობილი წარმომადგენელი არის ვირშელ, როდის მოხდა წულუკიძეთა სათავადოს ჩამოყალიბება, ზუსტად განსაზღვრა ძნელია, მაგრამ სავარაუდოა, რომ ეს მოხდა ვირშელის ...
-