აბულაძე
-
აზნაურული გვარი ქართლსა და იმერეთში. იყვნენ ქსნის საერისთაოს აზნაურები. ქაიხოსრო აბულაძე იმერეთის სამეფო ტახტის აზნაური და სამეფო მოურავი. ქაიხოსრო აბულაძე იყო მეფე სოლომონ I–ის უახლესი მრჩეველი. ერთ–ერთი ისტორიული ცნობით, ქაიხოსრო აბულაძეს არ მოსწონდა ერეკლეს მიერ ახალციხის დაპყრობა და ცდილობდა ხელი შეეშალა მისთვის.
ლევან ბერაია
-
ჯოლია
-
ჯოლია - სამეგრელოს აზნაურული გვარი. XVII საუკუნეში 1652 წელს ცაიშის ეპისკოპოსად იყო დავით II ჯოლია. “ჯოლა იყო თათრის ბეგი, ესე მოვიდა წელსა 1232 მეფესთანა ქართლს და ნათელ იღო, იმას მოუბოძა ადგილნი ოდიშში და შემდგომ მან და ძეთა მისთა მიიღეს გვარად თავადნი ჯოლიაშვილები (ეხლა არ არიან თავადნი ...
ნაკაშიძე
-
ნაკაშიძეთა გვარი ერთ–ერთ „უწარჩინებულესი“ გვარი იყო გურიის სათავადოში, ასე იცნობს ამ საგვარეულოს ვახუშტი ბატონიშვილი.
ქართველ თავად–აზნაურთა გვარების „აღწერაში“ დაცული ცნობით „ნაკაშ იყო ბახიჩის ადგილით, დიარბექირის წინამძღვარი და თათართაგან ეწოდა ნაკაშ, რადგან მხატვრობა იცოდა... ამის შვილნი ...
ჭილაძე
-
ოდიშის სათავადოებიდან ყველაზე უძველესი და უდიდესი ჭილაძეთა სათავადო იყო. ისტორიული გადმოცემით, ჭილაძეთა გვარი წარჩინებულ გვარად ითვლებოდა ჯერ კიდევ თამარ მეფის დროს, მართლაც XIII ს. მეორე ნახევრში იხსენიებიან ამ საგვარეულოს წარმომადგენლები ჯავახ, ბეშქენ და მზექალ ჭილაძეები.
ჭილაძეთა სათავადოს ...
ჩიქოვანი
-
ჩიქოვანთა ანუ ჩიქვანთა სათავადო დაახლოებით იმ დროს უნდა წარმოქმნილიყო, როცა ამ საგვარეულოს ერთი შტო გადადიანდა, ეს კი XVII საუკუნის 80–იან წლებში მოხდა.
XVII ს. პირველ ნახევარში ჩიქოვანები ჯერ კიდევ „მდაბალი“ აზნაურები იყვნენ. ამ საგვარეულოს ცნობილი წარმომადგენლის კაციას მამა მეტად ღარიბი იყო, ...
ბაზლიძე
-
ფეოდალური საგვარეულო ქართლში. 1407 წლის ერთ–ერთი საბუთის მიხედვით ბაზლიძეები იყვნენ თავადები. „სიდამონმან... მოსწყვიტნა ბაზლიძენნი თავადნი, მოსახლენი ვაკესა შინა არაგვისასა რომლის გამო დღესაც ეწოდების მუნ ტბასა ბაზალეთისა ტბაი სახელსა გამო მათისა...“ „დაშთნენ მუნ ბაზლიძენი ამოსწყვიტა მდაბალნი ...
შანშიაშვილი
-
აზნაურული გვარი ქართლში. ამათნი წინაპარნი იყვნენ ძირით გამყრელიძენი იმერეთის ადგილით მოყვანილნი საქართველოს მეფისაგან, ვახტანგისაგან მძევლად 1666 წელს ტფილისსა შინა. ხოლო მათ მზევალთაგანნი ეტრფიალა სომხეთის აზნაურისა ქალსა შანშიაშვილისასა გვარად და მას სომხეთსა არა ჰყვა ძე, გარდა იმა ქალისა, და ...
ნამჩევაძე გრუზინოვი
-
ნამჩევაძე (გრუზინოვი) - ქართული აზნაურული გვარი. ამ გვარის თვალსაჩინო წარმომადგენლები არიან რომან ნამჩევაძის შვილიშვილები ევგრაფი და პეტრე ნამჩევაძეები. რომლებცი რუსეთში გადასვლის შემდეგ იწოდებოდნენ გრუზინოვებად. დაჯილდოვებულები იყვნენ რუსეთის უმაღლესი სამხედრო ორდენებით. პოლკოვნიკები. ...
ჩარკვიანი
-
აზნაურული გვარი დასავლეთ საქართველოში. სვანური წარმოშობის გვარი. 1860 წელს დიმიტრი ბაქრაძე თავისუფალი სვანეთის აზნაურთა ძველ საგვარეულოებს შორის აღნიშნავს აზნაურ ჩარკვიანებსაც.
როცა თავისუფალი სვანეთის მოსახლეობა აუჯანყდა თავადაზნაურობას მრავალი გვარის წარმომადგენლები და მათ შორის ...
ვაჩნაძე
-
ფეოდალური საგვარეულო საქართველოში კახელი თავადები კუჭატანის და ორთავე გავაზის მოურავები.
პლატონ იოსელიანის „ცხოვრება მეფისა გიორგის მეცამეტისა“–ში მოიხსენება ავაზ ვაჩნაძე: „დიდი ვაჟკაცი ამან მოკლა თოფით ჯუნგუთაი დაღესტნელი, რომლისა თავი მიართვეს მეფესა შემდგომად ნიახურის ომისა“. ესენი ძველად ...
გუგუშვილი
-
გუგუშვილი - აზნაურული გვარი ოდიშში. ტახტის აზნაურები. ცნობილია მე-18-19 საუკუნეების დადიანის ელჩი გიორგი გუგუშვილი, რომელმაც იმოგზაურა რუსეთში. გუგუშვილებში შემორჩენილი გადმოცემის თანახმად გუგუშვილები ყოფილან გოშუების ერთ–ერთი განშტოება.
არის მეორე ვერსიაც, სენატში შეტანილი საბუთების ...
ლარაძე
-
აზნაურული გვარი საქართველოში. ცნობილი საზოგადო მოღვაწენი, განსაკუთრებით გამოირჩევა პეტრე ლარაძე. ცნობილი მწერალი, ალექსანდრე ბატონიშვილის აღმზრდელი. გიორგი ლარაძე თბილისის ხარების ეკლესიის დეკანოზი. თეიმურაზ მეორესთან დაახლოებული პირი. 1590 წლის სვიმონ მეფის ბრძანებით მეკობრეების მძებნელებად გოშფარ ...
-