ცქიტიშვილი
-
აზნაურთა გვარი იმერეთში და გურიაში. გურიაში ცნობილები იყვნენ როგორც "ცქვიტიშვილი". „ერთხელ ბერი წულუკიძე ზემო იმერეთში ახლდა მეფე სოლომონ I–ს და აზნაურმა ცქიტიშვილმა შესაფერი პატივი არ სცა მის მხლებლებს. უკანასკნელთ ამაზე ბერს შესჩივლეს. რამდენიმე წლის შემდეგ ბერმა გაიარა იმ ცქიტიშვილის კარზედ, გაიხსენა ზემო აღნიშნული შემთხვევა და შევიდა მისას. ცქიტიშვილი მიეგება მხიარულად, დალოცა მისი მობრძანება და უნდოდა მუხლზედ ეკოცა, ამ დროს ბერმა ჰკრა თოფი და მოკლა...“
სოლომონ I–მა დავით წერეთელსა და ბეჟიკი ცქიტიშვილს სასიხლო საქმის გარჩევა დაავალა თავად ნიკოლოზ წერეთელსა და მოურავ გიორგი აბდუშელიშვილს.
-
ფიცხელაური
-
აზნაურული გვარი ქართლში. არიან ძველადვე წინაპარნი ამათნი კავკასიის მთით მოსრულნი და მოსახლენი ქსნის ხეობასა შინა და ცნობილნი ადრევე დროსა მეფისა დავითისასა წელსა 1290–სა და შემდგომად მეფისა თეიმურაზისა და მეფისა ირაკლისაგანცა პატივცემულნი და მოხელედაცა დადგინებულნი ქსანსა შინა და არიან აწ რაოდენიმე ...
ჭილაშვილი
-
ჭილაშვილები - დიდ-აზნაურული გვარი ქართლში, არაგვის ერისთავების აზნაურები, „გაბრიელ ბაბანას ძე ჭილაშვილი ვახტანგ ბატონიშვილმა რომელსაც იმ დროს არაგვის საერისათვო ეპყრა (1782) თავის მილახვრად დანიშნა და თანაც უბოძა „რუსეთის მიმავალ და იქიდან მომავალის ბაჟის აღება და აგრეთვე ჩერქეზეთიდან ...
შარაშიძე
-
აზნაური შარაშიძეები. - „ჩვენი წინაპრები აფხაზები ყოფილან, რომლებიც წინად შერვაშიძის გვარს ატარებდნენ და ერთ–ერთ შერვაშიძეს ძველ დროში კაცი შემოკვდომია, რის გამოც ის იძულებული ყოფილა, გამოქცეულიყო აფხაზეთიდან. მას სოხუმში გაუცვნია ვიღაცა დოლიძე, რომლის რჩევითაც ის წამოსულა გურიაში და სოფელ დვაბზუში ...
ინასარიძე
-
„წარჩინებული ისტორიული საგვარეულო რაჭაში, მოხსენიებულია 1401–1413 წ. „ამილახუარმან გვიჩივლა... ვითა პატრონისა ამირინდო ამილახუარისა ჟამსა შიგან პატრონმან მეფემან ბაგრატ შუა დამუხდობად ღუღაბერიძე და ინასარიძე გუიბოძნა“.
„ინანუს იყო სომეხთა მეფეთა თანამხლებელი ბაგრატიონთა გვარისა, თავადად მიღებულ ...
ფურცელაძე
-
ფურცელაძეები - აზნაურული გვარი იმერეთში, ქართლში და კახეთში. ამათნი გვარნი პირველ იწოდებოდენ ფარაძედ იმერეთისა აზნაურად. ამათნი გვარნი სჩანან დროსა მეფისა გიორგისასა წელსა 1703–სა და სხვათაცა მეფეთა დროსა. ესენი მოვიდნენ იმერეთიდგან და დაეშნენ სახასოსა ადგილსა ლეონ მეფის ძის საბატონოსშვილოსა ...
ჩარკვიანი
-
აზნაურული გვარი დასავლეთ საქართველოში. სვანური წარმოშობის გვარი. 1860 წელს დიმიტრი ბაქრაძე თავისუფალი სვანეთის აზნაურთა ძველ საგვარეულოებს შორის აღნიშნავს აზნაურ ჩარკვიანებსაც.
როცა თავისუფალი სვანეთის მოსახლეობა აუჯანყდა თავადაზნაურობას მრავალი გვარის წარმომადგენლები და მათ შორის ...
გეგეჭკორი
-
აზნაურული გვარი ოდიშში. სამთავრო აზნაურები. ერთ–ერთ ძველ საბუთში მოხსენებულია იოვანე გეგეჭკორი, რომელსაც გრიგოლ ჭყონდიდელმა, მიტროპოლიტმა ბეჟან დადიანის შვილმა წყალობის წიგნი მისცა.
დავით დადიანის კარზე, რუსულ კანცელარიაში მდივნად იყო ანდრო გეგეჭკორი, როგორც დავით დადიანის ძმა, გრიგოლ ...
ციციშვილი
-
ციციშვილების სათავადოს წარმოქმნის შესახებ ორი საბუთი მოიპოვება, ერთი საბუთი კონსტანტინეს მიერ არის გაცემული 1467 წელს, ხოლო მეორე – ივანე ბატონიშვილის მიერ 1799 წ.
იოანე ბაგრატიონი ციციშვილების შესახებ წერდა: „ამათნი წინაპარნი არიან ურიასტანიდან მოსულნი, ძველთაგანვე მდიდარნი კაცნი. ესენი მოვიდნენ ...
მანდატურთუხუცესი
-
მანდატურთუხუცესი სამეფოს ერთ–ერთი გავლენიანი სახელოს მფლობელი, მანდატურთუხუცესი (შინაგან საქმეთა მინისტრი), საპოლიციო უწყების ხელმძღვანელი, მეფის სასახლის მთავარი მეთვალყურე და სამეფო კარის წესრიგის დამცველი იყო. მგზავრობის დროს მას მთავარი ცერემონმაისტერის როლი ეკისრებოდა. მანდატურთუხუცესს ...
ვაჩნაძე
-
ფეოდალური საგვარეულო საქართველოში კახელი თავადები კუჭატანის და ორთავე გავაზის მოურავები.
პლატონ იოსელიანის „ცხოვრება მეფისა გიორგის მეცამეტისა“–ში მოიხსენება ავაზ ვაჩნაძე: „დიდი ვაჟკაცი ამან მოკლა თოფით ჯუნგუთაი დაღესტნელი, რომლისა თავი მიართვეს მეფესა შემდგომად ნიახურის ომისა“. ესენი ძველად ...
ღუდუშაური-შიოლაშვილი
-
გადმოცემის თანახმად, ღუდუშუარი გვარის სადავეები ვახტანგ გორგასლის დროიდან მოდის. ვახტანგ გორგასლის დროს ბრძოლაში თავი გამოუჩენია ვინმე სნოს, მეფეს მისი ვაჟი მოუნათლავს და ღუდუშაური დაურქმევია, ბავშვის სახელზე კი ციხე აუშენებია, სიმამაცით გამოირჩეოდა შიოლა ღუდუშაური, რომელიც XVII საუკუნეში ...
-