ნაგლაძე
-
აზნაურული გვარი. თავ. ფალავანდიშვილების აზნაურები ქართლში. 1799 წლის საბუთში ნახსენებია: „...ამას წინათ ჩვენს აზნაურიშვილს ლუა[რსაბ] ნაგლაძეს თქვენთვის არზა მოურთმევნი – განთავისუფლებული ვარ და უპატრონოო. და თქვენც ოქმი გებოძებინათ: თუ შენი მოხსენებული მართალი არის ჩვენც გაგვითავისუფლებიხართ, ვისაც გინდა იახელიო“.
ლევან ბერაია
უნდა აღინიშნოს, რომ აზნაური ნაგლაძეები საბუთებში ხანდახან გვხდებიან როგორც ნამგალაძეები.
-
ფალავანდიშვილი
-
ფეოდალური საგვარეულო იმერეთსა და ქართლში. (თავადნი ქართლში და აზნაურნი დასავლეთ საქართველოში). ესენი იყვნენ მოსახლენი, პირველ ნახჩევანის ნაწილსა შინა ყრინჯაქად წოდებულსა და სცხოვრობდნენ მუნ ქრისტეს აქეთ 1184–სა, ხოლო უკანასკნელ ამათი წინაპარი სიავკაცისა გამო მეფემან სომეხთამან გამორეკნა და მოვიდნენ ...
გუნცაძე
-
იმერეთის აზნაურული გვარი, „მთისძირელ აზნაურს გუნცაძეს სტუმრად სწვევი გურული აზნაური ჟღენტი. სტუმარ–მასპინძლები ერთმანეთს დოღში შეჯიბრებიან. მარულის შემდეგ სტუმარს საბალახოდ გაშვებული ცხენი დაკარგვია. მის ძებნაში მთელი სოფელი ჩართულა, ბოლოს იპოვეს და მიჰგვარეს პატრონს, როგორ იპოვეო უკითხავს სტუმარს ...
შელია
-
აზნაურთა გვარი ოდიშში. კორნელი ბოროზდინს თავის წიგნში „სამეგრელო“ შელიები დასახელებული ჰყავს ძველ დიდებულებად, რომლებმაც დაკარგეს ძველი დიდება და დაკნინდნენ: „დადიანების ძველი გვარები–ბედიანი, ჭილაძე, ლიპარტელიანი, შელია, საბახთარები, ახლა გლეხებშიაც გვხვდება“.
ისტორიულად შელიები თავადებიც ...
მწიგნობართუხუცეს–ჭყონდიდელი
-
მთავრობის მეთაური და პირველი მინისტრი, მწიგნობართუხუცეს–ჭყონდიდელი, ვაზირთა შორის მეფის უახლოესი მრჩეველი, თანაშემწე და მოადგილე იყო. იგი მეფის „მამად“ მოიხსენიებოდა. მას ხელი მიუწვდებოდა სახელმწიფოს ყველა უწყებასა და დაწესებულებაზე. მწიგნობართუხუცეს–ჭყონდიდელი ერთსა და იმავე დროს მეფის ...
ავალიშვილი
-
ავალიშვილები - ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. დაწინაურდა XV–XVII სს. ძველი თორის მხარეში (ახლანდელი ბორჯომის ხეობა). აქ ჩამოყალიბდა ავალიშვილების სათავადო (საავალიშვილო). 1535–45 წწ. საავალიშვილო იმერეთის სამეფოში შედიოდა. 1545 წლიდან სამცხე საათაბაგოში. XVI ს-ის 70–80–იან წლებში ოსმალებმა ...
გედევანიშვილი
-
თავადთა და აზნაურთა საგვარეულო ქართლში. გერბიანი აზნაურები. იყვნენ საეკლესიო აზნაურები, შემდგომში კი ტახტის აზნაურები. რუსეთის იმპერიის „ხავერდოვან წიგნში“ არიან შეტანილები. გედევანიშვილები იყვნენ საეკლესიო ყმათა სარდლები. მამულებს ფლობდნენ გოროვანსა და წეროვანში. იყვნენ მრავალყმიანი ...
ნინიაშვილი
-
აზნაურული გვარი ქართლში. ჯავახიშვილების აზნაურები. ერეკლე II–ის გაგზავნილ ერთ–ერთ არზაში ვკითხულობთ „ეს ნინიაშვილები აზნაურები არიან: როგორც აზნაურიშვილის სამსახურის რიგი არის, თავეთის შეძლებით ესენი ჯავახიშვილებს ისე უნდა ემსახურონ და მეტი ჯაბრი არცა რა ჯავხიანთ უნდა მოინდომონ“.
ლევან ბერაია
ბროძელი
-
აზნაურული გვარი ქართლში. ყაფლანიშვილების აზნაურები. შემორჩენილია 1656 წლის 6 ივნისის დოკუმენტი, სადაც აზნაური ბლორძელები მამულის გაყოფის თაობაზე ედავებიან სარქისაშვილებს: „ქ. ჩვენ დივანბეგმან ჯავახიშვილმან პატრონმან როინ და დივანმან თუმანიშვილმან პირველმან ხელმწიფის მეფის პატრონის როსტომის ...
ჯორჯაძე
-
ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. “ესენი არიან ძველად გვართაგან ჯორჯიკ ვაშატიელის შვილთაგან შთამამავლობათაგანი, რომელნიც რანის ადგილიდგან გარდმოსახლდნენ ახალციხეს წელსა ქრისტეს აქეთ 980–სა და მერე დროსა მეფისა გიორგისასა წელსა ქრისტეს აქეთ 1466 გარდმოსახლებულ იქმნენ კახეთს გრემისა იწოდნენ ...
ართმელიძე
-
ფეოდალური საგვარეულო გურიაში. XVII საუკუნემდე ართმელაძეთა გვარი ძლიერ ფეოდალურ გვარად ითვლებოდა გურიაში. ართმელაძეთა დამცრობა, XVIII საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო, ამ დროს ჩამოართვეს მათ მეღვინეთუხუცესობა და თავად ნაკაშიძეებს გადასცეს. ართმელაძეების სამფლობელოს წარმოადგენდა სოფელი აკეთი მისი ...
ჯაფარიძეების გვარის ისტორია
-
ჯაფარიძე ერთ-ერთი უძველესი და წარჩინებული გვარია საქართველოში. გვარის ფუძეა ჯაფარ რაც სხვადასხვაგბარად განიმარტება. ჯაფარა-ქართული სიტყვაა და ჩხიკვის სინონიმია. ჯაფარ ძველ არაბულ ენაზე ნაკადულს ნიშნავს თურმე (არაბისტი გოჩა ჯაფარიძის ინფორმაციით). ჯაფარ-საკუთარი სახელია კაცისა, გავრცელებული ახლო ...
-