გიორგი ივანეს ძე სავანელი

0.000
დეტალურად

სავანელი (ბაქრაძე) გიორგი ივანეს ძე. მოზდოკიდან გადმოსახლებული დუშეთს. თავისი ნამდვილი გვარი შეინარჩუნა, არ დაუკარგავს დავით ხმალაძესავით, რომლის გვარი მის ჩამომავლებს „მოზდოკელად“ გადაუკეთდათ. ივანე ბაქრაძეს ცოლად ჰყავდა რუისელი ქალის კონია ფირანის (–სპირიდონის) ასულ ფანიაშვილის უფროსი ქალი ხორეშანი. ივანე დუშეთს ჯერ მასწავლებელად იყო, შემდეგ მღვდლად. მერე გადმოიყვანეს თბილისში, სიონის დეკანოზად.

ივანე ბაქრაძესა და ხორეშანს ჰყავდათ შვილები:

  • ალექსანდრე სავანელი, დუშეთის მომრიგებელი მოსამართლე ილია ჭავჭავაძის მერე, „ცისკარის“ თანამშრომელი.
  • ხარლამპი სავანელი (1812 – 1890). ცნობილი მუსიკოსი, ბარიტონი, თბილისის მუსიკალური სკოლის დამაარსებელი. მსახურობდა პოლტავაში, შემდეგ პეტერბურგში, სადაც კიდევაც გარდაიცვალა 1890 წ.
  • ვასილ სავანელი, პედაგოგი, ილიას ამხანაგი გიმნაზიით და უნივერსიტეტით.
  • მარიამი გათხოვდა ქსოვრელ მემამულეზე გიორგი რატიშვილზე. ამათი შვილი ივანე გიორგის ძე რატიშვილი იყო ქართული გიმნაზიის მასწავლებელი.