საგინაშვილი დიმიტრი
- დიმიტრი
- საგინაშვილი
-
საგინაშვილი დიმიტრი. აზნაური. კახეთის 1812 წლის აჯანყების მონაწილე. 1813 წლის 1 მარტს გადაასახლეს პერმში. 1815 წლის სექტემბერში პერმში გადასახლებული 12 ქართველი განცხადებას სწერს პერმის სამოქალაქო გუბერნატორის ბოგდან ჩერმესის სახელზე. ამ განცხადებით ისინი ითხოვენ მათთვის ფულის გადმოცემას თბილი ტანისამოსის და საცვლების შესაძენად
1818 წელს (აგვისტოში) გადმოიცა მანიფესტი ციმბირს გადასახლებულ კახეთის აჯანყების მონაწილეთა განთავისუფლების შესახებ. ამ მანიფესტით განთავისუფლდნენ ისინი, ვინც მხოლოდ პირველ გამოსვლაში მონაწილეობდნენ. მეორე და მესამე გამოსვლის მონაწილენი კი, როგორც უფრო მძიმე დანაშაულის ჩამდენნი, გათავისუფლდნენ პატიმრობიდან და ციმბირში სამუდამო დასახლება მიესაჯათ (1820 წელს ამათაც მიეცათ ნება სამშობლოში დაბრუნებისა).
დიმიტრი საგინაშვილი არ აღმოჩნდა არც განთავისუფლებულთა და არც ციმბირს დატოვებულთა სიაში. ციმბირის გენერალ – გუბერნატორი ეკითხებოდა პოლიციიც მინისტრს რანაირად მოქცეოდა ამ სიებში გამორჩენილ 9 ქართველს. ამის თაობაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა კოზოდავლევმა 1819 წ. 8 თებერვალს შეკითხვა გაუგზავნა საქართველოს მთავარმართებელს, რომელმაც უპასუხა: „არ შევიდნენ სიაში იმიტომ, რომ გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლ გენერალ – მაიორ ბაგრატიონს მთავარმართებელისადმი წარდგენილ სიაში არ ჩაუწერია ეს 9 ქართველი“.
1820 წლის ივნისში გამოიცა ბრძანება ციმბირს გადასახლებულ იმ ქართველების შესახებ, რომლებიც არც ერთ სიაში არ შესულან. რაკი ისინი უფრო მძიმე დანაშაულის მომქმედნი არიან, დატოვებულ იქნენ ციმბირს თავისუფლად საცხოვრებლად შემდგომი ბრძანების გამოცემამდე. დატოვებული ქართველთა შორის არის დიმიტრი საგინაშვილიც.
-
ციციშვილი ზაქარია დავითის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ზაქარია დავითის ძე
- გვარი
- ციციშვილი
-
ზაქარია დავითის ძე ციციშვილი (1805 - ?) - 1832 წლის შეთქმულების საგამომძიებლო კომისიას უჩვენა, რომ ის 27 წლისაა. პუპლია ორბელიანის ჩვენებით, როცა შეთქმულებმა თითოეულ თავადს შეაწერეს გარკვეული ...
მარჯანიშვილი თამარ (იღუმენია ფამარი)
- სახელი, მამის სახელი:
- თამარ ალექსანდრეს ას.
- გვარი
- მარჯანიშვილი
- სხვა სახელი, გვარი
- თამარ მარჯანოვა
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1868 ყვარელი - 1936
-
თამარ მარჯანიშვილი (მარჯანოვა) - სქიიღუმენია ფამარი (ერობაში თამარი). რეჟისორ კოტე მარჯანიშვილის და. დაიბადა საქართველოში, სოფ. ყვარელში, მაიორი ალექსანდრე მარჯანიშვილის და ელისაბედ ჭავჭავაძის ...
- ფოტო
-
სქიიღუმენია ფამარი ერში თამარ მარჯანიშვილი
ორბელიანი მამუკა (მაკარ) ივანეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- მამუკა (მათე, მაკარ) თამაზის ძე
- გვარი
- ორბელიანი
-
მამუკა (მაკარ) თამაზის (თომას) ძე ორბელიანი (1800-1871) - გენერალ-მაიორი, აქტიურად მონაწილეობდა 1826-1828 წლების რუსეთ-ირანის, 1828-1829 და 1853-1856 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომებში; იბრძოდა აგრეთვე ...
- ფოტო
-
მათე (მაკარ) ორბელიანი
ციციშვილი მიხეილ დავითის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- მიხეილ დავითის ძე
- გვარი
- ციციშვილი
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1820 - 1895
-
ციციშვილი მიხეილ დავითის ძე (1820 - 1895). საკმაოდ შეძლებული თავადი სოფ. ხვედურეთიდან. იყო სამხედრო პირი. 1860 წლიდან მსახურობდა ნუხაში მაზრის უფროსად. შემდეგ სამსახურს თავი გაანება, დასახლდა ...
ჯორჯაძე დიმიტრი ნიკოლოზის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- დიმიტრი ნიკოლოზის ძე
- გვარი
- ჯორჯაძე
მეტრეველი სლავა
- სახელი, მამის სახელი:
- სლავა კალისტრატეს ძე
- გვარი
- მეტრეველი
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1936-1998
-
სლავა კალისტრატეს ძე მეტრეველი - ფეხბურთელი. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1960), სსრკ საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი (1966), საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი (1976). დაიბადა ქ. სოჭში. ...
- ფოტო
-
შესტერნევი სლავა მეტრეველის წინააღმდეგ
ბაგრატიონი რევაზ ივანეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- რევაზ ივანეს ძე
- გვარი
- ბაგრატიონი
- სხვა სახელი, გვარი
- რომან ივანეს ძე ბაგრატიონი
-
რევაზ (რომან) ივანეს ძე ბაგრატიონი - გენერალ-ლეინტენანტი. პეტრე ბაგრატიონის (ბოროდინოს გმირის ძმა). 1832 წელს ცხოვრობდა თბილისში არწრუნის სახლში (ეს ის სახლის სადაც წინათ ქართული თეატრი იყო, ეხლა კი ...
- ფოტო
-
ძმა-პეტრე ბაგრატიონი, ბოროდინოს გმირი
მაჩაბელი სიმონ ფარსადანის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- სიმონ ფარსადანის ძე
- გვარი
- მაჩაბელი
-
სიმონ ფარსადანის ძე მაჩაბელი (1794-1858) - სამაჩაბლოს ერთერთი ყველაზე დიდი ფეოდალი 19 საუკუნეში, ასევე ჰქონდა მამულები თბილისის მაზრის სოფ. ტაბახმელაში. იყო რუსიფიკაციის წინააღმდეგი საქართველოში, ...
ორბელიანი ნიკოლოზ ვახტანგის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ნიკოლოზ ვახტანგის ძე
- გვარი
- ორბელიანი
-
ნიკოლოზ ვახტანგის ძე ორბელიანი (1845 - 1925) - იურისტი, საზოგადო მოღვაწე. სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტში, მაგრამ 1868 - 1869 წლებში სტუდენტურ მღელვარებაში მონაწილეობისათვის ჯერ დააპატიმრეს, ...
მამაცაშვილი იოსებ ქრისტეფორეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- იოსებ ქრისტეფორეს ძე
- გვარი
- მამაცაშვილი
-
იოსებ ქრისტეფორეს (ქაიხოსროს) ძე მამაცაშვილი (1810-1874) (კონსტანტინე მამაცაშვილის ძმა, მამა მარიამ მამაცაშვილი-ჯავახიშვილისა და გენერალი ქრისტეფორე მამაცაშვილისა) - საზოგადო მოღვაწე, ...
- ფოტო
-
გენერალი ქრისტეფორე იოსების ძე მამაცაშვილი