დეტალურად
აზნაურული გვარი ქართლსა და იმერეთში. ყაფლანიშვილების აზნაურები. ქართველ კალიგრაფთა გვარი. სვიმონ კარგარეთელი მოღვაწეობდა XVI საუკუნეში სამხრეთ საქართველოს სავანეებში. 1541 წელს გადაუწერია პოლემიკურ–დოგმატიკური სამეცნიერო კრებული.
იესე კარგარეთელი XVII საუკუნის კალიგრაფი.
ამბროსი გაბრიელის ძე კარგარეთელი – ლომსიანისძესა და საბა ნაჭოფაძესთან ერთად გადაუწერია ბედიის გულნი.
გიორგი კარგარეთელი XVI საუკუნის კალიგრაფი.
ვასილ დიმიტრის ძე კარგარეთელი. რუსეთის არმიის გენერალ–მაიორი, დაჯილდოებული იყო წმ. სტანისლავის III ხარისხისა და წმ. ანას III ხარისხის ორდენებით.
შეტანილნი არიან რუსეთის იმპერიის „ხავერდოვან წიგნში“.