50000+ სხვადასხვა გენეალოგიური მონაცემები, ბიოგრაფიები, ფოტო...

 

 A | B | C | D | E | F | G | H | I | J | K | L | M | N | O | P | R | S | T | U | V | W | Y | Z

А | Б | В | Г | Д | Е | Ж | З | ИК | Л | М | Н | О | П | Р | С | Т | У | Ф | Х | Ц | Ч | Ш | ЩЭ | Ю | Я

გურიის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა"

იმერეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა"

ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850წ. "ბარხატნაია კნიგა"

ქართველები I მსოფლიო ომში

ქართულ ისტორიოგრაფიაში დადგენილია, რომ საბარათიანო, როგორც სათავადო საბოლოოდ XV საუკუნეში გაფორმდა, ქვემო ქართლის ტერიტორიაზე.

 ბარათაშვილების წინაპრები ქაჩიბაძეები იყვნენ და ქართლში აფხაზეთიდან მოსულან X–XIII საუკუნეებში. ისინი „ბაღვაშ–ორბელთა ნაოხარზე ნელ–ნელა აშენებდნენ ძლიერებას, ორბეთი–სამშვილდის მებატონეები ხდებიან და „საორბელოსაც“ „საბარათიანოდ“ აქცევენ.

 საბარათიანოს, როგორც სათავადოს, ფუძემდებლად მიჩნეულია ბარათა ქაჩიბაძე, რომელიც XV საუკუნის პირველ ნახევარში ცხოვრობდა და ალექსანდრე პირველის (1412–1442) მოლარედ მუშაობდა.

 საბარათიანოს საზღვრების დაზუსტება არ ხერხდება. მხოლოდ დაახლოებით შეიძლება იმ ტერიტორიის მოხაზვა, რომელზედაც საბარათიანო წარმოიქმნა.

 ბარათაშვილებს – წერს ვახუშტი ბაგრატიონი – „უპყრავთ გაჩიანისა და გარდაბნის საერისთავონი ტფილისის სამხრით ვიდრე ლორე–ფარვანამდე, თვინიერ მეფის სახასოთა და შეწირულობათა ეკლესიათათა“. მაშასადამე, ვახუშტის აზრით, ბარათაშვილებს ვეებერთელა ტერიტორია უკავიათ. მართალია ამ მხარეში სამეფო–სახასო ქონებაც არის და საეკლესიო ყმა–მამულებიც, მაგრამ ეს ქვეყანა ძირითადად მაინც ბარათაშვილებს ეკუთვნით და ამიტომაა, რომ ამ მხარეს საბარათიანო ეწოდება.

 ბარათაშვილები პოლიტიკური ცხოვრების წინა პლანზე ჩანან კონსტანტინეს მეფობის დროს (1479–1504) მათი სახლი სამეფო სახლის ნათესავი ხდება, დავით ქაჩიბაძის ქალიშვილს ცოლად ირთავს დავით ბატონიშვილი. მეფის სადროშოც ამ გვარის სახელოა. XVI საუკუნეში ბარათაშვილები უკვე მეწინავე სადროშოს სარდლები არიან.

 ბარათაშვილების სახლი ძლიერი და რიცხვმრავალი იყო. თუ საბარათიანოს რეზიდენციას სამშვილდე წარმოადგენდა და აქ ამ საბარათიანოს უფროსი იჯდა. საბარათიანოს სახლის შვილები საბარათიანოს სხვადასხვა კუთხეში იჯდნენ და თვითონ განაგებდნენ თავიანთ საუფლისწულოებს. დროთა განმავლობაში ეს საუფლისწულოები ბარათიანთ სახლის გაყრის ნიადაგზე დამოუკიდებელ სათავადოებად იქცნენ. ამ ნიადაგზე საბარათიანოს ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა შემდეგი სათავადოები: საგოსტაშაბიშვილო, საგერმანოზიშვილო, საზურაბიშვილო, აბაშიშვილების სამფლობელო, ფალვანხოსროშვილები, ქავთარაშვილები, იარალიშვილები, იოთამიშვილები, საბარათაშვილო, საყაფლანიშვილო. საბარათიანო, როგორც დამოუკიდებელი სათავადო თანდათან დაკნინდა და XVIII საუკუნეში მთლიანად მოიშალა. საბარათიანოს ნანგრევებზე წარმოშობილ სათავადოებს შორის გაიშალა პირველობისათვის ბრძოლა. ამ ბრძოლაში გამარჯვებული გამოვიდნენ ყაფლანიშვილები. ასე რომ XVIII საუკუნისათვის სომხით–საბარათიანოში წამყვანი მდგომარეობა ყაფლანიშვილებს ეკუთვნით. დანარჩენი სათავადოები უფრო ფეოდალურ „სახლებს“ წარმოადგენდნენ, ვიდრე სათავადოებს.

 გოსტაშაბიშვილები: გოსტაშაბიშვილები სათავეს იღებენ გოსტაშაბ–ბარათაშვილისაგან (მოიხსენება 1523 წლის გაყრილობის წიგნში).

 საგოსტაშაბიშვილო – ძირითადად ალგეთის ხეობაში მდებარეობდა. ყმა–მამული ჰქონდათ აგრეთვე ქციის ხევში და სომხითში. გოსტაბაშიშვილების ცენტრი იყო სოფელი ალმევი, სადაც ჰქონდათ სასახლე და 1683 წელს აგებული ეკლესია. XVII–XVIII ს. მიჯნაზე 300–მდე ყმა–გლეხი და 10–მდე ვასალი აზნაური ჰყავდათ. 1713 წ. და 1721–24 წწ. გოსტაშაბაშვილები გაიყარნენ, რის შედეგადაც მათი მამული შემცირდა. რის გამოც ისინი XIX ს–ში წვრილ მფლობელებად გადაიქცნენ.

 გერმანოზიშვილები: თავადთა საგვარეულო XVI–XIX სს. ქვემო ქართლში. ბარათაშვილთა ერთ–ერთი განშტოება. გვარის ფუძემდებლად ითვლება 1523 წ. ხარათიანთ გაყრის წიგნში მოხსენებული გერმანოზ ქავთარის ძე ბარათაშვილი. გერმანოზიშვილების სათავადო მამულები – საგერმანოზიშვილო ძირითადად ალგეთის ხეობაში იყო. მამულები ჰქონდათ აგრეთვე ქვემო ქართლის სხვა კუთხეებშიც. XVIII ს. დასაწისში გერმანოზიშვილებს 150–მდე კომლი გლეხი და რამდენიმე აზნაური ჰყავდათ. პირველად გაიყარნენ XVII ს. ბოლოს, მეორედ 1756 წ. რის შედეგად თანდწათან დამცირდნენ და წვრილ მფლობელებად იქცნენ. გერმანოზიშვილების სათავადო სახლის უფროსი მეორე, ხოლო სახლიკაცები მესამე ხარისხის თავადებად ითვლებოდნენ. ეკავათ მეჯინიბეთუხუცესის და სამეფო სოფლების მოურავთა თანამდებობები.

 აბაშიშვილები: აბაშიშვილების შესახებ პირველად ვახუშტი ბაგრატიონმა წამოაყენა მოსაზრება. მისი აზრით, ალექსანდრე პირველმა „გაჰყარა სამნი ძმანი აბაში, გუგუნა და დავით, აბაშისაგან აბაშიშვილნი, გუგუნასაგან ბარათიანნი და დავითისაგან ყაფლანიშვილები არიან“. თედო ჟორდანიამ აბაშიშვილების გენეალოგია XIV საუკუნიდან მომდინარედ მიიჩნია. ეს მოსაზრებები საფუძვლიანად დაარღვია გ. ჯამბურიამ. მან სამართლიანად მიუთითა,. რომ ყაფლანიშვილები და ორბელიშვილები ბარათაშვილებს გამოეყვნენ. XVI საუკუნეში, რაც შეეხება აბაშიშვილებს, მათ შესახებ საბუთები მხოლოდ XVIII საუკუნისაა. არც დოკუმენტები და არც ნარატიული წყაროები XVI–XVII საუკუნეში აბაშიშვილების მოღვაწეობის შესახებ არაფერს ამბობენ. XVIII საუკუნის დასაწყისში სააბაშაშვილო უკვე არსებობს. უნდა ვიფიქროთ, რომ ეს სათავადო XVIII ს–ზე ადრე წარმოიქმნა გ. ჯამბურია, რატომღაც სააბაშიშვილოს XVII ს. მეორე ნახევარში უკვე არსებულად მიიჩნევს.

 იოთამიშვილები: იოთამიშვილები თავიანთ გვარის სათავეს იღებენ იოთან ბარათაშვილისაგან. იოთამი 1536 წელს გაეყარა თავის სახლიკაცს – ორბელს და ამ ნიადაგზე შექმნა საიოთამიშვილო, მაშინ საიოთამიშვილოს ტერიტორიაზე 80–მდე სოფელი მდებარეობდა 663 კომლი ყმით. დროთა ვითარებაში ეს გვარი დაკნინდა და 1721 წლის აღწერით 18 სოფელში მხოლოდ 90 კომლი ყმაღა ჰყავდათ.

 ყაფლანიშვილები: თუ ქვემო ქართლში XV–XVI საუკუნეებში საბარათიანო ყველაზე მსხვილი პოლიტიკური ერთეული იყო და ქვეყნის სხვადასხვა საქმეებში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა XVII–XVIII საუკუნეებში საყაფლანიშვილოს რჩება უპირატესობა. საყაფლანიშვილო თავის არსებობას იწყებს 1536 წელს. ამ წელს იოთამ ბარათაშვილი და ორბელ ბარათაშვილი გაიყარნენ და შეიქმნა ორი სათავადო – იოთამიშვილებისა და ორბელიშვილ–ყაფლანიშვილებისა. XVI საუკუნეში ამ საგვარეულოს წარმომადგენლებს ეკავათ ეშიკალსაბაშის, ქართლის მდივანბეგის, სახლთუხუცესის, საბარათიანოს სარდლის სახელოები. საყაფლანიშვილომ, როგორც სათავადომ, არსებობა შეწყვიტა საქართველოს რუსეთთან შეერთებისთანავე, საყაფლანიშვილო მამულად იქცა ყაფლანიშვილები კი მემამულეებად.

 ყაფლანიშვილების აზნაურები: კოკონაშვილები, ჩაჩიკაშვილები, დორათაშვილები, გულიზაშვილები, მაჭავარიანები, გოგიტაშვილები, ეღელიშვილები, მკერვალიშვილები, ფრანგიშვილები, ყაითმაზიშვილები, ბაგრატიშვილები, ყოინიძეები, კავთელაშვილები, ბელიაშვილები, ნასყიდაშვილები, ჩომახიშვილები, ყოინიძეები, კავთელაშვილები, ბელიაშვილები, ნასყიდაშვილები, ჩომახიშვილები, გოგოლაშვილები, ძვალიყლაპიაშვილები, რევაზიშვილები, ბინიაშვილები, ავთანდილაშვილები, ოლუზაშვილები,ბუჭყიაშვილები, ხანდამაშვილები, ბლორძელები, ღრეულაშვილები, ჯომარდიძეები, ტერტერაშვილები, ჩიკოიძეები და კარგარეთელები.

 ბარათაშვილების გენეალოგია

 




ანანიაშვილი

აზნაურული გვარი ქართლში. სამეფო აზნაურები. 1673 წლით დათარიღებულ საბუთში იესე ანანიაშვილი დასახელებულია მოწმედ.

 1761 წლის 23 აგვისტოთ დათარიღებულ ერთ–ერთ საბუთში ვკითხულობთ: „...დღეს ჩვენ ქვრივ–ოხერნი და ნაილაჯი გავმხდარვართ და ამ ჩემს კაცს ერთი ლუკმა პური აქუს, მე რომე მოვლა აღარ შემიძლია, ...


ნაკაშიძე

ნაკაშიძეთა გვარი ერთ–ერთ „უწარჩინებულესი“ გვარი იყო გურიის სათავადოში, ასე იცნობს ამ საგვარეულოს ვახუშტი ბატონიშვილი.

 ქართველ თავად–აზნაურთა გვარების „აღწერაში“ დაცული ცნობით „ნაკაშ იყო ბახიჩის ადგილით, დიარბექირის წინამძღვარი და თათართაგან ეწოდა ნაკაშ, რადგან მხატვრობა იცოდა... ამის შვილნი ...


ყრუაშვილი

ყრუაშვილები - აზნაურული გვარი ლეჩხუში. ცხოვრობდნენ და მამულები ჰქონდათ უსახელოურში, ოყურეშში, ოფიტარში, ნაყურალეშში და ლახეფაში. იყვნენ ცაგერის ეკლესიის მოურავები.

 1802 წ. იმერთ მეფისა და დადიანის ომში ჩანს დეხვირის მეციხოვნე აზნაური ბეჟან ყრუაშვილი.

ყრუაშვილების გენეალოგია...


ღოღობერიძეების საგვარეულო

ღოღობერიძეთა სათავადოს ისტორია.

ღოღობერიძეთა საგვარეულოს შესახებ საისტორიო წყაროებში მეტად მცირე ცნობებია შემონახული, ამიტომ ჩვენი მსჯელობა ამ საგვარეულოზე ფრაგმენტულია, ზოგჯერ მხოლოდ ზეპირგადმოცემაზე და ვარაუდებზეა დამყარებული. მაგრამ, ვფიქრობთ, ის მაინც გარკვეულ წარმოდგენას იძლევა აღნიშნული ...


სულხანიშვილი

სულხანიშვილები - აზნაურული გვარი კახეთში. იესე სულხანიშვილი იყო ერეკლე II–ის მოძღვარი. მისი შვილი ზაქარია კი თეკლე ბატონიშვილის მოძღვარი.

 სულხანიშვილი პაატა. აზნაური. კახეთის 1812 წლის აჯანყების მონაწილე.

 ზაქარია სულხანიშვილი. „მბეჭდავი წიგნთა, მოძღვარი დედოფლისა დარეჯანისა“. ...


ავალიშვილი

ავალიშვილები - ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. დაწინაურდა XV–XVII სს. ძველი თორის მხარეში (ახლანდელი ბორჯომის ხეობა). აქ ჩამოყალიბდა ავალიშვილების სათავადო (საავალიშვილო). 1535–45 წწ. საავალიშვილო იმერეთის სამეფოში შედიოდა. 1545 წლიდან სამცხე საათაბაგოში. XVI ს-ის 70–80–იან წლებში ოსმალებმა ...


მაჭუტაძე

გურიის სამთავროს ფეოდალური გვარებიდან ერთ–ერთი უძველესი მაჭუტაძეთა გვარია, ამ გვარის წარმომადგენელს გურიის დიდებულთა შორის ვხედავთ ჯერ კიდევ XV საუკუნის სასისხლო სიგელში.

 მაჭუტაძეთა გავლენა გურიის სამთავროში დიდად ძლიერდება XVI ს. ამ დროს იკავებს რამაზ მაჭუტაძე გურიელის კარზე უპირველეს ...


საგინაშვილი

„თავადი საგინაშვილი. ამათნი შთამომავლობანი არიან სპარსთა მთავრის, საგად წოდებულისა, რომელიცა საგ მთავარი დაადგინა სალილ არაბმან, ამირად წოდებულმან. ესე საგ დაადგინა ტფლისსა შინა გამგედ წელსა ქრისტეს აქეთ 787–სა დროსა აშოტ მეფისასა და მერე ამა საგისა დაშთომილნი შთამომავლობანი იწოდნენ საგინაშვილებად ...


ვაჩნაძე

ფეოდალური საგვარეულო საქართველოში კახელი თავადები კუჭატანის და ორთავე გავაზის მოურავები.

 პლატონ იოსელიანის „ცხოვრება მეფისა გიორგის მეცამეტისა“–ში მოიხსენება ავაზ ვაჩნაძე: „დიდი ვაჟკაცი ამან მოკლა თოფით ჯუნგუთაი დაღესტნელი, რომლისა თავი მიართვეს მეფესა შემდგომად ნიახურის ომისა“. ესენი ძველად ...


ქოჩაკიძე

ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. სამეგრელოს თავადები. მდინარე ცივის წყლიდან მარჯვნივ მხეიძეების სათავადოს შემდეგ იწყებოდა ქოჩიკაძეების სათავადო, რომელიც ზღვამდე იყო გადაჭიმული. ოდიშის ყოფილი მდივანბეგი და სენაკის პოლიციის ბოქაული იყო მაქსიმე ქოჩაკიძე (პოეტი გიორგი ჭალადიდელის მამა). მაქსიმე ...


მხეიძეთა სათავადო

მხეიძეთა გვარი უძველესი და „უწარჩინებულესი“ ფეოდალური გვარი ჩანს იმერეთის სამეფოში. იოანე ბატონიშვილი ქართველ თავად–აზნაურთა გვარების „აღწერაში“ მხეიძეთა შესახებ ამბობს: „ფხეიძე არიან ძირით სალიპარიტიანნი, ნათესავნი ორბელიანი ლიპარიტისო“, იოანე ცდება, რა თქმა უნდა, როცა ლიპარიტს ორბელიანად თვლის. ...


ანჯაფარიძე

ანჯაფარიძე (ანჯაფარია) აზნაურული გვარი ოდიშში. ანჯაფარიძეთა შესახებ პირველი ისტორიული წყარო განეკუთვნება XIII–XIV სს–ის ოთხთავს, სადაც მინაწერში მოხსენიებულია პატაი ანჯაფარიძე და ფარშავანდი ანჯაფარიძე.

 „ღმერთო და ყოვლდაწმიდაო ღვთისმშობელო, ამა ოთხთავსა წმიდანი წერია, მისო ძალო და მადლო, და ...