ანანიაშვილი
-
აზნაურული გვარი ქართლში. სამეფო აზნაურები. 1673 წლით დათარიღებულ საბუთში იესე ანანიაშვილი დასახელებულია მოწმედ.
1761 წლის 23 აგვისტოთ დათარიღებულ ერთ–ერთ საბუთში ვკითხულობთ: „...დღეს ჩვენ ქვრივ–ოხერნი და ნაილაჯი გავმხდარვართ და ამ ჩემს კაცს ერთი ლუკმა პური აქუს, მე რომე მოვლა აღარ შემიძლია, წასულა და ანანიაშვილს ადამისთვის უთქვამს თქვენი ყმა ვარო. დღეს ჩემს ჩუმად ადამ ანანიაშვილი ჩემს ბატონ სახლთუხუცესს დიმიტრისთან მისული, უჩემოდ გაუსინჯვინებია და წიდი დაუტყუვნია...“ „...ბედნიერ ხელმწიფეს მოუხსენებია, რადგან გორი სამთავრო არის, მუდამ გორის ანანიაშვილები ყოფილან მამამთავართა „...
შეტანილნი არიან რუსეთის იმპერიის „ხავერდოვან წიგნში“.
-
თავდგირიძე
-
თავდგირიძეთა თავდაპირველი საცხოვრისი სამცხე–საათაბაგო იყო. აქ ქართლის ეპისკოპოსის სამწყსო თავადთა და სოფელთა XVI ს. დამდეგის სიაში „თაქთირისძე“ ანუ თავდგირიძე სამცხის წარჩინებულ გვარებს შორის არის დასახელებული, სამცხის მკვიდრ თავდგირიძეთა გვარის წარმომადგენელნი არიან ფოცხუერი და ამირა ...
ხერხეულიძე
-
ვახუშტი ბაგრატიონი „აწინდელთა მთავართა გვართათვის“, ხერხეულიძეებს „აწინდელ“ ქართლის მთავართა შორის მოიხსენიებს. მისი თქმით, ხერხეულიძე ზემო ქართლის მთავარია, მაგრამ წარმოშობით მესხეთიდანაა, უწინ ცხოვრობდა სამცხეში და „არს მოსვლა მისი შემდგომად გაყრისა“, მეფე ერეკლე 1783 წლის 18 ივნის რუსეთის ...
ნათიშვილი
-
აზნაურული გვარი ქართლში. ციციშვილების აზნაურები. მუხრან ბატონის აზნაურები. ამ გვარის გამორჩეული წარმომადგენელია გლახა ნათიშვილი. რომელიც იყო სამეფო კარის ეკლესიის დიაკვანი. იოანე ბაგრატიონი წერს რომ მან „გადმოიღო სომხურისა ენისაგან სვიმეონ ჯუღელ ფილოსოფოსისაგან შემოკლებული „კავშირი“ პროკლეს მიერ ...
მიქელაძე
-
მიქელაძეთა საგვარეულოს ისტორიული ნარკვევი.
თავადი მიქელაძეები საქართველოს წარჩინებულ საგვარეულოთა რიცხვს მიეკუთვნებიან. იოანე ბატონიშვილი თავის თხზულებაში “შემოკლებით აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა” - მათი წარმოშობის შესახებ წერს შემდეგს: “მიქელაძე. ვაკის თავადი ...
ფაღავა
-
ფაღავათა საგვარეუულოს შესახებ ძველ საბუთებში ვკითხულობთ: „ფაღავი იყო ორბელიანთ გვარი რომელიც მეფემან გარდაასახლა ოდიშში და იწოდნენ ფაღავაშვილებად წელს 1271–სა“.
თვით ფაღავების გვარში დღემდე დაცული გადმოცემით კი, ისინი,. თითქოს უძველესი დროიდან მოსულან ადიღედან და ბანძაში დამკვიდრებულან.
ვახუშტი ...
ჯორჯაძე
-
ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. “ესენი არიან ძველად გვართაგან ჯორჯიკ ვაშატიელის შვილთაგან შთამამავლობათაგანი, რომელნიც რანის ადგილიდგან გარდმოსახლდნენ ახალციხეს წელსა ქრისტეს აქეთ 980–სა და მერე დროსა მეფისა გიორგისასა წელსა ქრისტეს აქეთ 1466 გარდმოსახლებულ იქმნენ კახეთს გრემისა იწოდნენ ...
დადეშქელიანი
-
დადეშქელიანი (დადიშქელიანი) - ფეოდალური საგვარეულო სვანეთში. იხსენიება XIII–XIV სს–დან. XVIII ს–ში დადიშქელიანებმა საბოლოოდ დასძლიეს თავიანთი მეტოქე რიჩგვიანები. დაიმორჩილეს ზემო სვანეთის დასავლეთი ანუ ხალს ქვემო ნაწილი და პატარა სამთავრო შექმნეს. რომლის ფაქტობრივი ფუძემდებელი ბაბა–ციოყი იყო ...
კალატოზიშვილი
-
აზნაურული გვარი კახეთში. ამათნი გვარნი რომელნიმე ატყვიან კავკასიის შთამომავლობათაგან, გარნა ცნობილ არიან დავით მეფის დროსა 1469 წელს და ვინაიდგან ამათ წინაპართა იცოდნენ არქიტექტურობა და კალატოზობა, ამის გამო გაუვარდათ კალატოზობა გვარად და არიან აწ მოსახლედ ქართლში რაოდენმე სახლად მდაბალ აზნაურებად ...
მუსხელიშვილი
-
ამათნი წინაპარნი არიან ოდიშიდგან მოსრულნი გვარითა მასხულავანნი და მერე გაუვარდათ სახელისა ცვლილებისა გამო მუსხელიშვილებად შთამომავლობათა ამისთა. დროსა მეფისა ვახტანგისას ჰსჩნდენ ესენი აზნაურად წელსა 1657 და არიან ესენიცა ტრაკტატსა შინა მოხსენებულნი აზნაურად.
ავთანდილ მუსხელიშვილი 1721 წელს ...
წერეთელი
-
თავადი წერეთლები.
წერეთლების თავდაპირველი საცხოვრისი, როგორც წყაროებიდან ჩანს იმერეთში არ ყოფილა. აქ ისინი სხვა კუთხიდან მოსულან. ეს კუთხე ზემო ქართლი იყო. აქ ამ საგვარეულოს უძველესი სამკვიდრებელი იყო იმ ადგილს, სადაც „გორის სამხრეთით, თრიალეთის მთის ჩრდილო მხრიდან მიემართება ქედი, რომელიც ახლაც ...
ქართული ფეოდალური იერარქია
-
ქართული ფეოდალური ურთიერთობის სქემა (ფეოდალური იერარქია)
ჟორდანია
-
აზნაურული გვარი სამეგრელოსა და გურიაში. სახასო აზნაურები. სამეგრელოში მამულებს ფლობდნენ ცაიშში, ცნობილია აზნაური გიორგი ჟორდანია.
1807 წელს მამია გურიელმა ლანჩხუთის მოურავობა უბოძა აზნაურ სოსია ჟორდანიას.
იყვნენ აგრეთვე მაჭუტაძეების აზნაურები.
ლევან ბერაია
-