იოსელიანი
-
იოსელიანი (Ioseliani, Иоселиани) - აზნაურული გვარი იმერეთში, სამეგრელოში, სვანეთში და ქართლ–კახეთში. იმერეთის სამეფო კარზე მაღალი თანამდებობები ეკავათ. მეღვინეთუხუცესის თანამდებობას ორი კაცი განაგებდა, წერეთლების გვარიდან და აზნაურ იოსელიანთა გვარიდან, მესტუმრეთუხუცესის თანამდებობაზე ინიშნებოდნენ აზნაურები – მდივნის, საყვარელიძისა და იოსელიანის გვარიდან.
იოსელიანები იყვნენ „ფიცის კაცები“.
იოსელიანთა გვარიდან მრავალი წარჩინებული და გამოჩენილი პირი გამოვიდა: ეგნატე იოსელიანი, მწერალი მეფის გიორგი მეცამეტის, მოურავი ტირძნისში. პლატონ იოსელიანი, მწერალი და მემატიანე გიორგი მეცამეტსა. დავით დადიანის მეგობარი. ოტია იოსელიანი, ჩვენი დროის უშესანიშნავესი მწერალი.
1850 წელს როცა ქუთაისში აპირებდა ჩამოსვლას რუსეთის იმპერატორის მემკვდრე, დავით დადიანმა მასთან წარსადგენად მოიწვია 53 თავადი და მარტო 9 აზნაური. ერთ–ერთი აზნაურთაგანი იყო ფილიპე იოსელიანი.
ზაქარია იოსელიანი, გენერალ–მაიორი, 1812 წლის ომის მონაწილე, მისი გმირობა სამაგალითო ყოფილა. ნ. მურავიოვი წერს: „წარმოშობით იმერელი, არაჩვეულებრივი სიმაღლის, ძლიერი, უშიშარი, ღარიბი, უბრალო, თვინიერი, აქვს ხუთი თუ ექვსი ჭრილობა. პოლკში ჰყვებოდნენ, რომ 1812 წლის კამპანიის დროს მას შეუმჩნევია, თუ როგორ შესულა 12 ფრანგი ერთ ბოსელში, იოსელიანს აუღია შუბი, წაუყვანია თან ერთი ულანი, მოლდაველი, გვარად კარპოვი, შევარდნილა იმ ბოსელში და ერთიანად გაუჟლეტია ყველა...“
ლევან ბერაია
-
ჩინჩალაძე
-
აზნაურული გვარი იმერეთსა და ქართლში. იმათი წინაპარნი არიან იმერეთიდან მოსრულნი დროსა განყრისასა სამსა სამეფოდ. ადგილით ჩინჩალად წოდებულისა რომლისა ან იმერელნი უწოდებენ ადგილსა ამას ჩინჩალაძისეულსა და არიან ესენიცა ცნობილ აზნაურად დროსა მეფისა ვახტანგისასა და ტრაქტატტსა შინა მოხსენიებულ. ...
ბერაია
-
თეკლათელი ბერაიების ისტორია-გენეალოგია
გვარში შემორჩენილი გადმოცემის თანახმად თეკლათელი ბერაიები ყოფილან მხეიძეების აზნაურები.
მე-18 მე-19 საუკუნეების მიჯნაზე ცხოვრობდა ორი ძმა ბერაია. ერთ-ერთი ძმა იყო მხეიძეების აზნაური თეკლათში, ხოლო მეორე ძმა იყო დადიანის მდივანი. უმთავრესი მანკი, რაც იმ დროს ...
ჯაფარიძეების გვარის ისტორია
-
ჯაფარიძე ერთ-ერთი უძველესი და წარჩინებული გვარია საქართველოში. გვარის ფუძეა ჯაფარ რაც სხვადასხვაგბარად განიმარტება. ჯაფარა-ქართული სიტყვაა და ჩხიკვის სინონიმია. ჯაფარ ძველ არაბულ ენაზე ნაკადულს ნიშნავს თურმე (არაბისტი გოჩა ჯაფარიძის ინფორმაციით). ჯაფარ-საკუთარი სახელია კაცისა, გავრცელებული ახლო ...
ჯოლია
-
ჯოლია - სამეგრელოს აზნაურული გვარი. XVII საუკუნეში 1652 წელს ცაიშის ეპისკოპოსად იყო დავით II ჯოლია. “ჯოლა იყო თათრის ბეგი, ესე მოვიდა წელსა 1232 მეფესთანა ქართლს და ნათელ იღო, იმას მოუბოძა ადგილნი ოდიშში და შემდგომ მან და ძეთა მისთა მიიღეს გვარად თავადნი ჯოლიაშვილები (ეხლა არ არიან თავადნი ...
გამსახურდია
-
აზნაურული გვარი ოდიშში. სათავადო აზნაურები. ვახტანგ VI–ის ამალაში იხსენიება აზნაური გამსახურდია. როდესაც ის რუსეთში წავიდა. ნაპოლეონის წინააღმდეგ ომის დროს რუსეთის მხარეზე მსახურობდა პოლკოვნიკი გამსახურდია.
მეთვრამეტე საუკუნის დასასრულს ტფილისის მიტროპოლიტი იყო პავლე ...
ცხინვალის მოსახლეობა მე-19 საუკუნეში
-
ცხინვალის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების და დგვრისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მეტრიკული ჩანაწერების მიხედვით.
- ა -
1. აბულაძე (აზნაური)
2. ავალიანი (აზნაური)
3. ავალიშვილი
4. ამილახვარი (თავადი)
5. აღასიაშვილი
- ბ -
1. ბაბუციძე
2. ბარათაშვილი
3. ბედიანიძე
4. ...
იაშვილი
-
ყველაზე ადრინდელი ცნობა იაშვილთა საგვარეულოს შესახებ დაცულია კოტრიძეთა 1432 წლის სასისხლო სიგელში. ხოლო შერაზადაშვილთა 1484–1510 წლების სასისხლო სიგელში მეფის „დარბაისელთა“ შორის პირველ ადგილზე იხსენიება ვარდან იაშვილი.
იაშვილთა სათავადოს ჩამოყალიბება სავარაუდოა XV ს. მიწურულს. XVII ს. ...
ყრუაშვილი
-
ყრუაშვილები - აზნაურული გვარი ლეჩხუში. ცხოვრობდნენ და მამულები ჰქონდათ უსახელოურში, ოყურეშში, ოფიტარში, ნაყურალეშში და ლახეფაში. იყვნენ ცაგერის ეკლესიის მოურავები.
1802 წ. იმერთ მეფისა და დადიანის ომში ჩანს დეხვირის მეციხოვნე აზნაური ბეჟან ყრუაშვილი.
ყრუაშვილების გენეალოგია...
ჩოლოყაშვილი
-
ჩოლოყაშვილები - ფეოდალური საგვარეულო კახეთში. უწარჩინებულესი თავადები ერთ–ერთ წარჩინებულ გვართაგანი ძველ საქართველოში. კახეთის ფეოდალთა შტო. „ხოლო კახეთის ჩოლოყაშვილი და მაყასშვილი იტყვიან ირუფაქიძეობასა“.
ჩოლოყაშვილები კახეთის მეფის კარზე ფლობდნენ სახლთუხუცესის თანამდებობას, ამ ...
ყარაშვილი
-
ყარაშვილები - აზნაურული გვარი ქართლ-კახეთში. 1821 წ. 9 მარტს დაიწყო საქმე ყარაშვილების გვარის აზნაურულ წარმოშობაზე. ივანე, ანდრია და ანტონ ყარაშვილები (ცნობილი ექიმები) ითხოვდნენ მათი აზნაურობის დამტკიცებას, თხოვნაში წერენ, რომ მათი პაპა ანტონ ყარაშვილი ჩამოსულა იტალიიდან იმერეთში მეფე ...
მუსხელიშვილი
-
ამათნი წინაპარნი არიან ოდიშიდგან მოსრულნი გვარითა მასხულავანნი და მერე გაუვარდათ სახელისა ცვლილებისა გამო მუსხელიშვილებად შთამომავლობათა ამისთა. დროსა მეფისა ვახტანგისას ჰსჩნდენ ესენი აზნაურად წელსა 1657 და არიან ესენიცა ტრაკტატსა შინა მოხსენებულნი აზნაურად.
ავთანდილ მუსხელიშვილი 1721 წელს ...
ბაგრატიშვილი
-
აზნაურები ქართლში. „1739 წ. სექტემბრის „დამდეგს“ მოიხსენიება კიკულა ბაჯვაძის მიერ თავის ბატონ გიორგი ბაგრატიშვილის სახელზე გაცემულ თავნასყიდობის წიგნში. ყაფლანიშვილების მემამულე და აზნაური ზურაბ ბაგრატაშვილი 1721 წ. ცხოვრობდა და ყმები ჰყავდა ქციაში. ბაგრატაშვილებს მამულები და ყმები ჰყავდათ აგრეთვე ...
-