შანშიაშვილი
-
აზნაურული გვარი ქართლში. ამათნი წინაპარნი იყვნენ ძირით გამყრელიძენი იმერეთის ადგილით მოყვანილნი საქართველოს მეფისაგან, ვახტანგისაგან მძევლად 1666 წელს ტფილისსა შინა. ხოლო მათ მზევალთაგანნი ეტრფიალა სომხეთის აზნაურისა ქალსა შანშიაშვილისასა გვარად და მას სომხეთსა არა ჰყვა ძე, გარდა იმა ქალისა, და აფუთქვა მან შანშიამ, უკეთუ მიიღებს სომხის სარწმუნოებასა, მისცემს მას ქალსა თვისსა და მამულსაცა. მაშინ გამყრელიძე იგი ტრფიალებისა გამო გამოხდა და შეირთო ქალი იგი და მამულიცა მისი მიიღო. ხოლო რა სცნა ესე მეფემან დიდმან თეიმურაზ ენება გარდახდევინება გამყრელიძისა მისა, გარნა გამყრელიძე იგი განივლტო და მივიდა წინაშე სპარსთა მეფისა შააბაზისა და ევედრა მეფესთან შუამდგომლობასა. ხოლო მან სთხოვა მეფესა და ვერღა ურჩ მყოფმან მისცა ნებაი და არიან მუნიდგან გვარნი ამა გამყრელიძეებისანი შანშიაშვილებად წოდებულნი: 1) გიორგის შვილები, 2) სოლომონის შვილები, ხოლო ამათნი სახლის კაცნი, რომელნიც გათათრდნენ, ისევ სპარსთა მეფისა დროსვე, არიან: 1) იბრეიმ ნაზარის შვილები და მისის გზისა. ხოლო სხვანი ამათნი გვარნი არიან იმერეთს მოსახლენი, რომელნიმე რაჭას და რომელნიმე წისქვილს. ხოლო ქალაქს მოსახლეთა აქვთ მამული ბოლნისის ხეობასა შინა და არიან მუნ ჟამიდგან აზნაურნი.
გვარის ფუძემდებელია შანშე გამყრელიძე, რომელმაც სომხის ქალი მოიყვანა ცოლად. მისი შთამომავლობა შანშიაშვილებად იწოდებიან.
შანშიაშვილებს მამულები და ყმები ჰყავდათ სახუნდარას, აცეტში, სოსანიში, სამწევრისში. შანშიაშვილების გვარ–შტო გვარია გოგიბაშვილები.
ლევან ბერაია
-
ნაგლაძე
-
აზნაურული გვარი. თავ. ფალავანდიშვილების აზნაურები ქართლში. 1799 წლის საბუთში ნახსენებია: „...ამას წინათ ჩვენს აზნაურიშვილს ლუა[რსაბ] ნაგლაძეს თქვენთვის არზა მოურთმევნი – განთავისუფლებული ვარ და უპატრონოო. და თქვენც ოქმი გებოძებინათ: თუ შენი მოხსენებული მართალი არის ჩვენც გაგვითავისუფლებიხართ, ვისაც ...
ანჯაფარიძე
-
ანჯაფარიძე (ანჯაფარია) აზნაურული გვარი ოდიშში. ანჯაფარიძეთა შესახებ პირველი ისტორიული წყარო განეკუთვნება XIII–XIV სს–ის ოთხთავს, სადაც მინაწერში მოხსენიებულია პატაი ანჯაფარიძე და ფარშავანდი ანჯაფარიძე.
„ღმერთო და ყოვლდაწმიდაო ღვთისმშობელო, ამა ოთხთავსა წმიდანი წერია, მისო ძალო და მადლო, და ...
გარსევანიშვილი
-
ფეოდალური საგვარეულო საქართველოსა და რუსეთში. განსაკუთრებით დაწინაურდნენ სამეფო კარზე XVIII ს–ში, როდესაც ამ საგვარეულოს წარმომადგენლები ვახტანგ VI–ის კულტურულ მეცნიერული საქმიანობის აქტიური მონაწილეები და მეფის შვილების აღმზრდელ–მასწავლებლები გახდნენ. ძმები გიორგი და იესე გარსევანიშვილები ...
ღუდუშაური-შიოლაშვილი
-
გადმოცემის თანახმად, ღუდუშუარი გვარის სადავეები ვახტანგ გორგასლის დროიდან მოდის. ვახტანგ გორგასლის დროს ბრძოლაში თავი გამოუჩენია ვინმე სნოს, მეფეს მისი ვაჟი მოუნათლავს და ღუდუშაური დაურქმევია, ბავშვის სახელზე კი ციხე აუშენებია, სიმამაცით გამოირჩეოდა შიოლა ღუდუშაური, რომელიც XVII საუკუნეში ...
ბაზლიძე
-
ფეოდალური საგვარეულო ქართლში. 1407 წლის ერთ–ერთი საბუთის მიხედვით ბაზლიძეები იყვნენ თავადები. „სიდამონმან... მოსწყვიტნა ბაზლიძენნი თავადნი, მოსახლენი ვაკესა შინა არაგვისასა რომლის გამო დღესაც ეწოდების მუნ ტბასა ბაზალეთისა ტბაი სახელსა გამო მათისა...“ „დაშთნენ მუნ ბაზლიძენი ამოსწყვიტა მდაბალნი ...
ბებუთაშვილი
-
XVIII–XIX სს. საქართველოს თავადური გვარი. ქართლში XVI ს–ში მოვიდნენ სომხეთიდან. XVIII ს. მსხვილი ვაჭრები გახდნენ. XVIII ს. შუა წლებში თეიმურაზ II–მ აზნაურობა უბოძა. 80–იან წლებში ერეკლე II–მ თავადობა. მემკვიდრეობით ფლობდნენ თბილისის მელქ–მამასახლისისა და ნაცვლის სახელოს. ამ გვარის ყველაზე ცნობილი ...
ენიკოლოფაშვილი
-
ამათი წინაპრები იყო ენუქარქუნ, რომელიცა პირველ მოსახლეობდა ყარაბაღსა შინა ადგილსა და იყო პირველი მოქალაქე მუნერული მწერალნი მეფისა“.
სომეხთა სჯულისა, ხოლო ამათნი შთამომავლობათაგანი მოვიდნენ საქართველოს შინა და დაესახლნენ და ესენი მიღებულ იყვნენ აზნაურის პატივით მეფეთაგან, გარნა უკანასკნელ ...
აგიაშვილი
-
ფეოდალური საგვარეულო იმერეთში. მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ იმერეთის მეფის კარზე.
XVIII საუკუნეში იმერეთის სამეფოს მთავარ სამხედრო პირებს სარდლები წარმოადგენდნენ. სოლომონ I – ის დროს იმერეთში სამი სარდალი იყო, სამხედრო ხელმძღვანელობა სამი სარდლის – წერეთლის, წულუკიძის და აგიაშვილის ხელში ...
დგებუაძე
-
დგებუაძეები - ფეოდალური გვარი საქართველოში. მეგრელი თავადები, სათავადოს მფლობელები, სასახლე ჰქონდათ ოჩეში.
„დემუნა იყო მდივანი აბგარ მეფის, რომელმნაც აღწერა ცხოვრება აბგარ მეფისა წელსა ქრისტეს აქეთ 67 და მათნი გვარნი დროს თურქთაგან დაპყრობის მოვიდნენ ახალციხეს და მუნითგან ოდიშშს და მეფემან მიიღო ...
ჭილაძე
-
ოდიშის სათავადოებიდან ყველაზე უძველესი და უდიდესი ჭილაძეთა სათავადო იყო. ისტორიული გადმოცემით, ჭილაძეთა გვარი წარჩინებულ გვარად ითვლებოდა ჯერ კიდევ თამარ მეფის დროს, მართლაც XIII ს. მეორე ნახევრში იხსენიებიან ამ საგვარეულოს წარმომადგენლები ჯავახ, ბეშქენ და მზექალ ჭილაძეები.
ჭილაძეთა სათავადოს ...
სახელმწიფო მმართველობა ХVI-XVIII საუკუნეებში
-
სახელმწიფო მმართველობა ქართლის სამეფოს მაგალითზე. ერთიანი საქართველოს სამეფოს დაშლამ სათანადო ცვლილებები შეიტანა ქართულ სახელმწიფო მმართველობაში; მას სახელმწიფოებრივ წეს–წყობილებასა და მართვა–გამგეობის სისტემაში სათანადო შესაბამისი ნიშნები შეაქვს. ქართული ფეოდალური მონარქიის დაშლას თან ...
-