შარაშიძე
-
აზნაური შარაშიძეები. - „ჩვენი წინაპრები აფხაზები ყოფილან, რომლებიც წინად შერვაშიძის გვარს ატარებდნენ და ერთ–ერთ შერვაშიძეს ძველ დროში კაცი შემოკვდომია, რის გამოც ის იძულებული ყოფილა, გამოქცეულიყო აფხაზეთიდან. მას სოხუმში გაუცვნია ვიღაცა დოლიძე, რომლის რჩევითაც ის წამოსულა გურიაში და სოფელ დვაბზუში დასახლებულა შეცვლილი გვარით შარაშიძე“.
დიმიტრი, ერმილე და ალექსანდრე შარაშიძეებმა XIX საუკუნის ბოლოს გურიაში დააარსეს კერძო სამეურნეო სასწავლებელი.
ლევან ბერაია
შარაშიძე - გენეალოგიური ფრაგმენტები
-
აბულაძე
-
აზნაურული გვარი ქართლსა და იმერეთში. იყვნენ ქსნის საერისთაოს აზნაურები. ქაიხოსრო აბულაძე იმერეთის სამეფო ტახტის აზნაური და სამეფო მოურავი. ქაიხოსრო აბულაძე იყო მეფე სოლომონ I–ის უახლესი მრჩეველი. ერთ–ერთი ისტორიული ცნობით, ქაიხოსრო აბულაძეს არ მოსწონდა ერეკლეს მიერ ახალციხის დაპყრობა და ცდილობდა ...
ქოჩაკიძე
-
ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. სამეგრელოს თავადები. მდინარე ცივის წყლიდან მარჯვნივ მხეიძეების სათავადოს შემდეგ იწყებოდა ქოჩიკაძეების სათავადო, რომელიც ზღვამდე იყო გადაჭიმული. ოდიშის ყოფილი მდივანბეგი და სენაკის პოლიციის ბოქაული იყო მაქსიმე ქოჩაკიძე (პოეტი გიორგი ჭალადიდელის მამა). მაქსიმე ...
რატიშვილი
-
რატიშვილები - ფეოდალური საგვარეულო ქართლში. „თავადი რატიშვილები არიან გვარით ქსნის ერისთავნი, აზნაურად ჩამოქვეითების შემდეგ ასწყდნენ ქსნის ერისთავთაგან და გამოვიდნენ ქსნიდგან და დაეშვნენ ქსოვრის სამუხრანოს ადგილსა შინა, ხოლო ამა რატიშვილთაგანნი ბეჟანად წოდებულ იქმნ მეფის ვახტანგისაგან. ირაკლისგანვე ...
ციციშვილი
-
ციციშვილების სათავადოს წარმოქმნის შესახებ ორი საბუთი მოიპოვება, ერთი საბუთი კონსტანტინეს მიერ არის გაცემული 1467 წელს, ხოლო მეორე – ივანე ბატონიშვილის მიერ 1799 წ.
იოანე ბაგრატიონი ციციშვილების შესახებ წერდა: „ამათნი წინაპარნი არიან ურიასტანიდან მოსულნი, ძველთაგანვე მდიდარნი კაცნი. ესენი მოვიდნენ ...
აფაქიძე
-
ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. აფაქიძეები მოხსენიებულნი არიან XIV საუკუნიდან. აფაქიძეები სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახელოებს ფლობდნენ დადიანის კარზე იყვნენ მრავალყმიანი მემამულეები.
დავით დადიანის დროს ცნობილი ცხენოსანი იყო მალხაზ აფაქიძე. ცნობილი ვექილი იყო ბეჟან აფაქიძე. დავით ...
ჟურული
-
ამათნი გვარნი ძველადვე არიან რუსთაგან დაშთომილნი ჟურულად გვარად წოდებულისა, რომელნიცა მოსახლობენ ქსანს, ადგილსა მონასტრად წოდებულსა და სვიმონ მეფისა ცოლ–შვილის მსახურებისთვის, ოდეს ოსმალთა შეიპყრეს სვიმონ მეფე. შემდგომ ესენიცა იყვნენ კარგად მიღებული წელსა 1558 და არიან ესენიცა მოხსენებულ ტრაკტატსა ...
ფიცხელაური
-
აზნაურული გვარი ქართლში. არიან ძველადვე წინაპარნი ამათნი კავკასიის მთით მოსრულნი და მოსახლენი ქსნის ხეობასა შინა და ცნობილნი ადრევე დროსა მეფისა დავითისასა წელსა 1290–სა და შემდგომად მეფისა თეიმურაზისა და მეფისა ირაკლისაგანცა პატივცემულნი და მოხელედაცა დადგინებულნი ქსანსა შინა და არიან აწ რაოდენიმე ...
ათაბაგი
-
საქართველოში ათაბაგი ერთ–ერთი უპირველესი ვაზირი იყო, რომლის უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ტახტის მემკვიდრის აღზრდა წარმოადგენდა. ათაბაგობის დამკვიდრება საქართველოში, მსხვილი ფეოდალების განდიდების ტენდენციის ზრდის შედეგად მოხდა. თავისი პატივით, თავიდან, იგი ვაზირთა შორის მეორეა ...
ღოღობერიძეების საგვარეულო
-
ღოღობერიძეთა სათავადოს ისტორია.
ღოღობერიძეთა საგვარეულოს შესახებ საისტორიო წყაროებში მეტად მცირე ცნობებია შემონახული, ამიტომ ჩვენი მსჯელობა ამ საგვარეულოზე ფრაგმენტულია, ზოგჯერ მხოლოდ ზეპირგადმოცემაზე და ვარაუდებზეა დამყარებული. მაგრამ, ვფიქრობთ, ის მაინც გარკვეულ წარმოდგენას იძლევა აღნიშნული ...
ბერიძე
-
აზნაურული გვარი გურიაში, სამეგრელოსა და ლეჩხუმში. ვახუშტი ბატონიშვილი „ძველთა მთავართა გვართათვის“ ბერიძეებს ასახელებს გურულ თავადებად.
შემდგომ ბერიძეები რაღაც მიზეზთა გამო "დამცირდნენ", ჩვენ არ ვიცით რამ გამოიწვია ბერიძეთა სახლის დამცრობა. ვიცით მხოლოდ ის, რომ ეს მოხდა XVII საუკუნიდან. ...
ანანიაშვილი
-
აზნაურული გვარი ქართლში. სამეფო აზნაურები. 1673 წლით დათარიღებულ საბუთში იესე ანანიაშვილი დასახელებულია მოწმედ.
1761 წლის 23 აგვისტოთ დათარიღებულ ერთ–ერთ საბუთში ვკითხულობთ: „...დღეს ჩვენ ქვრივ–ოხერნი და ნაილაჯი გავმხდარვართ და ამ ჩემს კაცს ერთი ლუკმა პური აქუს, მე რომე მოვლა აღარ შემიძლია, ...
გურამიშვილი
-
ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. კახელი თავადები, დოკუმენტური ცნობები მათ შესახებ შემონახულია XVI საუკუნიდან. ამავე საუკუნის ბოლოსათვის გურამიშვილებმა შექმნეს სათავადო. ვახუშტი ბატონიშვილი ბრძანებს: „გურამიშვილი და ტუსიშვილი–ზედგინიძენი“.
გადმოცემის თანახმად, გურამიშვილების წინაპრები ...
-