ანთაძე
-
აზნაურთა გვარი საქართველოში (გურია). შეტანილები არიან რუსეთის იმპერიის „ხავერდოვან წიგნში“ (გვ.12). გურიის სამთავრო კარზე ფლობდნენ მეღვინეთუხუცესის სახელს. აი რას წერს ამის შესახებ თედო სახოკია: გურიელს ერთი მეღვინეთუხუცესი ჰყოლია გვარად ანთაძე, კაცი მეტად დახელოვნებული ღვინის ღირსების გამოცნობაში. რითაც თავი დიდად მოჰქონდა თურმე გურიელს.
ერთხელ სასახლეში უცხო სტუმრებთან ჩამოვარდნილა ამის შესახებ ლაპარაკი და გადაუწყვეტიათ, გამოვსცადოთო, აურევიათ ერთმანეთში სამ ნაირი ღვინო. მოუხმიათ მეღვინეთუხუცესი ანთაძე და უთქვამთ – გამოიცანიო. იმასაც გემო უნახვს თუ არა, შემდეგი პასუხი მოუხსენებია მთავრისთვის: ფერად ფერსათულაო, გემოდ ოსეთურიაო, ცოტას მოიჩაქვერებსო, საქმე იმაშია, რომ ამ სამი ღვინოდან ერთი იყო ფერსათული, მეორე ოსეთური და მესამე ჩაქვერი“.
პლატონ იოსელიანის წიგნში „ცხოვრება მეფისა გიორგი მეცამეტისა“ გადმოცემულია „თვით გერასიმე იყო გურული, გვარით ანთაძე, ამან და ძმამან მისმან ოთარ და შვილმან მისმან გრიგორი შემოიტანეს იმერული ეკლესიური გალობა საქართველოს, ესენი მეფემან ირაკლიმ მოიხმო თფილისად და კათოლიკოსმან ანტონი პირველმან უბოძა მათ მამული სოფელსა აღაიანში და ესრეც დაასახლა იგინი აქა. გერასიმე გარდაიცვალა 1805 წელსა“.
ლევან ბერაია
-
ადგილობრივი მმართველობის სისტემა
-
ადგილობრივი მმართველობის აპარატი ერთიანი საქართველოს სახელმწიფოს ტერიტოტიულ პრინციპზე იყო დაფუძნებული. სამეფოს ტერიტოტია სამხედრო – ადმინისტრაციული ერთეულებად – საერისთავოებად და სამეფო დომენად – იყოფოდა. საერისთავოებს სათავეში ედგნენ ერისთავები და ერისთავთ–ერისთავები, რომელთაც ხელთ ეპყრათ ...
აბულაძე
-
აზნაურული გვარი ქართლსა და იმერეთში. იყვნენ ქსნის საერისთაოს აზნაურები. ქაიხოსრო აბულაძე იმერეთის სამეფო ტახტის აზნაური და სამეფო მოურავი. ქაიხოსრო აბულაძე იყო მეფე სოლომონ I–ის უახლესი მრჩეველი. ერთ–ერთი ისტორიული ცნობით, ქაიხოსრო აბულაძეს არ მოსწონდა ერეკლეს მიერ ახალციხის დაპყრობა და ცდილობდა ...
ჯავახიშვილი
-
ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. ვახუშტი „მთავართა გვართათვის“ წერს: „ხოლო გვარნი მთავართა მათ ძველთანი ესენი არიან: ... ჯავახიშვილი, ბერსელი და სხვანი მრავალნი, რომელნი ერისთობით იწერიან და გვარნი არ წარიწერებიან ცხადად საცნობლად“.
„თავადი ჯავახიშვილი. ეს პირველ იყვნენ მოსახლე აბულეთსა ...
ამირეჯიბები
-
ერთ-ერთი ძლიერი და გავლენიანი გვარი ამირეჯიბები (ამირაჯიბები) ფეოდალური საქართველოს ქართულ ისტორიულ წყაროებში XII-XIII ს.ს. იხსენიებიან, როგორც ცენტრალური სახელმწიფო აპარატის მოხელეები, მანდატურთ-უხუცესის თანაშემწეები, ეჯიბთა-კარისკაცების უფროსები, სავაზიროს წევრები სათათბირო ხმით. ამირეჯიბს ...
სახელმწიფო მმართველობა ХVI-XVIII საუკუნეებში
-
სახელმწიფო მმართველობა ქართლის სამეფოს მაგალითზე. ერთიანი საქართველოს სამეფოს დაშლამ სათანადო ცვლილებები შეიტანა ქართულ სახელმწიფო მმართველობაში; მას სახელმწიფოებრივ წეს–წყობილებასა და მართვა–გამგეობის სისტემაში სათანადო შესაბამისი ნიშნები შეაქვს. ქართული ფეოდალური მონარქიის დაშლას თან ...
ბებუთაშვილი
-
XVIII–XIX სს. საქართველოს თავადური გვარი. ქართლში XVI ს–ში მოვიდნენ სომხეთიდან. XVIII ს. მსხვილი ვაჭრები გახდნენ. XVIII ს. შუა წლებში თეიმურაზ II–მ აზნაურობა უბოძა. 80–იან წლებში ერეკლე II–მ თავადობა. მემკვიდრეობით ფლობდნენ თბილისის მელქ–მამასახლისისა და ნაცვლის სახელოს. ამ გვარის ყველაზე ცნობილი ...
კარგარეთელი
-
აზნაურული გვარი ქართლსა და იმერეთში. ყაფლანიშვილების აზნაურები. ქართველ კალიგრაფთა გვარი. სვიმონ კარგარეთელი მოღვაწეობდა XVI საუკუნეში სამხრეთ საქართველოს სავანეებში. 1541 წელს გადაუწერია პოლემიკურ–დოგმატიკური სამეცნიერო კრებული.
იესე კარგარეთელი XVII საუკუნის ...
გოგიბედაშვილი
-
გოგიბედაშვილი - აზნაურული გვარი ქართლში არსებობს არზა დავით გოგიბედაშვილის გამოსაღების თაობაზე გიორგი ბატონიშვილის ოქმით, რომელიც 1780 წლის 2 აპრილსაა შედგენილი, მასში ნათქვამია: „...მე ხანდაკს ჯავახიშვილს ყმებთან არასოდეს ხარჯი არ გამიწევია. იმათთან მამას არ გაუღია და და პაპას გამოსაღები, მე ...
იოსელიანი
-
იოსელიანი (Ioseliani, Иоселиани) - აზნაურული გვარი იმერეთში, სამეგრელოში, სვანეთში და ქართლ–კახეთში. იმერეთის სამეფო კარზე მაღალი თანამდებობები ეკავათ. მეღვინეთუხუცესის თანამდებობას ორი კაცი განაგებდა, წერეთლების გვარიდან და აზნაურ იოსელიანთა გვარიდან, მესტუმრეთუხუცესის თანამდებობაზე ინიშნებოდნენ ...
ჩოფიკაშვილი ყაზბეგი
-
წარსულში ხევი იყოფოდა ოთხ სამოურავოდ, რომელთაც მოურავები განაგებდნენ. მათგან დაწინაურებულა ყაზბეგ ჩოფიკაშვილი, ასეთ დაწინაურებას ხელს უწყობდა მისი სამოურავოს პოლიტიკურ–ეკონომიკური და სტრატეგიულ–გეოგრაფიული მნიშვნელობა. ყაზბეგ ჩოფიკაშვილის განგებლობაში შედიოდა ხევის ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილები: ...
წერეთელი
-
თავადი წერეთლები.
წერეთლების თავდაპირველი საცხოვრისი, როგორც წყაროებიდან ჩანს იმერეთში არ ყოფილა. აქ ისინი სხვა კუთხიდან მოსულან. ეს კუთხე ზემო ქართლი იყო. აქ ამ საგვარეულოს უძველესი სამკვიდრებელი იყო იმ ადგილს, სადაც „გორის სამხრეთით, თრიალეთის მთის ჩრდილო მხრიდან მიემართება ქედი, რომელიც ახლაც ...
-