მელიქიშვილი დავით ზაქარიას ძე
- დავით ზაქარიას ძე
- მელიქიშვილი
- 1856 - 1909
-
დავით ზაქარიას-ძე მელიქიშვილი (1856-1909) კავკასიის მეფისნაცვლის ადიუტანტი. 1900-1903 წლებში თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლი. გენერალ-ადიუტანტის და სახელმწიფო საბჭოს წევრის, ლევან ივანეს-ძე მელიქიშვილის ძმისშვილი.
დავით მელიქიშვილს იურიდიული განათლება პეტერბურგში ჰქონდა მიღებული, იყო განათლებული, კარგი ორატორი, სასიამოვნო მოსაუბრე და პატრიოტიც.
დავითი და ილია ჭავჭავაძე ცოლებით ნათესავები იყვნენ (ილიას მეუღლე ოლღა გურამიშვილი, დავითის მეუღლის რუსუდან სტაროსელსკის დეიდა იყო), მიუხედავად ამისა ერთმანეთს უპირისპიდებოდნენ რუსეთის საკითხებში. დავითს გულწრფელად სჯეროდა, რომ თუ რუსეთს ერთგულებას დავუმტკიცებდით, ხელმწიფე იმპერატორი ბევრ რასმეს საქართველოსთვის კეთილი ნებით გამოიმეტებდა.
დავით მელიქიშვილს დიდი მოლოდინი ჰქონდა, რომ 1901 წელს საქართველოს რუსეთთან შეერთების ზეიმზე საქართველო რუსეთისგან მიიღებდა წყალობას: დამოუკიდებელ თვითმმართველობას, თბილისში უნივერსიტეტის დაარსებას, სასამართლოში ნაფიცმსჯულთა შემოღებას და ბევრ სხვა სიკეთეს, მაგრამ იმედი გაცრუვდა რამაც ის ძალიან აღაშფოთა. მან ჟურნალისტებს განუცხადა რომ, დროა რუსეთის ხელმწიფეს შევახსენოთ, რომ საქართველომ თავისი ნებით დარიალის კარები გაუღო რუსეთს და ამრიგად საშუალება მისცა მას - ახლო აღმოსავლეთში ფეხი მოეკიდნა. ამასთან საქართველოს სამაგიეროდ არაფერი მიუღია. იმედი გაუცრუვდა და დღეს გადაგვარების გზას ადგია. ამ განცხადებას მაშინ დიდი პოლიტიკური და მორალური მნიშვნელობა ჰქნდა.
1903 წელს კავკასიის მეფისნაცვალ გრიგოლ გოლიცინთან უთანხმოების გამო, დავით მელიქიშვილი თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლის თანანმდებობიდან გადადგა.
დავით მელიქიშვილის მეუღლე: რუსუდან დიმიტრის-ასულ სტაროსელსკი (1870-1958) იყო ამიერკავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს უფროსის გენერალ დიმიტრი სატაროსელსკის ქალიშვილი, დედა ეკატერინე გურამიშვილი იყო ოლღა გურამიშვილის და.
ქალიშვილი ეკატერინე (ინა) მელიქიშვილი-მაკინსკისა (1903-1990) იყო ალექსანდრე (შურა) მაკინსკის (1900-1988) მეუღლე. ალქსანდრე მაკინსკი იყო წარმოშობით ირანის ხანის შთამომავალი. მისი წინაპრები რუსეთის იმპერიის სამსახურში იყვნენ. ალექსანდრე მაკინსკის დედა პოლონელი იყო. საქართველოს გასაბჭოების მერე ემიგრაციაში წავიდნენ, ცხოვრობდნენ პარიზში. ალექსანდრე მაკინსკი კოკა-კოლას ექსპორტის წარმომადგენელი იყო ევროპაში. ის ამერიკის მოქალაქეც იყო და ამერიკის სადაზვერვო სამსახურში მსახურობდა. მეგობრობდა ამერიკის ყოფილ პრეზიდენტ ეიზენჰაუერთან.
60-იან წლებში მოსკოვში და ლენინგრადში რამდენჯერმე ჩამოვიდა. თბილისში მეუღლის ნათესავების მოსანახულებლად ჩამოდიოდა. ალექსანდრე მაკინსკი, საბჭოთა სპეცსამსახურებმა გაშიფრეს და როგორც ამერიკის დაზვერვის აგენტს საბჭოთა კავშირში ჩამოსვლა აეკრძალა. საბჭოთა პრესაში მისი სადაზვევრვო საქმიანობის მამხილებელი მასალები დაიბეჭდა სათაურით „იმპერიალიზმის ფარული ომი“.
ეკატერინე (ინა) მელიქიშვილი დედასთან და მეუღლე ალექსანდრე (შურა)-მაკინსკისთან ერთად დასაფლავებულები არიან პარიზში სენ-ჟენევიევ-დე-ბუას სასაფლაოზე.
ირაკლი კალანდია
- თავადი
-
რუსუდან სტაროსელსკი, ინა მელიქიშვილი, ალექსანდრე მაკინსკი -
ჭავჭავაძე ნიკოლოზ დიმიტრის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ნიკოლოზ დიმიტრის ძე
- გვარი
- ჭავჭავაძე
-
ნიკოლოზ დიმიტრის ძე ჭავჭავაძე (1830-1903) - იურისტი. სხვადასხვა წლებში მსახურობდა მაზრის მოსამართლედ, თბილისის ვიცე-გუბერნატორად (1865-1867 წწ.); 1867 წელს დანიშნეს თბილისის საოლქო სასამართლოს ...
ბარათაშვილი დავით ზაქარიას ძე
- სახელი, მამის სახელი:
- დავით ზაქარიას ძე
- გვარი
- ბარათაშვილი
- სხვა სახელი, გვარი
- დავით ზაალის ძე ბარათაშვილი
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1840 - 1901
-
ბარათაშვილი დავით ზაქარიას ძე (ზაალის ძე) (1842–1901). დაიბადა 1842 წ. 28 იანვარს. დედამისი ანასტასია იყო ასული გრიგოლ ჩოლოყაშვილისა. მამა ზაალი (ზაქარია) – ცნობილი მემამულე. განათლება მიიღო ...
ორბელიანი გუქა დიმიტრის ას.
- სახელი, მამის სახელი:
- გულქან დიმიტრის ას.
- გვარი
- ორბელიანი
- სხვა სახელი, გვარი
- გუქა ორბელიანი; გუქა ნათალიშვილი
-
გუქა დიმიტრის ასული ნათალიშვილი. დიმიტრი ორბელიანის ასული და აზნ. გორჯასპი ნათალიშვილის - ფარეშთუხუცესის გივი ნათალიშვლის ვაჟის - მეუღლე (პუპლიას მამიდა).
ალექსანდრე ჭავჭავაძე უჩვენებს: როცა ...
ყარაშვილი ივანე იოსების ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ივანე იოსების ძე
- გვარი
- ყარაშვილი
- სხვა სახელი, გვარი
- იოანე ყარაევი
-
ივანე იოსების ძე ყარაშვილი (ყარაევი). ექიმი. 1801 წლის 5 ნოემბერს ყარაევი წერს ასეთ თხოვნას: „განუცხადებ ამას მაღალმსვლელობასა თქვენსა, რომელ გარდაცვალებულის მეფის ერეკლესაგან წელიწადში ორმოცი თუმანი ...
ჯანდიერი ედიშერ ივანეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ედიშერ ივანეს ძე
- გვარი
- ჯანდიერი
-
ედიშერ ივანეს ძე ჯანდიერი - 1812 წლის აჯანყების მონაწილე. გადაასახლეს პერმს 1813 წლის 1 მარტს. 1815 წლის თებერვალში ხელს აწერს პერმში მყოფი ქართველების განცხადებას, რომლითაც ისინი ითხოვენ თანხას ...
მაჩაბელი ლუარსაბ გიორგის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ლუარსაბ გიორგის ძე
- გვარი
- მაჩაბელი
-
ლუარსაბ გიორგის ძე მაჩაბელი - იულონ ბატონიშვილის მომხრე. 1801 წლის 1 თებერვალს კნორინგი მოახსენებს იმპერატორს, რომ იულონი იცნეს მეფედო და ჩამოთვლის 16 კაცს, რომელთაც იულონის ერთგულებაზე დაიფიცეს. ამ ...
ციმაკურიძე სიმონ
- სახელი, მამის სახელი:
- სიმონ
- მამის სახელი
- უცნობია
- გვარი
- ციმაკურიძე
-
აზნაური სიმონ ციმაკურიძე - 1812 წლის აჯანყების მონაწილე. გადაასახლეს ტობოლსკში 1813 წლის მაისიდან. 1818 წელს მანიფესტის გამოცემისას მისი გვარი არ იყო შეტანილი არც განთავისუფლებულთა და არც ...
გედევანიშვილი ივანე გაბრიელის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ივანე გაბრიელის ძე
- გვარი
- გედევანიშვილი
- სხვა სახელი, გვარი
- იონა მროველი
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1737 - 1821
-
ივანე გაბრიელის ძე გედევანიშვილი (1737 – 1821). იონა მროველი, რუისის მიტროპოლიტი. კათალიკოსის სარდლის გაბრიელ გედევანიშვილის შვილი (ერისკაცობაში ივანე) – იონა დაიბადა 1737. ანტონ კათალიკოსმა ...
ჭავჭავაძე არჩილ გულბაათის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- არჩილ გულბაათის ძე
- გვარი
- ჭავჭავაძე
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1841 - 1902
-
ქართველ თავადთა წარმომადგენელი, სახელმოხვეჭილი გენერალი და სამხედრო მოღვაწე არჩილ გულბაათის-ძე ჭავჭავაძე დაიბადა 1841 წელს წინანდალში.
1862 წელს ტვერის დრაგუნთა პოლკში იწყებს
- ფოტო
-
გენერალი არჩილ ჭავჭავაძე
მამაცაშვილი კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე
- გვარი
- მამაცაშვილი
-
კონსტანტინე ქაიხოსროს (ქრისტეფორეს) ძე მამაცაშვილი (1818-1900) - გენერალ ლეიტენანტი, "ქშწ-კგ საზოგადოების" დამფუძნებელი წევრი, თანამშრომლობდა ქართულ პრესასთან (დროება, ივერია და სხვ.). ...
- ფოტო
-
გენერალი მამაცაშვილი კონსტანტინე
ანდრონიკაშვილი ივანე მალხაზის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ივანე მალხაზის ძე
- გვარი
- ანდრონიკაშვილი
- სხვა სახელი, გვარი
- ივანე მალხაზიჩად წოდებული
-
ივანე მალხაზის ძე ანდრონიკაშვილი (1798-1868) (სოლომონ II-ის დისშვილი) - კავალერიის გენერალი. მონაწილეობდა 1832 წლის შეთქმულებაში, მაგრამ ბრალი ვერ დაუმტკიცეს და სასჯელიც ასცდა.
ივანეს მამა - ...
- ფოტო
-
გენერალი ანდრონიკაშვილი ივან მალხაზიჩად წოდებული