50000+ სხვადასხვა გენეალოგიური მონაცემები, ბიოგრაფიები, ფოტო...

 

 A | B | C | D | E | F | G | H | I | J | K | L | M | N | O | P | R | S | T | U | V | W | Y | Z

А | Б | В | Г | Д | Е | Ж | З | ИК | Л | М | Н | О | П | Р | С | Т | У | Ф | Х | Ц | Ч | Ш | ЩЭ | Ю | Я

გურიის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა"

იმერეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა"

ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850წ. "ბარხატნაია კნიგა"

ქართველები I მსოფლიო ომში

ალექსანდრე ზაქარიას ძე
ჭავჭავაძე
1870 - 1930

ალექსანდრე ზაქარიას-ძე ჭავჭავაძე დაიბადა, 4 ივლისს 1870 წელს წინანდალში. 

 1896 წელს ალექსანდრე დაქორწინდა იმპერატრიცის ფრეილინაზე, მისი უმაღლესობის მეფის კარის  შტაბმეისტერის ქალიშვილზე მარია პავლეს-ასულ როძიენკოზე. მარია, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს  თავმჯდომარის როძიენკოს ძმის შვილი იყო. მარიასგან შეეძინა ვაჟები: პავლე, იური და ქალიშვილი მარინა. განქორწინების შემდეგ 1915 წ. მარია როძიენკო მეორედ გათხოვდა თავად ტრუბეცკიზე. რევოლუციის შემდგეგ მარია როძიენკო თავის შვილებთან ერთად ლონდონში წავიდა ემიგრაციაში.

 1905 წლიდან ალექსანდრე ზაქარიას ძე ჭავჭავაძე კავკასიის მეფისნაცვლის გრაფ ვორონცოვ-დაშკოვის ადიუტანტია.

 1914 წლის 23 აგვისტოს დაინიშნა ჩერქეზთა პოლკის მეთაურად (ველური დივიზია). მან სამხედრო განათლება მიიღო, თბილისის კადეტთა კორპუსში და პეტერბურგის პაჟთა კორპუსში. I მსოფლიო ომის დაწყებამდე იყო პოდპოლკოვნიკი. პირველი მსოფლიო ომის დროს იბრძოდა კარპატებში, მიიღო პოლკოვნიკის წოდება. დროებითი მთავრობის დროს გენერალ-მაიორი გახდა.

 საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში (1917-1921) მსახურობდა ქართულ არმიაში. გასაბჭოების შემდეგ გავიდა თადარიგში.

 ალექსანდრე ჭავჭავაძემ 1922 წ. იქორწინა მეორედ ოლგა გიორგის-ასულ სუხომლინზე და ცხოვრობდა თბილისში. 

 1930 წელს კონტრრევოლიციური მოღვაწეობის ბრალდებით დახვრიტეს.

 ალექსანდრე ჭავჭავაძის ოჯახი:

 ალექსანდრეს უფროსი ვაჟი პავლე ჭავჭავაძე (1899-1970) იყო მწერალი და პუბლიცისტი, ცხოვრობდა ამერიკაში. პავლე 1922 წელს ლონდონში დაქორწინდა რუსეთის მეფეთა დინასტიის რომანოვების შთამომავალზე ნინა გიორგის ასულ რომანოვაზე. ნინას ბაბუა, მიხეილი, კავკასიის მეფისნაცვალი იყო. მიხეილის სახელს უკავშირდება ბორჯომისა და ლიკანის განაშენიანება. მისი სახელი ერქვა აღმაშენებლის გამზირს – „მიხეილის პროსპექტი“ და თბილისის საავადმყოფოს – „მიხეილის საავადმყოფო“, „მიხაილოვს“ რომ ეძახიან.

 პავლე ჭავჭავაძეს ჰქონდა თარგმნილი ინგლისურ ენაზე სვეტლანა ალილუევას წიგნი „მხოლოდ ერთი წელიწადი“. მისი რომანი „საოჯახო ალბომი“ ავტობიოგრაფიული ხასიათისაა და ეხება მის ცხოვრებასპიანისტი იური ჭავჭავაძე წინანდალში. 1952 წელს გამოქვეყნდა მისი რომანი „მთები ალაშისა“, სადაც აღწერილია ლეკების მიერ დავით ჭავჭავაძის ოჯახის წევრების გატაცება. 

 1955 წელს გამოქვეყნებულ რომანში – „მამა ვიკენტი“, მოგვითხრობს რუს მღვდელსა და მის ნიუიორკელ მრევლზე. 1966 წელს გამოიცა მისი წიგნი – „რამეთ იდგა შავბნელი ღამე“.  ამ რომანის ერთი ნაწილი, რომელიც ნიკოლოზ მეორის ოჯახის დახვრეტის შესახებ მოგვითხრობს, დაიბეჭდა ჟურნალ „ჩვენს მწერლობაში“.  უნდა აღინიშნოს, რომ პავლე ჭავჭავაძის წიგნები სამწუხაროდ არცერთი ქართულად ნათარგმნი არ არის.

 ალექსანდრე ჭავჭავაძის უმცროსი ვაჟი იური (გიორგი) ცნობილი პიანისტი იყო და ცხოვრობდა საფრანგეთში.

 ქალიშვილი მარინა (მიმი) ლონდონში ცხოვრობდა, წერდა წიგნებს.

 ალექსანდრე ჭავჭავაძის შვილიშვილი, პავლე ჭავჭავაძის ვაჟი დავითი იყო მწერალი პუბლიცისტი და  ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ოფიცერი. კითხულობდა ლექციებს ამერიკის უნივერსიტეტებში (გარდაიცვალა 2014 წელს).

 დავითის ქალიშვილი მარიამ (მარუსა) ჭავჭავაძე ამერიკაში დაარსებული „საქართველოს მეგობართა“ ფონდის აღმასრულებელი დირექტორია.

ირაკლი კალანდია

მიმი ჭავჭავაძე

თავადი
მარია როდზიენკო-ჭავჭავაძე
მარია როდზიენკო-ჭავჭავაძე



კობიაშვილი ზაალ

სახელი, მამის სახელი:
ზაალ
მამის სახელი
უცნობია
გვარი
კობიაშვილი

ზაალ კობიაშვილი - მთიულეთის მოურავი. ფარნაოზ ბატონიშვილის ამალიდან. 1804 წელს 29 ოქტომბერს დააპატიმრეს ფარნაოზ ბატონიშვილთან ერთად. ციციანოვის ბრძანებით დაპატიმრებული ზაალი არავითარ შემთხვევაში არ ...


ჯავახიშვილი ესტატე თეიმურაზის ძე

სახელი, მამის სახელი:
ესტატე თეიმურაზის ძე
გვარი
ჯავახიშვილი
დაბ.-გარდ. თარიღები
1772 - 1833

ესტატე თეიმურაზის ძე ჯავახიშვილი (1772 – 1833 წ. შემდეგ). 1832 წ. შეთქმულების საგამოძიებლო მასალებში ნათქვამია, რომ ესტატე ჯავახიშვილი 1832 წ. არის 60 წლისა, ე.ი. დაბადებულა 1772 ...

ფოტო
თავად ჯავახიშვილების გერბი
თავად ჯავახიშვილების გერბი

ბაგრატიონ-გრუზინსკაია გაიანე გიორგის ას.

სახელი, მამის სახელი:
გაიანე გიორგის ას.
გვარი
ბაგრატიონი

გაიანე ბატონიშვილი, გიორგი XII-ის და მისი I მეუღლის ქეთევან ანდრონიკაშვილის ასული. ეპიტაფიის მიხედვით გარდაიცვალა 1820 წ. 22 ივლისს 35 წლისა. მაშასადამე დაბადებულა 1785 წელს. ეს კი სწორი არ ...


წინამძღვრიშვილი პარმენ დომენტის ძე

სახელი, მამის სახელი:
პარმენ დომენტის ძე
გვარი
წინამძღვრიშვილი

პარმენ დომენტის ძე წინამძღვრიშვილი (1784 - 1846) - დეკანოზი, უფროსი ძმა დეკანოზ პანტელეიმონისა. ძმაზე უფროსი იყო 20 წლით.

 მარიამ დედოფალმა პარმენი დაიბარა მოსკოვს 1813 წელს. იქვე შერთო ცოლი ...


იური ჩიქოვანი

სახელი, მამის სახელი:
იური კონსტანტინეს ძე
გვარი
ჩიქოვანი
დაბ.-გარდ. თარიღები
1937-2018

იური კონსტანტინეს ძე ჩიქოვანი (1937-2018) - პროფესიით ფილოლოგი, ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ჭადრაკში. წლების განმავლობაში მუშაობდა ილია ჭავჭავაძის ...


შალიკაშვილი დიმიტრი იოსების ძე

სახელი, მამის სახელი:
დიმიტრი იოსების ძე
გვარი
შალიკაშვილი
დაბ.-გარდ. თარიღები
16.02.1896 - 8.03.1978

დიმიტრი იოსების ძე შალიკაშვილი - ოკუპაციის შემდეგ წავიდა თურქეთში, მსახურობდა თურქულ არმიაში. შემდეგ გადავიდა პოლონეთში. პოლონეთის არმიის მრჩეველი. პოლონეთის ოკუპაციის შემდეგ ფაშისტების მიერ, ...

ფოტო
დიმიტრი შალიკაშვილი
დიმიტრი შალიკაშვილი

სიდამონ-ერისთავი ზაქარია შიოს ძე

სახელი, მამის სახელი:
ზაქარია შიოს ძე
გვარი
სიდამონ-ერისთავი
სხვა სახელი, გვარი
სიდამონიძე ზაქარია; ლალიხანაშვილი ზაქარია

სიდამონიძე ზაქარია შიოს ძე (1763 – 1833). სწავლობდა თელავში. იცოდა ქართული, სომხური, თათრული და რუსული ენები. ერეკლე II - ის დროს ასრულებდა მდივნის მოვალეობას. 1796 წელს კათალიკოსმა აკურთხა თბილისის ...


ჯანდიერი ედიშერ ივანეს ძე

სახელი, მამის სახელი:
ედიშერ ივანეს ძე
გვარი
ჯანდიერი

ედიშერ ივანეს ძე ჯანდიერი - 1812 წლის აჯანყების მონაწილე. გადაასახლეს პერმს 1813 წლის 1 მარტს. 1815 წლის თებერვალში ხელს აწერს პერმში მყოფი ქართველების განცხადებას, რომლითაც ისინი ითხოვენ თანხას ...


ნაკაშიძე მიხეილ ალექსანდრეს ძე

სახელი, მამის სახელი:
მიხეილ ალექსანდრეს ძე
გვარი
ნაკაშიძე

ძმა გენერალი ივანე ალექსანდრეს ძე ნაკაშიძის. გუბერნატორი მიხეილ ნაკაშიძე, მსხვერპლი დაშნაკცუთუნის პარტიის წარმომადგენლების ტერორისტული აქტის.

ფოტო
ბაქოს გუბერნატორი ნაკაშიძე
ბაქოს გუბერნატორი ნაკაშიძე

ჟურული გიორგი დურმიშხანის ძე

სახელი, მამის სახელი:
გიორგი დურმიშხანის ძე
გვარი
ჟურული

გიორგი დურმიშხანის ძე ჟურული (1865-1951) - პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრი (ფინანსთა მინისტრი). გ. ჟურული ავტორია მეტად საინტერესო მოგონებების ილია ჭავჭავაძეზე. ...


ვაჩნაძე ადამ

სახელი, მამის სახელი:
ადამ
გვარი
ვაჩნაძე

ადამ ვაჩნაძე (ბებუროს შტო) - ახლდა ალექსანდრე ბატონიშვილს თავრიზს 1799 წელს. 1801-1804 წლებში საქართვველოს გარეთაა.

 29.06.1804 ყაზახის აღალარ ნაგი-ბეგთან ერთად თავს დაესხა ბორჩალოს მემამულე ...


ჭილაშვილი გაბრიელ (გლახა) ბაბანას ძე

სახელი, მამის სახელი:
გაბრიელ ბაბანას ძე
გვარი
ჭილაშვილი

გაბრიელ (გლახა) ბაბანას ძე ჭილაშვილი (ჭილაძე, წყაროებში ხანდახან გვხვდება როგორც ბაბანაშვილი) (1762-1818) - ვახტანგ (ალმასხან) ბატონიშვილის ამილახორი; მიუხედავად იმისა, რომ აზნაური იყო, შეძლებით და ...


ბოლო ცვლილებები აზნაურთა გვარებში

იმერლიშვილი

აზნაური იმერლიშვილი. მხოლოდ ერთ ოჯახს ჰქონდა პრეტენზია აზნაურობაზე მე19 საუკუნეში. ცხოვრობდნენ ...



ნაგლაძე

აზნაური ნაგლაძე იგივე ნამგალაძე. ცხოვრობდნენ ქართლში


ვაჩინაძე

 აზნაური ვაჩინაძე. იხსენიებიან სამეგრელოში. გვარი ძალიან გავს კახურ თავადურ გვარს ვაჩნაძეს.


ქართველიშვილი

აზნაური ქართველიშვილი. სამეგრელო და ქართლში. ქართლში ზოგს მოქალაქის წოდება ჰქონდა, ზოგი აზნაური ...


გუგუშვილი

აზნაური გუგუშვილი. ცხოვრობდნენ სამეგრელოში. ერთერთი ვერსიით არიან გადმოსახლებულები გურიიდან, მეორე ...


არდიშვილი

აზნაური არდიშვილი. გურია-იმერეთი. ქუთაისში გენერალ გაგარინთან ერთად დადეშქელიანმა მოკლა ერთერთი ...


ზურაბიშვილი

აზნაური ზურაბიშვილები, წარმოშვებით კახეთიდან. ამ ზურაბიშვილების წარმოშვება საკმაოდ გაურკვეველია, ...


ვარდოსანიძე

აზნაური ვარდოსანიძე. ნაწილი ვარდოსანიძეების იყო აზნაური, ნაწილი არა. ძირითადად ცხოვრობდნენ იმერეთში.



გოშუა

 აზნაური გოშუა. სამეგრელო.

აზნაური ალექსი გოშუა

აზნაური ალექსი გოშუა სოფ. კორცხელიდან (?)


ღოღობერიძე

აზნაური ღოღაბერიძე იგივე ღოღობერიძე; ღოღობერიძეები იყვნენ მე-19 საუკუნის დასაწყისში თავადებიც, ...


აზნაურული გვარების ანბანური ჩამონათვალი სრულიად