მაღალაშვილი ლევან ლუარსაბის ძე
- ლევან ლუარსაბის ძე
- მაღალაშვილი
-
ლევან ლუარსაბის ძე მაღალაშვილი (1879-1926) - გენერალ-ლეიტენანტი. სწავლობდა ნიკოლაევსკის კავალეროსანთა სკოლაში, შემდეგ პაჟთა კორპუსი. ხორუნჟი თერგის კაზაკთა რაზმის, მონაწილეობდა 1900-1901 წწ. ჩინეთზე ლაშქრობაში. რუსეთ-იაპონიის, პირველი მსოფლიო ომის მონაწილე.
1921 წელს გენერალ-ლეიტენანტი ლევან მაღალაშვილი იყო მეთაური თათართა (აზერბაიჯანელების) დივიზიის (ხალხში ცნობილია როგორც "ველური დივიზია"), რომელიც შამქორში აწარმოებდა სისხლისმღვრელ ბრძოლებს ბოლშევიკების წინააღმდეგ. საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ლევან მაღალაშვილი იძულებული გახდა დაეტოვებინა საქართველო და წასულიყო ემიგრაციაში. ყავდა მეუღლე სოფიო ბარათაშვილი და შვილი ნიკოლოზი.
- თავადი (ქართლი)
-
გენერალი ლევან მაღალოვი (მაღალაშვილი) -
ჭილაშვილი ბორის გაბრიელის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ბორის (ბაბანა, ბეჟან) გაბრიელის ძე
- გვარი
- ჭილაშვილი
- სხვა სახელი, გვარი
- ბორის ჭილაევი; ბორის ჩილაევი
-
ბორის (ბაბანა) გაბრიელის (გლახას) ძე ჭილაშვილი (1798-1850). კავკასიის ომების მონაწილე, 1839 წელს თბილისის პოლიცმაისტერი. გარდაცვალებისას იყო ჭარ-ბელაქანის სამხედრო ოლქის და ლეკეთის საკორდონო ხაზის ...
გედევანიშვილი ივანე გაბრიელის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ივანე გაბრიელის ძე
- გვარი
- გედევანიშვილი
- სხვა სახელი, გვარი
- იონა მროველი
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1737 - 1821
-
ივანე გაბრიელის ძე გედევანიშვილი (1737 – 1821). იონა მროველი, რუისის მიტროპოლიტი. კათალიკოსის სარდლის გაბრიელ გედევანიშვილის შვილი (ერისკაცობაში ივანე) – იონა დაიბადა 1737. ანტონ კათალიკოსმა ...
ტარსაიძე ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე
- გვარი
- ტარსაიძე
-
ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე ტარსაიძე (1855-1917) - იურისტი, თეატრალური მოღვაწე (ერთხანს იყო "ქართული დრამატული საზოგადოების" თავჯდომარის მოადგილე).
დამთავრებული ჰქონდა ხარკოვის უნივერსიტეტის ...
ბარათაშვილი დავით ზაქარიას ძე
- სახელი, მამის სახელი:
- დავით ზაქარიას ძე
- გვარი
- ბარათაშვილი
- სხვა სახელი, გვარი
- დავით ზაალის ძე ბარათაშვილი
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1840 - 1901
-
ბარათაშვილი დავით ზაქარიას ძე (ზაალის ძე) (1842–1901). დაიბადა 1842 წ. 28 იანვარს. დედამისი ანასტასია იყო ასული გრიგოლ ჩოლოყაშვილისა. მამა ზაალი (ზაქარია) – ცნობილი მემამულე. განათლება მიიღო ...
ჭავჭავაძე გულბაათ ივანეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- გულბაათ ივანეს ძე
- გვარი
- ჭავჭავაძე
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1796 - 1863
-
ლეგენდარული თამადა გულბაათ ჭავჭავაძე დაიბადა წინანდალში 1796 წელს. ის 16 წლის ასაკში დაობლდა, პატრონობდა თავის უმცროს და-ძმებს. შრომობდა თავის მამულებში, აშენებდა ბაღებ-ბოსტნებს, მოჰყავდა ...
- ფოტო
-
გულბაათ ჭავჭავაძე კახელ თავადებს შორის
ჭავჭავაძე ნიკოლოზ მელქისედეკის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ნიკოლოზ მელქისედეკის ძე
- გვარი
- ჭავჭავაძე
-
ნიკოლოზ მელქისედეკის (მიხეილის) ძე ჭავჭავაძე (1866 - 23.05.1920), ცნობილია სახელით «პატარა ნიკო».
დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი და ნიკოლაევის საკავალერიო სასწავლებელი; კორნეტი. ...
ბაგრატიონ-გრუზინსკი ირაკლი ალექსანდრეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ირაკლი ალექსანდრეს ძე
- გვარი
- ბაგრატიონ-გრუზინსკი
- სხვა სახელი, გვარი
- Irakli, son of Alexander Bagrationi
-
ირაკლი (ერეკლე) ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-გრუზინსკი (ირაკლი ბატონიშვილი) (1827-1882). ალექსანდრე ერეკლე II-ის ძე ბატონიშვილის ერთადერთი ვაჟი. დაიბადა სპარსეთში. ერთხანს ერევანში იზრდებოდა დედასთან - ...
- ფოტო
-
ირაკლი გრუზინსკი
ყიფიანი ლევან დავითის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ლევან დავითის ძე
- გვარი
- ყიფიანი
-
ლევან დავითის ძე ყიფიანი (1863-1936) - მწერალი, პუბლიცისტი (დიმიტრი ყიფიანის ძმის ქაიხოსროს შვილიშვილი). სწავლობდა თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში. შემდეგ პეტერბურგის უნივერსიტეტში იურდიულ ფაკულტეტზე, ...
ციმაკურიძე სიმონ
- სახელი, მამის სახელი:
- სიმონ
- მამის სახელი
- უცნობია
- გვარი
- ციმაკურიძე
-
აზნაური სიმონ ციმაკურიძე - 1812 წლის აჯანყების მონაწილე. გადაასახლეს ტობოლსკში 1813 წლის მაისიდან. 1818 წელს მანიფესტის გამოცემისას მისი გვარი არ იყო შეტანილი არც განთავისუფლებულთა და არც ...
ციციშვილი ზაქარია დავითის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ზაქარია დავითის ძე
- გვარი
- ციციშვილი
-
ზაქარია დავითის ძე ციციშვილი (1805 - ?) - 1832 წლის შეთქმულების საგამომძიებლო კომისიას უჩვენა, რომ ის 27 წლისაა. პუპლია ორბელიანის ჩვენებით, როცა შეთქმულებმა თითოეულ თავადს შეაწერეს გარკვეული ...
ორბელიანი ალექსანდრე ვახტანგის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ალექსანდრე ვახტანგის ძე
- გვარი
- ორბელიანი
-
ალექსანდრე ვახტანგის ძე ორბელიანი (1802-28.12.1869) "პუპლია" - მწერალი, ისტორიკოსი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ერეკლე II-ის შვილიშვილი (თეკლა ბატონიშვილის უფროსი ვაჟი), 1832 წლის ...