პოლტორაცკი ივანე ეგნატეს ძე
- ივანე ეგნატეს ძე
- პოლტორაცკი
-
ივანე ეგნატეს ძე პოლტორაცკი (პოლტარაცკი) (1836-1892) - უკრაინული წარმოშვების ქართველი საზოგადო მოღვაწე (დედით ზედგინიძე). "ქშწ-კგ საზოგადოების" დამფუძნებელი წევრი; დამთავრებული ჰქონდა თბილისის გიმნაზია. მსახურობდა თბილისშივე: მომრიგებელ მოსამართლედ, ვექილად, ბოლოს კი - ნოტარიუსად. მონაწილეობდა ილია ჭავჭავაძის "საქართველოს მოამბის" დაარსებაში. საერთოდ, გიმნაზიიდანვე ახლო ურთიერთობა აკავშირებდა ილიასთან, რომელმაც ი. პოლტორაცკის და ილია წინამძღვრიშვილს უძღვნა "აჩრდილი". ილია იყო ნათლია ი. პოლტორაცკის ვაჟის - ილიასი.
ივანე პოლტორაცკის რუსულ ენაზე ნათარგმნი აქვს ილია ჭავჭავაძის "კაცია ადამიანი?!", "ოთარაანთ ქვრივი", "გლახის ნაამბობი", შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი".
ივანე პოლტორაცკი გარდაიცვალა 1892 წლის 11 სექტემბერს, დაკრძალულია სოფელ ოქროყანაში.
ი. პოლტორაცკის ქალიშვილი ნინო (1869-1931) იყო მეუღლე ექვთიმე თაყაიშვილისა. ნინო პოლტორაცკაია გარდაიცვალა ლევილში (საფრანგეთი), იქვე იყო დაკრძალული, 1987 წელს კი მისი ნეშტი გადმოასვენეს თბილისში და დაკრძალეს დიდუბის პანთეონში.
საშვილიშვილო მოკავშირე დიმიტრი ყიფიანი. თბილისი 2007
- აზნაური - (წარმოშვებით უკრაინიდან)
-
მამაცაშვილი კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე
- გვარი
- მამაცაშვილი
-
კონსტანტინე ქაიხოსროს (ქრისტეფორეს) ძე მამაცაშვილი (1818-1900) - გენერალ ლეიტენანტი, "ქშწ-კგ საზოგადოების" დამფუძნებელი წევრი, თანამშრომლობდა ქართულ პრესასთან (დროება, ივერია და სხვ.). ...
- ფოტო
-
გენერალი მამაცაშვილი კონსტანტინე
ჯავახიშვილი ესტატე თეიმურაზის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ესტატე თეიმურაზის ძე
- გვარი
- ჯავახიშვილი
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1772 - 1833
-
ესტატე თეიმურაზის ძე ჯავახიშვილი (1772 – 1833 წ. შემდეგ). 1832 წ. შეთქმულების საგამოძიებლო მასალებში ნათქვამია, რომ ესტატე ჯავახიშვილი 1832 წ. არის 60 წლისა, ე.ი. დაბადებულა 1772 ...
- ფოტო
-
თავად ჯავახიშვილების გერბი
ყიფიანი ლუარსაბ ქაიხოსროს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ლუარსაბ ქაიხოსროს ძე
- გვარი
- ყიფიანი
-
ლუარსაბ ქაიხოსროს ძე ყიფიანი (1852 - ? ) - ქვიშხეთელი აზნაური, დიმიტრი ყიფიანის ძმისშვილი. "დროების" ერთ-ერთ პუბლიკაციაში ლუარსაბი ასეა დახასიათებული "ერთი ყიფიანია, ლუარსაბ, რომელიც ძველებურ დროში ...
გურიელი-წერეთელი პელაგია ქაიხოსროს ას.
- სახელი, მამის სახელი:
- პელაგია ქაიხოსროს ას.
- გვარი
- გურიელი
-
პელაგია ქაიხოსროს ას. გურიელი-წერეთლისა (? - 1883) - ფრეილინა, გიორგი V გურიელის შვილიშვილი, ნესტორ დიმიტრის ძე წერეთლის მეუღლე. მწიგნობრული ინტერესების მქონე მანდილოსანი. მას მზითვში მოჰყოლია ...
ანდრონიკაშვილი ივანე მალხაზის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ივანე მალხაზის ძე
- გვარი
- ანდრონიკაშვილი
- სხვა სახელი, გვარი
- ივანე მალხაზიჩად წოდებული
-
ივანე მალხაზის ძე ანდრონიკაშვილი (1798-1868) (სოლომონ II-ის დისშვილი) - კავალერიის გენერალი. მონაწილეობდა 1832 წლის შეთქმულებაში, მაგრამ ბრალი ვერ დაუმტკიცეს და სასჯელიც ასცდა.
ივანეს მამა - ...
- ფოტო
-
გენერალი ანდრონიკაშვილი ივან მალხაზიჩად წოდებული
მაჭავარიანი სპირიდონ სიმონის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- სპირიდონ სიმონის ძე
- გვარი
- მაჭავარიანი
-
სპირიდონ სიმონის ძე მაჭავარიანი (1807 - 1892). გენერალ-მაიორი, "ქშწ-კგ საზოგადოების" დამფუძნებელი წევრი. დამთავრებული ქონდა გორის სასულიერო სასწავლებელი. ვარინკა წერეთლის მამა.
ვარინკა წერეთელი ...
ბაგრატიონი იოანე გიორგის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- იოანე გიორგის ძე
- გვარი
- ბაგრატიონი
- სხვა სახელი, გვარი
- იოანე ბატონიშვილი
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1768 - 1830
-
იოანე ბატონიშვილი (1768 – 1830). გიორგი XII-ის შვილი. დაიბადა 1768 წლის 16 მაისს. 1768 წლის 13 დეკემბრის სიგელში ის უკვე იხსენიება.
1787 წ. 1 ივლისს ჯვარი დაიწერეს იოანემ და ქეთევანმა, იოანე ...
- ფოტო
-
იოანე ბატონიშვილი
დადიანი გრიგოლ ლევანის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- გრიგოლ ლევანის ძე
- გვარი
- დადიანი
-
გრიგოლ ლევანის ძე დადიანი (კოლხიდელი) (1814-1901), სამეგრელოს მთავრის ლევან მეხუთის შვილი. სამხედრო და საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი, გენერალ-ადიუტანტი და ინფანტერიის გენერალი. რუსეთ-თურქეთის და ...
- ფოტო
-
პოეტი კოლხიდელი
ჭილაშვილი გაბრიელ (გლახა) ბაბანას ძე
- სახელი, მამის სახელი:
- გაბრიელ ბაბანას ძე
- გვარი
- ჭილაშვილი
-
გაბრიელ (გლახა) ბაბანას ძე ჭილაშვილი (ჭილაძე, წყაროებში ხანდახან გვხვდება როგორც ბაბანაშვილი) (1762-1818) - ვახტანგ (ალმასხან) ბატონიშვილის ამილახორი; მიუხედავად იმისა, რომ აზნაური იყო, შეძლებით და ...