ჭავჭავაძე ზაქარია გულბაათის ძე
- ზაქარია გულბაათის ძე
- ჭავჭავაძე
-
მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის ქართველ მხედართმთავართა შორის ერთ-ერთი თვალსაჩინო ადგილი უჭირავს ზაქარია გულბაათის ძე ჭავჭავაძეს. დაიბადა 1825 წლის 25 ოქტომბერს ჭავჭავაძეების საგვარეულო მამულში წინანდალში. 17 წლის ჭაბუკი ნიჟნი-ნოვგოროდის დრაგუნთა პოლკის მოხალისეა. ამ პოლკიდან იწყება მისი ზრდა და ტრიუმფალური მხედრული აღზევება.
ზ. ჭავჭავაძის მხედრულ-მეომრული ღვაწლი ორგანულად არის დაკავშირებული ყირიმის, კავკასიის, რუსეთ-თურქეთის ომებთან. 1871 წელს მას გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა. ის უკვე კავკასიის კავალერიის დევიზიის ბრიგადის მეთაურია.
ზაქარიასთვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელი გახდა შეტაკება სულთან-ქაირ ბეგის რაზმთან. მართალია ქაირ-ბეგი დაიღუპა და მისი რაზმი განადგურდა, მაგრამ ზაქარია შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს. მოწინააღმდეგის მიერ მოქნეული ხმალი მას მხარზე მოხვდა, სადაც რკინის ეპილოტებმა შეაჩერა და მცირედ დაიჭრა; ამავე ბრძოლაში იგი ტყვიით დაიჭრა ყელში და ბოლოს კი მორიგმა ტყვიამ მარჯვენა ხელის მტევაანი დაუმსხვრია. მტრის გარემოცვაში მოხვედრილი დაღუპვისგან ახალგაზრდა მეომარმა და მეგობარმა ივანე ამილახვარმა იხსნა. ისიც ამ ბრძოლაში დაჭრეს. ეს უკანასკნელი იხსენებს, რომ ზაქარია ჭავჭავაძე შეიჭრა მოწინააღმდეგის განლაგებაში. „ვხედავდი თუ როგორ იბრძოდა ალყაშემორტყმული და მის თავზემოთ ათასობით ხმალი ბრწყინავდა“.
მძიმედ დაჭრილი ქართველი ოფიცერი ადგილობრივმა მკურნალმა უსტრახანმა მოარჩინა და სულ მალე იგი საბრძოლველად გაემართა.
ზ. ჭავჭავაძემ განსაკუთრებით ქიურურ-დარას ბრძოლებში ისახელა თავი, რომელიც 1854 წ. 24 ივლისს გაჩაღდა ყარიალის მთების სამხრეთ-დასავლეთ ფერდობებზე. კორპუსის მეთაური ბებუთოვი 18000 მეომრით 60000 ოსმალოს წინააღმდეგ იბრძოდა. როცა დივიზიონის მეთაური დაიჭრა, ამ შენაერთის მეთაურობა ზაქარიამ იკისრა.
სამჯერ მოუკლეს მას ცხენი, ხოლო შემდეგ თვით ზაქარიაც დაჭრეს, მაგრამ ბრძოლის ველი მას არ დაუტოვებია.
ბრძოლის ერთ მონაკვეთზე ზაქარიას შენაერთი იძულებული იყო დროებით, უკან დაეხია. ნეიტრალურ ზონაში მათ ქვემეხები დარჩათ. თურქი ოფიცერი ხმალამოღებული მიუძღოდა მებძოლებს რათა ქვემეხები გაეტაცათ. „ბატონებო იხსენით ქვემეხები“ - გაისმა ზ. ჭავჭავაძის მქუხარე ხმა და მებრძოლები თურქებს ეკვეთნენ. - ზაქარიას წინამძღოლობით. თურქები დიდი დანაკლისით უკუიქცნენ. ამ ბრძოლაში მტერმა 7000 მებრძოლი და 15 ქვემეხი დაკარგა. ეს იყო მოულოდნელი დაუგეგმავი ბრძოლა, რომლის დროსაც მთავარი როლი ზ. ჭავჭავაძის მეთაურობით მე-7 ესკადრონმა შეასრულა.
ყარსის უძნელესი იერიშის დროს იგი წმინდა გიორგის მესამე კლასის ორდენით დაჯილდოვდა, ამ ორდენის სამგზის კავალერი გახდა. ყარსის ფეზი-ფაშას ციხე-სიმგრეს სახელი გადაერქვა და „თავადი ჭავჭავაძე“ ეწოდა.
რუსეთ-თურქეთის 1877-1878 წლების ომში ზ. ჭავჭავაძე უკვე კავკასიის მსხვილ საკავალერიო ნაწილებს და საჯარისო დაჯგუფებას მეთაურობს... გავიხსენოთ, თუნდაც, მის მიერ მიღწეული ორი ისეთი დიდი გამარჯვება, როგორიც იყო 1877 წლის მაისში ბემლიახმეტთან თურქთა დიდძალი კავალერიის განადგურება და იმავე წლის 3 ივნისს ყარსის მახლობლად განხორციელებული არავარტანის უსასტიკესი შეტაკება. ამ სისხლიან ბრძოლაში გამარჯვების მიღწევისა და შეუპოვრობის გამოჩენისათვის ზაქარია ჭავჭავაძეს გენერალ-ლეიტენანტის წოდება მიენიჭა.
ზ. ჭავჭავაძის პიროვნებაში, მის მხედართმთავრულ თვისებებში ჰარმონიულად იყო შერწყმული სწრაფი, ნათელი აზროვნებისა და გაბედული, ელვისებური მოქმედების უნარი.
რუსეთ-თურქეთის ომის დამთავრების შემდეგ, გენერალ-ლეიტენანტი ზ. ჭავჭავაძე ჯერ კავკასიის დივიზიას მეთაურობდა, მერე კავკასიის არმიის პირველ კორპუსს.
დადგა დრო გმირი გენერლის თადარიგში გასვლისა. ეს დღე მარად დაუვიწყარ დღედ დარჩა მისი მხედრული ცხოვრების ისტორიაში. ამ დღეს ჯარების სარდალმა გენერალ-ადიუტანტმა ს. შერემეტიევმა ასეთი სიტყვებით მიმართა ზ. ჭავჭავაძეს: „ თქვენო ბრწყინვალებავ, თავადო ზაქარია გულბაათის ძევ! კავკასიის არმიის ჯარებმა, რომლის წმინდა დროშებზე კავკასიის წარსულია გამოხატული, თქვენი სახელი თავისი ისტორიის ფურცლებზე ჩაწერა, როგორც უკვდავი სიმამაცის და კავკასიის ბრძოლების ბრწყინვალე გამარჯვების განსახიერება.“ მრავალი მისალმების მერე მას ბუხარის ემირ აბდულ ხანის სახელით გადასცეს ფირმანი და „ამომავალი მზის“ ორდენი ბრილიანტებით.
ჟურნალი „კვალი“ ამ დღესთან დაკავშირებით წერდა: „დღეს, როცა ასეთ ძველებურ ვაჟკაცს კიდევ ვხედავთ საქართველოში, მომავლის იმედით გული გვევსება, რადგან ამისთანა გმირები, თითქოს გზად და ხიდად არიან მოვლენილნი საქართველოს წარსულსა და მომავალს შორის.“
1905 წლის 22 ოქტომბერს 80 წლის ასაკში გარდაიცვალა გამოჩენილი მხედართმთავარი, „კავკასიის არმიის რაინდი“, გენერალ-ადიუტანტი ზაქარია ჭავჭავაძე. ის იყო ერთადერთი გენერალი, რუსეთის იმპერიაში, რომელსაც პროპორჩიკობიდან გენერლობამდე ყველა ჩინი ემატებოდა საბრძოლო მოქმედებებში თავის გამოჩენისთვის.
გაზეთი „კავკაზი“ მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით წერდა: „აღარ გვყავს ომის უკანასკნელი რაინდი, იგი უკანასკნელი მოჰიკანია კავკასიის მეომართა სახელოვანი ოჯახიდან, უკანასკნელი წარმომადგენელი იმ ბრწყინვალე სამხედრო ბელადებიდან, რომლებიც ოდესღაც ჩვენ ივერიამ მოგვცა.“
ზაქარია გულბაათის ძე ჭავჭავაძე თბილისში სამხედრო ტაძარში დაასვენეს. დაკრძალულია წინანდალში, საგვარეულო სასაფლაოზე.
ირაკლი კალანდია - თავადი (კახეთი)
- ზაქარია ჭავჭავაძის გენეალოგია
-
შვილი-დავით ზაქარიას ძე ჭავჭავაძე -
ჭავჭავაძე მაქსიმილიანე ზაქარიას ძე
- სახელი, მამის სახელი:
- მაქსიმილიანე ზაქარიას ძე
- გვარი
- ჭავჭავაძე
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1876 - 1933
-
მაქსიმილიანე ზაქარიას ძე ჭავჭავაძე - თბილისის სათავად-აზნაურო საკრებულოს წევრი თელავის მაზრიდან, კამერ-იუნკერი. მან წარმატებით დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და დაქორწინდა ...
გელოვანი კონსტანტინე ლევანის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- კონსტანტინე ლევანის ძე
- გვარი
- გელოვანი
- ფოტო
-
გენერალი გელოვანი კონსტანტინე (კოწია)
არღუთინსკი-დოლგორუკი მოსე ზაქარიას ძე
- სახელი, მამის სახელი:
- მოსე ზაქარიას ძე
- გვარი
- არღუთინსკი
- სხვა სახელი, გვარი
- მოსე არღუთაშვილი; მოსე მხარგრძელი
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1797 - 1855
-
მოსე ზაქარიას ძე არღუთინსკი–დოლგორუკოვი (1797–1855). რუსეთის მეფის ერთგული გენერალი, ქართველ თავადთაგანი. პირველდაწყებითი სწავლა მიიღო თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში, საიდანაც 19 წლისა, ...
ამილახვარი მალხაზ თეიმურაზის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- მალხაზ თეიმურაზის ძე
- გვარი
- ამილახვარი
-
მალხაზ თეიმურაზის (ვლადიმერის) ძე ამილახვარი (20.07.1940 – 20.01.1992) – „რესპუბლიკის სპორტულმა საზოგადოებამ მძიმე დანაკლისი განიცადა, 52 წლისა გარდაიცვალა ჩინებული სპეციალისტი მალხაზ ამილახვარი, ...
- ფოტო
-
თეიმურაზ (ზაზა) ამილახვარი
ჭავჭავაძე ნიკოლოზ მელქისედეკის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ნიკოლოზ მელქისედეკის ძე
- გვარი
- ჭავჭავაძე
-
ნიკოლოზ მელქისედეკის (მიხეილის) ძე ჭავჭავაძე (1866 - 23.05.1920), ცნობილია სახელით «პატარა ნიკო».
დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი და ნიკოლაევის საკავალერიო სასწავლებელი; კორნეტი. ...
ბაგრატიონი იოანე გიორგის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- იოანე გიორგის ძე
- გვარი
- ბაგრატიონი
- სხვა სახელი, გვარი
- იოანე ბატონიშვილი
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1768 - 1830
-
იოანე ბატონიშვილი (1768 – 1830). გიორგი XII-ის შვილი. დაიბადა 1768 წლის 16 მაისს. 1768 წლის 13 დეკემბრის სიგელში ის უკვე იხსენიება.
1787 წ. 1 ივლისს ჯვარი დაიწერეს იოანემ და ქეთევანმა, იოანე ...
- ფოტო
-
იოანე ბატონიშვილი
ბაგრატიონ-გრუზინსკი ირაკლი ალექსანდრეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ირაკლი ალექსანდრეს ძე
- გვარი
- ბაგრატიონ-გრუზინსკი
- სხვა სახელი, გვარი
- Irakli, son of Alexander Bagrationi
-
ირაკლი (ერეკლე) ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-გრუზინსკი (ირაკლი ბატონიშვილი) (1827-1882). ალექსანდრე ერეკლე II-ის ძე ბატონიშვილის ერთადერთი ვაჟი. დაიბადა სპარსეთში. ერთხანს ერევანში იზრდებოდა დედასთან - ...
- ფოტო
-
ირაკლი გრუზინსკი
ყიფიანი ლევან დავითის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ლევან დავითის ძე
- გვარი
- ყიფიანი
-
ლევან დავითის ძე ყიფიანი (1863-1936) - მწერალი, პუბლიცისტი (დიმიტრი ყიფიანის ძმის ქაიხოსროს შვილიშვილი). სწავლობდა თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში. შემდეგ პეტერბურგის უნივერსიტეტში იურდიულ ფაკულტეტზე, ...
ჭავჭავაძე ელისაბედ ზაქარიას ას.
- სახელი, მამის სახელი:
- ელისაბედ ზაქარიას ას.
- გვარი
- ჭავჭავაძე
- სხვა სახელი, გვარი
- ელისაბედ ლასკარი
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1874 - 1912
-
ელისაბედ ჭავჭავაძე, დაიბადა წინანდალში 1874 წ. მამა-გენერალ-ადიუდანტი ზაქარია გულბაათის-ძე ჭავჭავაძე, დედა-რომანტიკოსი პოეტის ალექსანდრე ჭავჭავაძის შვილიშვილი მარიამ (კაკო) დავითის-ას. ...
- ფოტო
-
ლიზა ჭავჭავაძე-ლასკარი
ბარათაშვილი დავით ზაქარიას ძე
- სახელი, მამის სახელი:
- დავით ზაქარიას ძე
- გვარი
- ბარათაშვილი
- სხვა სახელი, გვარი
- დავით ზაალის ძე ბარათაშვილი
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1840 - 1901
-
ბარათაშვილი დავით ზაქარიას ძე (ზაალის ძე) (1842–1901). დაიბადა 1842 წ. 28 იანვარს. დედამისი ანასტასია იყო ასული გრიგოლ ჩოლოყაშვილისა. მამა ზაალი (ზაქარია) – ცნობილი მემამულე. განათლება მიიღო ...
ორბელიანი ალექსანდრე ვახტანგის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ალექსანდრე ვახტანგის ძე
- გვარი
- ორბელიანი
-
ალექსანდრე ვახტანგის ძე ორბელიანი (1802-28.12.1869) "პუპლია" - მწერალი, ისტორიკოსი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ერეკლე II-ის შვილიშვილი (თეკლა ბატონიშვილის უფროსი ვაჟი), 1832 წლის ...
ორბელიანი დიმიტრი ივანეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- დიმიტრი ივანეს ძე
- გვარი
- ორბელიანი
-
დაიბადა გენერალი ივანე მამუკას ძე ორბელიანის და მარიამ დიმიტრის ას. სვიატოპოლკ-მირსკის (მარიამის ძმა - პეტრე სვიატოპოლკ-მირსკი იყო რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრი 1905 წლის რევოლუციის დროს) ოჯახში. ...
- ფოტო
-
დიმიტრის მეუღლე გრაფინია ვერა კლეინმიხელი