ბაგრატიონ-გრუზინსკი იოანე გრიგოლის ძე
- იოანე გრიგოლის ძე
- ბაგრატიონი
- ბონ-ვივან; "ცარ-ივან"
- 1826 - 1880
-
იოანე გრიგოლის ძე ბაგრატიონი (ბაგრატიონ-გრუზინსკი). გრიგოლ ბატონიშვილის (იოანე ბატონიშვილის შვილის) შვილი.
სწავლა დაამთავრა პაჟთა კორპუსში 1847წ. გრაფ. პ.ა. შუვალოვთან და ტიმაშევთან ერთად. ინგლისური კლუბის წევრი, მხიარული და გართობის მოყვარული.
1859 წ. შამილის დატყვევებისა და კავკასიის დაპყრობის შემდეგ პეტერბურგში ჩამოვიდა ბარიატინსკი, რომელსაც დიდის ამბით შეხვდნენ. ინგლისურმა კლუბმა სადილი გაუმართა. „ამ სადილზე სხვათა შორის იყო თავადი გრუზინსკი, სინამდვილეში ქართველი ბატონიშვილი, ჩამომავალი კავკასიის მფლობელებისა, მთელი პეტერბურგისათვის ცნობილი ბონ–ვივანი, მეტსახელად „ცარ–ივან“–ს ეძახდნენ. სადილზე ბევრი სადღეგრძელო ითქვა. ბოლოს სიტყვით მიმართა ბარიატინსკის ცნობილმა ნ. ი . გრეჩმა. მისი სიტყვა გრძელი და მოსაწყენი იყო. გრუზინსკიმ მას შეაწყვეტინა და ბარიატინსკის შესახებ სხვათა შორის თქვა, რომ მან გაიმარჯვა არა რუსული იარაღის ძალით, არამედ პირადი მომხიბვლელობით, ჭკუით, დიდსულოვნებით და სიმართლით. გრეჩმა თავის მხრივ შეაწყვეტინა გრუზინსკის: „ნება მომეცით, დავამთავრო!“ მაგრამ ცარ – ივანე მას აჩერებს ხელის მბრძანებლური ჟესტით და მთელ დარბაზზე ხმამაღლა აცხადებს: „როცა არწივები ლაპარაკობენ, ფუტკრები არ უნდა ბზუოდნენ“.
ივანე გრუზინსკის ცოლად ჰყავდა გრაფინია ეკატერინე პავლეს ასული პალენი (შვილი 1812 წლის ომის გმირის) და ქვისლად მოუდიოდა გიორგი გრიგოლის ძე დადიან–მეგრელსკის, რომელსაც ცოლად ჰყავდა ეკატერინეს და ელისაბედი, და არკადი ადრიანეს ძე ბოლდირევს (მას ცოლად ჰყავდა და ეკატერინეს მესამე და – ელენე).
გარდაიცვალა 1880 წ. 15 სექტემბერს პეტერბურგში. ივანე გრუზინსკის პანაშვიდს პეტერბურგს დაესწრო და მისი – ქეთევან სუმბათაშვილი. იხილეთ გენეალოგია.
- მაქსიმე ბერძნიშვილი - მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის II ტომი.
-
იოანე გრუზინსკი. ბონ-ვივან, -
ბაგრატიონ-გრუზინსკი ირაკლი ალექსანდრეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ირაკლი ალექსანდრეს ძე
- გვარი
- ბაგრატიონ-გრუზინსკი
- სხვა სახელი, გვარი
- Irakli, son of Alexander Bagrationi
-
ირაკლი (ერეკლე) ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-გრუზინსკი (ირაკლი ბატონიშვილი) (1827-1882). ალექსანდრე ერეკლე II-ის ძე ბატონიშვილის ერთადერთი ვაჟი. დაიბადა სპარსეთში. ერთხანს ერევანში იზრდებოდა დედასთან - ...
- ფოტო
-
ირაკლი გრუზინსკი
მაჩაბელი ლუარსაბ გიორგის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ლუარსაბ გიორგის ძე
- გვარი
- მაჩაბელი
-
ლუარსაბ გიორგის ძე მაჩაბელი - იულონ ბატონიშვილის მომხრე. 1801 წლის 1 თებერვალს კნორინგი მოახსენებს იმპერატორს, რომ იულონი იცნეს მეფედო და ჩამოთვლის 16 კაცს, რომელთაც იულონის ერთგულებაზე დაიფიცეს. ამ ...
თარხან-მოურავი იოსებ ესტატეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- იოსებ ესტატეს ძე
- გვარი
- თარხან-მოურავი
- სხვა სახელი, გვარი
- (იოსია თარხან-მოურავი, იოსებ თარხნიშვილი)
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1899-1974
-
იოსებ (იოსია) ესტატეს ძე თარხან-მოურავი (თარხნიშვილი) (1899-1974) - მსახიობი, რეჟისორი. 1926 წელს გადაიღეს ფილმში „მე-9 ტალღა“ ჟორჟის როლში (რეჟისორი მიხეილ ბარსკი), 1927 წელს ფილმში „მაქსიმ ...
- ფოტო
-
მსახიობი ნუნუკა (ნინო) თარხან-მოურავი
ერისთავი გიორგი რევაზის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- გიორგი რევაზის ძე
- გვარი
- ქსნის-ერისთავი
-
გიორგი რევაზის (რომანის, რომანოზის) ძე ერისთავი (1812-1891) ზედმეტსახელად უწოდებდნენ "ატამანს" - სამხედრო (კავალერიის გენერალი) და საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი, ერეკლე II-ის შვილიშვილი (ანასტასია ...
- ფოტო
-
მიქელაძე ალექსანდრე პლატონის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ალექსანდრე პლატონის ძე
- გვარი
- მიქელაძე
-
ალექსანდრე პლატონის ძე მიქელაძე (15.10.1867 - 1928). ჟანდარმერიის გენერალი ვარშავაში. გენერალ-ლეიტენანტი. დაჯილდოებული იყო წმ. ვლადიმერის 3 და 4 ხარისხის, წმ. ანას 2, 3 და 4 ხარისხის და წმ. ...
- ფოტო
-
მიქელაძე ალექსანდრე პლატონის ძე
რჩეულიშვილი გრიგოლ ივანეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- გრიგოლ ივანეს ძე
- გვარი
- რჩეულიშვილი
-
გრიგოლ ივანეს ძე რჩეულიშვილი (1820-1877) - მწერალი (პოეტი, პროზაიკოსი, მთარგმნელი). ვ. კოტეტიშვილის თქმით (რჩეული ნაწერები, I, თბ., 1965, გვ. 254): გრიგოლ რჩეულიშვილი "მე-19 საუკუნის ქართულ ...
ბაგრატიონ-გრუზინსკი გრიგოლ იოანეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- გრიგოლ იოანეს ძე
- გვარი
- ბაგრატიონი
- სხვა სახელი, გვარი
- გრიგოლ იოანეს ძე ბაგრატიონ-გრუზინსკი
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1789 - 1830
-
გრიგოლ ბატონიშვილი, იოანე ბატონიშვილის შვილი, კახეთის აჯანყებისას 1812 წ. საქართველოს მეფედ გამოცხადებული. აჯანყების დამარცხებისას დანებდა რუსეთის მთავრობას.
დაიბადა 1789 წ. თბილისში, ...
- ფოტო
-
მამა - იოანე ბატონიშვილი
ორბელიანი ნინო სიმონის ას.
- სახელი, მამის სახელი:
- ნინო სიმონის ას.
- გვარი
- აბაშიძე
- სხვა სახელი, გვარი
- ნინო აბაშიძე-ორბელიანისა
-
ნინო სვიმონის ას. აბაშიძე ორბელიანისა (1831-1918). პოეტი, მსახიობი, საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი. დაიბადა ქართლში სოფ. ახალქალაქში თავად თარხან-მოურავების ოჯახში. ერთხანს ცხოვრობდა ქუთაისში, 14 ...
- ფოტო
-
პოეტი ნინო ორბელიანი
ბარათაშვილი ბარამ ფარემუზის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ბარამ ფარემუზის ძე
- გვარი
- ბარათაშვილი
-
ბარამ ფარემუზის (გერმანოზის?!) ძე ბარათაშვილი. ფარნაოზ ბატონიშვილის თანშეზრდილი, გადაჰყვა მას და იულონს იმერეთში 1801 (?) წელს. 1805 წ. 11 იანვარს დააპატიმრეს ციციანოვის განკარგულებით, 1806 წ. 4 ...
ვაჩნაძე ასლან ლუარსაბის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ასლან ლუარსაბის ძე
- გვარი
- ვაჩნაძე
-
ასლან ლუარსაბის ძე ვაჩნაძე (? - 1814) ონანო ვაჩნაძის შტოდან. კახეთის 1812 წლის აჯანყების მონაწილე. კახთა მეფის მდივანი. 1802 წლის ივლისში აწერს ხელს კელმეჩურის მუჯალამას.
კახეთის აჯანყებაში ...
ანდრონიკაშვილი ირაკლი ივანეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ირაკლი ივანეს ძე
- გვარი
- ანდრონიკაშვილი
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1878 - 1931
-
შტაბს-როტმისტრი თავადი ირაკლი ივანეს-ძე ანდრონიკაშვილი, დაიბადა გურჯაანში 1878 წელს. მისი მეუღლე იყო თამარ ჭავჭავაძე, ცნობილი სამხედრო მოღვაწის გენერალ-მაიორ არჩილ გულბაათის-ძე ჭავჭვაძის ქალიშვილი. ...
- ფოტო
-
ფოტოზე თამარ ჭავჭავაძე და ირაკლი ანდრონიკაშვილი