50000+ სხვადასხვა გენეალოგიური მონაცემები, ბიოგრაფიები, ფოტო...

 

 A | B | C | D | E | F | G | H | I | J | K | L | M | N | O | P | R | S | T | U | V | W | Y | Z

А | Б | В | Г | Д | Е | Ж | З | ИК | Л | М | Н | О | П | Р | С | Т | У | Ф | Х | Ц | Ч | Ш | ЩЭ | Ю | Я

გურიის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა"

იმერეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა"

ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850წ. "ბარხატნაია კნიგა"

ქართველები I მსოფლიო ომში

ოქროპირ გიორგის ძე
ბაგრატიონი

ოქროპირ ბატონიშვილი (1794–1857). გიორგი XII - ისა და მარიამ ციციშვილის ვაჟი. ეპიტაფიის მიხედვით დაიბადა 1795 წ. 24 ივნისს, საკუთარი ჩვენების თანახმად კი 1794 წელს თელავში.

 1803 წ. 19 აპრილს, როცა მარიამ დედოფალის სასახლეში ტრაგიკულად დაიღუპა რუსი გენერალი ლაზარევი (მოკლა თავადმა ხიმშიაშვილმა), ოქროპირი, მაშინ 8–9 წლისა დედასთან და და–ძმებთან ერთად ძალით გადაასახლეს რუსეთს. მალე ის მიაბარეს კადეტთა პირველ კორპუსში. დამთავრების შემდეგ გაამწესეს ლეიბ–გვარდიის ეგერთა პოლკში.

 იმპერატორის ბრძანებით რუსეთში გადასახლების შემდეგ ილია და ოქროპირ ბატონიშვილებს დაენიშნათ თითოს 90 000 მანეთი, ოღონდ ეს თანხა საგირავნო ბანკისთვის უნდა გადაეცათ ხაზინიდან, სარგებელიც, თავნს უნდა წამატებოდა, სანამ ბატონიშვილები მცირეწლოვანნი იყვნენ. 1812 წ. 1 მაისისათვის საგირავნო ბანკში მარტო სარგებელი დაგროვდა 68 592 მან. 76 1/2  კაპ. ფინანსთა მინისტრს უნდოდა მთელი ამ თანხის ბატონიშვილებისათვის მიცემა, მინისტრთა კომიტეტმა კი დაადგინა მისცემოდათ ბატონიშვილებს ყოველწლიურად იმდენი, რამდენიც მათ ესაჭიროებოდათ ახლანდელი მათი სამსახურის კვალობაზედო. ამიტომ გასაგებია, რომ ბატონიშვილები მუდმივ „მათხოვრობდნენ“ იმპერატორის კარზე.

 ოქროპირი სამსახურში დიდხანს არ გაჩერებულა, პორუჩიკის ჩინით ის სამსახურიდან გადადგა. ცოლად შეირთო გრაფ პავლე ივანეს ძე კუტაისოვის (1780–1840) შვილი ანა. კუტაისოვი იყო ობერჰოფმეისტერი, სახელმწიფო საბჭოს წევრი და სენატორი. სწორედ ეს სენატორი კუტაისოვი მეჩნიკოვთან ერთად გამოგზავნეს კავკასიაში სარევიზიოდ იმ ხანებში, როცა ოქროპირი საქართველიში იმყოფებოდა. თბილისში ოქროპირი ჩამოვიდა 1829 წლის 1 სექტემბერს კავკასიის მინერალური წყლებიდან, სადაც ის იმყოფებოდა სამკურნალოდ. ოქროპირი აპირებდა  მინერალურ წყლებზე მკურნალობის მეორე კურსის ჩატარებას, ამიტომ გადაწყვეტილი ჰქონდა ზამთარი გაეტარებინა ოდესაში და შემდეგ მინერალურ წყლებზე წასულიყო. მაგრამ რდგან იმ დროს ოდესაში შავი ჭირი გაჩნდა, ოქროპირი თბილისში დარჩა. თბილისში მან დაჰყო 1830 წ. 3 ივნისამდე. თბილისში ყოფნისას ის გრაფი კუტაისოვისა და ქართველი თავადების თანხლებით დადიოდა სანადიროდ თბილისის მიდამოებში. 1829 წ. 7 ნოემბერს დაესწრო სოლ. დოდაშვილის ვაჟის – ივანეს ნათლობას.

 შეთქმულების გამომჟღავნებისას ოქროპირი ცოლშვილით უკვე მოსკოვში იყო. ზაქარია ჩოლოყაშვილის პირველსავე ჩვენებაში (1832 წ. 13. XII) ოქროპირი დასახელებულ იქნა როგორც შეთქმულების მთავარი სულისჩამდგმელი. ამ ამბის პეტერბურგში მიღებისთანავე იმპერატორის განკარგულებით მოსკოვის გენერალ–გუბერნატორმა ოქროპირს მეთვალყურე მიუჩინა. ოქროპირზე მეთვალყურეობის დაწესებამ გენერალ–გუბერნატორს ასეთი დასკვნა მიაღებინა: „ოქროპირი და მისი ორი ძმა დედასთან ერთად ცხოვრობდნენ მოსკოვში საკუთარ სახლში. ოქროპირი წყნარი და მორიდებული ზნისაა, საზოგადოებას ერიდება, ხვდება მხოლოდ ნათესავებს და თანამემამულეებს. რუსეთში მას ერთგვარი განათლება მიუღია, საკმაოდ თავისუფლად ლაპარაკობს რუსულად და ფრანგულად, კითხულობს მისტიკურ წიგნებს. მისი საუბრიდან გარკვევით ჩანს, რომ ძალიან განიცდის სამეფოს დაკარგვას და გაჭირვებით ურიგდება აზრს, რომ იგი აღარასოდეს არ იქნება მეფე. ოქროპირი ძალზე აძაგებს საქართველოში რუსებისაგან შეტანილ მმართველობის სისტემას. იგი აღნაგობით და ჯანმრთელობით სუსტია, ამიტომაც გაზაფხულზე სამკურნალო წყლებზე სურს წასვლა საზღვარგარეთ.

 მეთვალყურეობის დაწესების შემდეგ ოქროპირი გაჩხრიკეს, ქარალდები ჩამოართვეს; გენ. ლიხოვსკიმ პირველი ჩვენებაც ჩამოართვა. პირი ამ ჩვენებისა გამოგზავნეს თბილისში – საგამოძიებლო კომისიამ ის განიხილა 1833 წ. 13 თებერვალს.

 1833 წ. 28 იანვარს ოქროპირი გაიწვიეს პეტერბურგში, სადაც დაარსებული იყო საიდუმლო საგამოძიებლო კომისია 1832 წლის შეთქმულების რუსეთში მყოფ მონაწილეთა დასაკითხად.

 1833 წ. 11 თებერვალს ოქროპირს სიტყვიერი ჩვენება ჩამოართვეს. პირი ამ ჩვენებისა თბილისში გამოგზავნეს. ეს ჩვენება შეამოწმა კარის მინისტრმა ადლებერგმა. შემდეგი ჩვენებები კი მას კომისიამ ჩამოართვა. 17 მაისს ოქროპირი თბილისში გამოისტუმრეს. გზად ის შეუძლოდ იყო, წარამარა წამლებს იღებდა, ამიტომ მოჰყავდათ მხოლოდ დღისით, ღამით ასვენებდნენ. 27 ივნისს თბილისს ჩამოიყვანეს და მოათავსეს ოფიცერთა ყაზარმებში, იქ, სადაც სხვა პატიმრებიც იყვნენ.

 ოქროპირი დაკითხვებზე უარყოფდა თავის მონაწილეობას შეთქმულებაში, ხოლო მის საწინააღმდეგოდ მიცემული  სხვათა ჩვენებები მიაჩნდა განგებ, მის სამტროდ მოგონილად. სოლ. დოდაშვილს შეთქმულთათვის გადაუცია ოქროპირის ნათქვამი 1830 წელს თბილისიდან გამგზავრებისას: „ბატონო ქართველებო, ეცადეთ საქართველოს გათავისუფლებას. საქართველოს გათავისუფლება იმიტომ კი არ მინდა, რომ აქ ვინმე ბაგრატიონთაგანი გამეფდეს, არამედ იმისათვის, რომ საქართველო შეიქმნეს რესპუბლიკის მაგვარ სახელმწიფოდ“. საგამოძიებო კომისიამ იგი I კატეგორიის დამნაშავედ სცნო. პირველ კატეგორიაში შედიოდნენ ის პირნი, რომელთაც ჩააგონეს სხვებს შეთქმულება და დასაბამი მისცეს ბოროტ განზრახვას. ამ კატეგორიაში შეიყვანეს მხოლოდ ოქროპირ და დიმიტრი ბატონიშვილები და ორივეს გადასახლება მიუსაჯეს ერთს კოსტრომაში, მეორეს სმოლენსკში.

 1 ნოემბერს გამოიცა იმპერატორის ბრძანება ოქროპირის ქ. კოსტრომაში გადასახლების შესახებ. 21 ნოემბერს ოქროპირი ჟანდარმთა კორპუსის პოდპორუჩიკ გრინფელდის თანხლებით რუსეთის  გზას გაუყენეს.

 1850 წლის შემოდგომაზე ოქროპირი დროებით გამოუშვეს საქართველოში. მ.ს. ვორონცოვი წერს თავის დღიურში: „1850 წ. 26 სექტემბერს დილით ვიყავი მთავარ ბეხმეი – მირზასთან გ.ე. ერისთავი, ბატონიშვილი ოქროპირი, ეგზარხოსი და ვიკარი“. 1850 წლის 3 სექტემბერს ტარასი არქიმანდრიტი სწერს იოანე თარხან-მოურავს: „მე გუშინ ბატონის მოედანზედ შემომხვდა პლატონ და ოქროპირ“.

 ოქროპირი გარდაიცვალა მოსკოვს 1857 წ. 30 ოქტომბერს. დასაფლავებულია პოკროვის მონასტრის იონა მიტროპოლიტის ეკლესიაში.

  ოქროპირ ბატონიშვილი ცნობილია ლიტერატურული შრომით.

 როცა ის 1829 წელს ტბილისს ჩამოვიდა „დასწერა ლექსი კავკასიის ხილვისას და საქართველოში ჩამოსვლისას, აგრეთვე უსტარი ლექსად დიმიტრი ბატონიშვილს“. ლექსები რუსულად მქონდა დაწერილიო, უჩვენა ოქროპირმა 1833 წლის 30 აპრილს.

 ოქროპირი ავტორია ტრაგედიისა, რომელიც დაიბეჭდა მოსკოვს ასეთი სათაურით; „ოქროპირ ბატონიშვილი. ვეფხისტყაოსანი. ტრაგედია, თქმული მეფის ძის ოქროპირისაგან. მოსკოვს ივანე სერიკოვის სტანბაში. 1853“.

 ოქროპირის მეუღლე ანა, გრაფ პავლე კუტაისოვის ქალი, დიდხანს ცხოვრობდა საზღვარგარეთ. ახლო მეგობრობა ჰქონდა პრუსიის სამეფო კარის წევრებთან. იყო განათლებული. ფრანგულ ენაზე სთხზავდა ლექსებს, რომელთაც დიდი მოწონება ჰქონდათ. თხზავდა რომანსებსაც.  მეიერბერი ამბობდა მის ზოგ რომანსზე – სიამოვნებით ვიქნებოდი მათი ავტორიო. ახალგაზრდობაში გატაცებული იყო თეატრით. მის სახლში იდგმებოდა წარმოდგენები, რომლებშიაც თვითონაც მონაწილეობდა. გარდაიცვალა 1868 წ. მის დასაფლავებაზე უამრავი ხალხი მოვიდა, ისე რომ ლუბლიანკის მოედანი (მოსკოვში), სადაც დედოფლის კარის ეკლესია მდებარეობდა, ეკიპაჟებით და ხალხით იყო სავსე.

  ვენგეროვის მიერ შედგენილ რუს მწერალთა ლექსიკონში შეტანილია „გრუზინსკაია, დედოფალი ანა პავლეს ასული, დრამატული მწერალი“.

  ოქროპირისა და ანას შვილები:

 1). ანა, გათხოვილი იყო ალექსანდრე კონსტანტინეს ძე მუხრან–ბატონზე, რომელიც 1851 წ. გარდაიცვალა. შემდეგ ის მითხოვდა იტალიის კონსულს ალექსანდრე ალბიცცის. ანა იყო ლამაზი და ჭკვიანი, ბარიატინსკის დროს მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საზოგადოებაში; გარდაიცვალა 1898 წ. პეტერბურგში, დასაფლავებულია ნოვგოროდის მაზრის სოფ. ბობინოს ეკლესიასთან. 2). გიორგი ოქროპირის ძე. 3). პავლე ოქროპირის ძე. ცოლად ჰყავდა ანასტასია დოლგორუკოვა. გარდაიცვალა 1875 წ., დასაფლავებულია მოსკოვის პოკროვის მონასტრის მიტროპოლიტ იონას ეკლესიაში.

მეფე - ქართლ-კახეთის სამეფო
ოქროპირ ბატონიშვილი
ოქროპირ ბატონიშვილი



ორბელიანი ასლან ნიკოლოზის ძე

სახელი, მამის სახელი:
ასლან ნიკოლოზის ძე
გვარი
ორბელიანი

ასლან ნიკოლოზის ძე ორბელიანი (1767-1826) - გიორგი მეთორმეტის ეშიკაღაბაში; სპარსული ენის მცოდნე. ერმოლოვის თხოვნით დაამშვიდა არეულობა ყაზახში და "არცა მიუდგა მეფის ძეს ალექსანდრეს".

 სპარსთა ...


ბაგრატიონ-მუხრანელი კონსტანტინე ივანეს ძე

სახელი, მამის სახელი:
კონსტანტინე ივანეს ძე
გვარი
ბაგრატიონ-მუხრანელი

კონსტანტინე ივანეს ძე ბაგრატიონ-მუხრანელი (1779 - 1842) - სახლთუხუცესი იოანე მუხრანბატონისა და ქეთევან ერეკლე II-ის ასულის უფროსი ვაჟი. დაიბადა მამისა გარდაცვალების შემდეგ, 1800 წლის ოქტომბერს ებოძა ...

ფოტო
სოფ. მუხრანი, მუხრანელების ეკლესია
სოფ. მუხრანი, მუხრანელების ეკლესია

ქოჩაკიძე გიორგი მაქსიმეს ძე

სახელი, მამის სახელი:
გიორგი მაქსიმეს ძე
გვარი
ქოჩაკიძე
სხვა სახელი, გვარი
გიორგი ჭალადიდელი

გიორგი მაქსიმეს ძე ქოჩაკიძე (ქოჩაქიძე) (1847-1898). პოეტი გიორგი ჭალადიდელი. - დამთავრებული ქონდა ქუთაისის გიმნაზია, შემდეგ პეტერბურგის სამხედრო სასწავლებელი. შედარებით ახალგაზრდა ასაკშია მიაღწია ...


ორბელიანი დიმიტრი ივანეს ძე

სახელი, მამის სახელი:
დიმიტრი ივანეს ძე
გვარი
ორბელიანი

დაიბადა გენერალი ივანე მამუკას ძე ორბელიანის და მარიამ დიმიტრის ას. სვიატოპოლკ-მირსკის (მარიამის ძმა - პეტრე სვიატოპოლკ-მირსკი იყო რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრი 1905 წლის რევოლუციის დროს) ოჯახში. ...

ფოტო
დიმიტრის მეუღლე გრაფინია ვერა კლეინმიხელი
დიმიტრის მეუღლე გრაფინია ვერა კლეინმიხელი

გურიელი გრიგოლ დავითის ძე

სახელი, მამის სახელი:
გრიგოლ დავითის ძე
გვარი
გურიელი

გრიგოლ დავითის ძე გურიელი (1819 - 1891). სამხედრო (გენერალ-მაიორი) და საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი, ბიბლიოფილი.

 1860-იან წლებში მეთაურობდა გურიის მილიციას, ხოლო 1878-1880 წწ. იყო ...


ციციშვილი გიორგი ვახტანგის ძე

სახელი, მამის სახელი:
გიორგი ვახტანგის ძე
გვარი
ციციშვილი
სხვა სახელი, გვარი
ხათა-გოგია

გიორგი ვახტანგის ძე ციციშვილი (გ.1806 წელს). სარდალი. მეტსახელად ხათა გოგია. გიორგი ХII-ის სიმამრი. მისი ქალი მარიამი მეფე გიორგის მეორე მეუღლე იყო.

 გიორგი ციციშვილს ცოლად ჰყავდა ელენე გიორგის ...


პოპოვა პრასკოვია პეტრეს ას.

სახელი, მამის სახელი:
პრასკოვია პეტრეს ას.
გვარი
პოპოვა

პრასკოვია პეტრეს ას. პოპოვა (Попова Прасковья Петровна). - ჭილაშვილი იაგორ (გიორგის) მეუღლე, დიმიტრი ყიფიანის სიდედრი). ჯვარი დაიწერეს 23 აპრილს 1813 წელს. პრასკოვია პეტროვნამ ისწავლა ქართული ...


კეზელი დავით ივანეს ძე

სახელი, მამის სახელი:
დავით ივანეს ძე
გვარი
კეზელი

დავით ივანეს ძე კეზელი (1854-1907) - მწერალი, პუბლიცისტი, თეატრალური, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, რევოლუციურ-ხალხოსნური მოძრაობის თვალსაჩინო წევრი. თანამშრომლობდა ქართულ ("დროება", "ივერია", ...


ჭავჭავაძე პაატა ბესპაზის ძე

სახელი, მამის სახელი:
პაატა ბესპაზის ძე
გვარი
ჭავჭავაძე
დაბ.-გარდ. თარიღები
1771 - ?

პაატა ჭავჭავაძე (ილია ჭავჭავაძის პაპა). მის პიროვნებას კარგად ახასიათებს იოანე ბატონიშვილის 1801 წ. 30 იანვრის საბუთი: „ესე წყალობის სიგელი... გიბოძეთ შენ, თავადს ჭავჭავაძეს გრიგოლს, ძმასა შენსა ...


ბაგრატიონი რევაზ ივანეს ძე

სახელი, მამის სახელი:
რევაზ ივანეს ძე
გვარი
ბაგრატიონი
სხვა სახელი, გვარი
რომან ივანეს ძე ბაგრატიონი

რევაზ (რომან) ივანეს ძე ბაგრატიონი - გენერალ-ლეინტენანტი. პეტრე ბაგრატიონის (ბოროდინოს გმირის ძმა). 1832 წელს ცხოვრობდა თბილისში არწრუნის სახლში (ეს ის სახლის სადაც წინათ ქართული თეატრი იყო, ეხლა კი ...

ფოტო
ძმა-პეტრე ბაგრატიონი, ბოროდინოს გმირი
ძმა-პეტრე ბაგრატიონი, ბოროდინოს გმირი

ბალანჩივაძე მელიტონ ანტონის ძე

გვარი
ბალანჩივაძე
დაბ.-გარდ. თარიღები
1862 - 1937

მელიტონ ანტონის ძე ბალანჩივაძე (24.XII.1862, სოფ. ბანოჯა - 21.XI.1937, ქუთაისი) - ქართული ეროვნული კლასიკური საკომპოზიტორო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მომღერალი, ლირიკული ბარიტონი, დირიჟორი, ...

ფოტო
კომპოზიტორი ბალანჩივაძე მელიტონ
კომპოზიტორი ბალანჩივაძე მელიტონ

ორბელიანი გუქა დიმიტრის ას.

სახელი, მამის სახელი:
გულქან დიმიტრის ას.
გვარი
ორბელიანი
სხვა სახელი, გვარი
გუქა ორბელიანი; გუქა ნათალიშვილი

გუქა დიმიტრის ასული ნათალიშვილი. დიმიტრი ორბელიანის ასული და აზნ. გორჯასპი ნათალიშვილის - ფარეშთუხუცესის გივი ნათალიშვლის ვაჟის - მეუღლე (პუპლიას მამიდა).

 ალექსანდრე ჭავჭავაძე უჩვენებს: როცა ...


ბოლო ცვლილებები აზნაურთა გვარებში

იმერლიშვილი

აზნაური იმერლიშვილი. მხოლოდ ერთ ოჯახს ჰქონდა პრეტენზია აზნაურობაზე მე19 საუკუნეში. ცხოვრობდნენ ...



ნაგლაძე

აზნაური ნაგლაძე იგივე ნამგალაძე. ცხოვრობდნენ ქართლში


ვაჩინაძე

 აზნაური ვაჩინაძე. იხსენიებიან სამეგრელოში. გვარი ძალიან გავს კახურ თავადურ გვარს ვაჩნაძეს.


ქართველიშვილი

აზნაური ქართველიშვილი. სამეგრელო და ქართლში. ქართლში ზოგს მოქალაქის წოდება ჰქონდა, ზოგი აზნაური ...


გუგუშვილი

აზნაური გუგუშვილი. ცხოვრობდნენ სამეგრელოში. ერთერთი ვერსიით არიან გადმოსახლებულები გურიიდან, მეორე ...


არდიშვილი

აზნაური არდიშვილი. გურია-იმერეთი. ქუთაისში გენერალ გაგარინთან ერთად დადეშქელიანმა მოკლა ერთერთი ...


ზურაბიშვილი

აზნაური ზურაბიშვილები, წარმოშვებით კახეთიდან. ამ ზურაბიშვილების წარმოშვება საკმაოდ გაურკვეველია, ...


ვარდოსანიძე

აზნაური ვარდოსანიძე. ნაწილი ვარდოსანიძეების იყო აზნაური, ნაწილი არა. ძირითადად ცხოვრობდნენ იმერეთში.



გოშუა

 აზნაური გოშუა. სამეგრელო.

აზნაური ალექსი გოშუა

აზნაური ალექსი გოშუა სოფ. კორცხელიდან (?)


ღოღობერიძე

აზნაური ღოღაბერიძე იგივე ღოღობერიძე; ღოღობერიძეები იყვნენ მე-19 საუკუნის დასაწყისში თავადებიც, ...


აზნაურული გვარების ანბანური ჩამონათვალი სრულიად