ბაგრატიონ-გრუზინსკი ოქროპირ გიორგის ძე
- ოქროპირ გიორგის ძე
- ბაგრატიონი
-
ოქროპირ ბატონიშვილი (1794–1857). გიორგი XII - ისა და მარიამ ციციშვილის ვაჟი. ეპიტაფიის მიხედვით დაიბადა 1795 წ. 24 ივნისს, საკუთარი ჩვენების თანახმად კი 1794 წელს თელავში.
1803 წ. 19 აპრილს, როცა მარიამ დედოფალის სასახლეში ტრაგიკულად დაიღუპა რუსი გენერალი ლაზარევი (მოკლა თავადმა ხიმშიაშვილმა), ოქროპირი, მაშინ 8–9 წლისა დედასთან და და–ძმებთან ერთად ძალით გადაასახლეს რუსეთს. მალე ის მიაბარეს კადეტთა პირველ კორპუსში. დამთავრების შემდეგ გაამწესეს ლეიბ–გვარდიის ეგერთა პოლკში.
იმპერატორის ბრძანებით რუსეთში გადასახლების შემდეგ ილია და ოქროპირ ბატონიშვილებს დაენიშნათ თითოს 90 000 მანეთი, ოღონდ ეს თანხა საგირავნო ბანკისთვის უნდა გადაეცათ ხაზინიდან, სარგებელიც, თავნს უნდა წამატებოდა, სანამ ბატონიშვილები მცირეწლოვანნი იყვნენ. 1812 წ. 1 მაისისათვის საგირავნო ბანკში მარტო სარგებელი დაგროვდა 68 592 მან. 76 1/2 კაპ. ფინანსთა მინისტრს უნდოდა მთელი ამ თანხის ბატონიშვილებისათვის მიცემა, მინისტრთა კომიტეტმა კი დაადგინა მისცემოდათ ბატონიშვილებს ყოველწლიურად იმდენი, რამდენიც მათ ესაჭიროებოდათ ახლანდელი მათი სამსახურის კვალობაზედო. ამიტომ გასაგებია, რომ ბატონიშვილები მუდმივ „მათხოვრობდნენ“ იმპერატორის კარზე.
ოქროპირი სამსახურში დიდხანს არ გაჩერებულა, პორუჩიკის ჩინით ის სამსახურიდან გადადგა. ცოლად შეირთო გრაფ პავლე ივანეს ძე კუტაისოვის (1780–1840) შვილი ანა. კუტაისოვი იყო ობერჰოფმეისტერი, სახელმწიფო საბჭოს წევრი და სენატორი. სწორედ ეს სენატორი კუტაისოვი მეჩნიკოვთან ერთად გამოგზავნეს კავკასიაში სარევიზიოდ იმ ხანებში, როცა ოქროპირი საქართველიში იმყოფებოდა. თბილისში ოქროპირი ჩამოვიდა 1829 წლის 1 სექტემბერს კავკასიის მინერალური წყლებიდან, სადაც ის იმყოფებოდა სამკურნალოდ. ოქროპირი აპირებდა მინერალურ წყლებზე მკურნალობის მეორე კურსის ჩატარებას, ამიტომ გადაწყვეტილი ჰქონდა ზამთარი გაეტარებინა ოდესაში და შემდეგ მინერალურ წყლებზე წასულიყო. მაგრამ რდგან იმ დროს ოდესაში შავი ჭირი გაჩნდა, ოქროპირი თბილისში დარჩა. თბილისში მან დაჰყო 1830 წ. 3 ივნისამდე. თბილისში ყოფნისას ის გრაფი კუტაისოვისა და ქართველი თავადების თანხლებით დადიოდა სანადიროდ თბილისის მიდამოებში. 1829 წ. 7 ნოემბერს დაესწრო სოლ. დოდაშვილის ვაჟის – ივანეს ნათლობას.
შეთქმულების გამომჟღავნებისას ოქროპირი ცოლშვილით უკვე მოსკოვში იყო. ზაქარია ჩოლოყაშვილის პირველსავე ჩვენებაში (1832 წ. 13. XII) ოქროპირი დასახელებულ იქნა როგორც შეთქმულების მთავარი სულისჩამდგმელი. ამ ამბის პეტერბურგში მიღებისთანავე იმპერატორის განკარგულებით მოსკოვის გენერალ–გუბერნატორმა ოქროპირს მეთვალყურე მიუჩინა. ოქროპირზე მეთვალყურეობის დაწესებამ გენერალ–გუბერნატორს ასეთი დასკვნა მიაღებინა: „ოქროპირი და მისი ორი ძმა დედასთან ერთად ცხოვრობდნენ მოსკოვში საკუთარ სახლში. ოქროპირი წყნარი და მორიდებული ზნისაა, საზოგადოებას ერიდება, ხვდება მხოლოდ ნათესავებს და თანამემამულეებს. რუსეთში მას ერთგვარი განათლება მიუღია, საკმაოდ თავისუფლად ლაპარაკობს რუსულად და ფრანგულად, კითხულობს მისტიკურ წიგნებს. მისი საუბრიდან გარკვევით ჩანს, რომ ძალიან განიცდის სამეფოს დაკარგვას და გაჭირვებით ურიგდება აზრს, რომ იგი აღარასოდეს არ იქნება მეფე. ოქროპირი ძალზე აძაგებს საქართველოში რუსებისაგან შეტანილ მმართველობის სისტემას. იგი აღნაგობით და ჯანმრთელობით სუსტია, ამიტომაც გაზაფხულზე სამკურნალო წყლებზე სურს წასვლა საზღვარგარეთ.
მეთვალყურეობის დაწესების შემდეგ ოქროპირი გაჩხრიკეს, ქარალდები ჩამოართვეს; გენ. ლიხოვსკიმ პირველი ჩვენებაც ჩამოართვა. პირი ამ ჩვენებისა გამოგზავნეს თბილისში – საგამოძიებლო კომისიამ ის განიხილა 1833 წ. 13 თებერვალს.
1833 წ. 28 იანვარს ოქროპირი გაიწვიეს პეტერბურგში, სადაც დაარსებული იყო საიდუმლო საგამოძიებლო კომისია 1832 წლის შეთქმულების რუსეთში მყოფ მონაწილეთა დასაკითხად.
1833 წ. 11 თებერვალს ოქროპირს სიტყვიერი ჩვენება ჩამოართვეს. პირი ამ ჩვენებისა თბილისში გამოგზავნეს. ეს ჩვენება შეამოწმა კარის მინისტრმა ადლებერგმა. შემდეგი ჩვენებები კი მას კომისიამ ჩამოართვა. 17 მაისს ოქროპირი თბილისში გამოისტუმრეს. გზად ის შეუძლოდ იყო, წარამარა წამლებს იღებდა, ამიტომ მოჰყავდათ მხოლოდ დღისით, ღამით ასვენებდნენ. 27 ივნისს თბილისს ჩამოიყვანეს და მოათავსეს ოფიცერთა ყაზარმებში, იქ, სადაც სხვა პატიმრებიც იყვნენ.
ოქროპირი დაკითხვებზე უარყოფდა თავის მონაწილეობას შეთქმულებაში, ხოლო მის საწინააღმდეგოდ მიცემული სხვათა ჩვენებები მიაჩნდა განგებ, მის სამტროდ მოგონილად. სოლ. დოდაშვილს შეთქმულთათვის გადაუცია ოქროპირის ნათქვამი 1830 წელს თბილისიდან გამგზავრებისას: „ბატონო ქართველებო, ეცადეთ საქართველოს გათავისუფლებას. საქართველოს გათავისუფლება იმიტომ კი არ მინდა, რომ აქ ვინმე ბაგრატიონთაგანი გამეფდეს, არამედ იმისათვის, რომ საქართველო შეიქმნეს რესპუბლიკის მაგვარ სახელმწიფოდ“. საგამოძიებო კომისიამ იგი I კატეგორიის დამნაშავედ სცნო. პირველ კატეგორიაში შედიოდნენ ის პირნი, რომელთაც ჩააგონეს სხვებს შეთქმულება და დასაბამი მისცეს ბოროტ განზრახვას. ამ კატეგორიაში შეიყვანეს მხოლოდ ოქროპირ და დიმიტრი ბატონიშვილები და ორივეს გადასახლება მიუსაჯეს ერთს კოსტრომაში, მეორეს სმოლენსკში.
1 ნოემბერს გამოიცა იმპერატორის ბრძანება ოქროპირის ქ. კოსტრომაში გადასახლების შესახებ. 21 ნოემბერს ოქროპირი ჟანდარმთა კორპუსის პოდპორუჩიკ გრინფელდის თანხლებით რუსეთის გზას გაუყენეს.
1850 წლის შემოდგომაზე ოქროპირი დროებით გამოუშვეს საქართველოში. მ.ს. ვორონცოვი წერს თავის დღიურში: „1850 წ. 26 სექტემბერს დილით ვიყავი მთავარ ბეხმეი – მირზასთან გ.ე. ერისთავი, ბატონიშვილი ოქროპირი, ეგზარხოსი და ვიკარი“. 1850 წლის 3 სექტემბერს ტარასი არქიმანდრიტი სწერს იოანე თარხან-მოურავს: „მე გუშინ ბატონის მოედანზედ შემომხვდა პლატონ და ოქროპირ“.
ოქროპირი გარდაიცვალა მოსკოვს 1857 წ. 30 ოქტომბერს. დასაფლავებულია პოკროვის მონასტრის იონა მიტროპოლიტის ეკლესიაში.
ოქროპირ ბატონიშვილი ცნობილია ლიტერატურული შრომით.
როცა ის 1829 წელს ტბილისს ჩამოვიდა „დასწერა ლექსი კავკასიის ხილვისას და საქართველოში ჩამოსვლისას, აგრეთვე უსტარი ლექსად დიმიტრი ბატონიშვილს“. ლექსები რუსულად მქონდა დაწერილიო, უჩვენა ოქროპირმა 1833 წლის 30 აპრილს.
ოქროპირი ავტორია ტრაგედიისა, რომელიც დაიბეჭდა მოსკოვს ასეთი სათაურით; „ოქროპირ ბატონიშვილი. ვეფხისტყაოსანი. ტრაგედია, თქმული მეფის ძის ოქროპირისაგან. მოსკოვს ივანე სერიკოვის სტანბაში. 1853“.
ოქროპირის მეუღლე ანა, გრაფ პავლე კუტაისოვის ქალი, დიდხანს ცხოვრობდა საზღვარგარეთ. ახლო მეგობრობა ჰქონდა პრუსიის სამეფო კარის წევრებთან. იყო განათლებული. ფრანგულ ენაზე სთხზავდა ლექსებს, რომელთაც დიდი მოწონება ჰქონდათ. თხზავდა რომანსებსაც. მეიერბერი ამბობდა მის ზოგ რომანსზე – სიამოვნებით ვიქნებოდი მათი ავტორიო. ახალგაზრდობაში გატაცებული იყო თეატრით. მის სახლში იდგმებოდა წარმოდგენები, რომლებშიაც თვითონაც მონაწილეობდა. გარდაიცვალა 1868 წ. მის დასაფლავებაზე უამრავი ხალხი მოვიდა, ისე რომ ლუბლიანკის მოედანი (მოსკოვში), სადაც დედოფლის კარის ეკლესია მდებარეობდა, ეკიპაჟებით და ხალხით იყო სავსე.
ვენგეროვის მიერ შედგენილ რუს მწერალთა ლექსიკონში შეტანილია „გრუზინსკაია, დედოფალი ანა პავლეს ასული, დრამატული მწერალი“.
ოქროპირისა და ანას შვილები:
1). ანა, გათხოვილი იყო ალექსანდრე კონსტანტინეს ძე მუხრან–ბატონზე, რომელიც 1851 წ. გარდაიცვალა. შემდეგ ის მითხოვდა იტალიის კონსულს ალექსანდრე ალბიცცის. ანა იყო ლამაზი და ჭკვიანი, ბარიატინსკის დროს მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საზოგადოებაში; გარდაიცვალა 1898 წ. პეტერბურგში, დასაფლავებულია ნოვგოროდის მაზრის სოფ. ბობინოს ეკლესიასთან. 2). გიორგი ოქროპირის ძე. 3). პავლე ოქროპირის ძე. ცოლად ჰყავდა ანასტასია დოლგორუკოვა. გარდაიცვალა 1875 წ., დასაფლავებულია მოსკოვის პოკროვის მონასტრის მიტროპოლიტ იონას ეკლესიაში.
- მეფე - ქართლ-კახეთის სამეფო
-
ოქროპირ ბატონიშვილი -
თუმანიშვილი ისააკ შიოშის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ისააკ შიოშის ძე
- გვარი
- თუმანიშვილი
-
ისააკ შიოშის ძე თუმანიშვილი (1804 - ?). გენერალ-ლეინტენატი, საზოგადო მოღვაწე. მონაწილეობდა თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის დაარსებაში, იყო წევრი "რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიული ...
დიასამიძე ნიკოლოზ დავითის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ნიკოლოზ დავითის ძე
- გვარი
- დიასამიძე
-
ნიკოლოზ (ნიკო, ნიკა) დავითის ძე დიასამიძე (1845-1897) - თეატრალური და საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი, გრიგოლ დიასამიძის მამა. ნიკოლოზ დიასამიძე სოლოლაკში, აგრეთვე სოფლებში: ბრილსა და საქაშეთში ...
- ფოტო
-
ნიკო დიასამიძე
სიდამონ-ერისთავი ზაქარია შიოს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ზაქარია შიოს ძე
- გვარი
- სიდამონ-ერისთავი
- სხვა სახელი, გვარი
- სიდამონიძე ზაქარია; ლალიხანაშვილი ზაქარია
-
სიდამონიძე ზაქარია შიოს ძე (1763 – 1833). სწავლობდა თელავში. იცოდა ქართული, სომხური, თათრული და რუსული ენები. ერეკლე II - ის დროს ასრულებდა მდივნის მოვალეობას. 1796 წელს კათალიკოსმა აკურთხა თბილისის ...
ვაჩნაძე ასლან ლუარსაბის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ასლან ლუარსაბის ძე
- გვარი
- ვაჩნაძე
-
ასლან ლუარსაბის ძე ვაჩნაძე (? - 1814) ონანო ვაჩნაძის შტოდან. კახეთის 1812 წლის აჯანყების მონაწილე. კახთა მეფის მდივანი. 1802 წლის ივლისში აწერს ხელს კელმეჩურის მუჯალამას.
კახეთის აჯანყებაში ...
ციციშვილი პავლე დიმიტრის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- პავლე დიმიტრის ძე
- გვარი
- ციციშვილი
- სხვა სახელი, გვარი
- პავლე ციციანოვი
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1754 - 1806
-
პავლე დიმიტრის ძე ციციშვილი (1754 - 1806). მთავარმართებელი პავლე დიმიტრის ძე ციციანოვი. პაპა ამისი პაპუნა ზაზას ძე ციციშვილი რუსეთში გადაჰყვა ვახტანგ მეექვსეს, აქ მას შეეძინა შვილი დიმიტრი (პირველი ...
- ფოტო
-
პავლე ციციანოვი
წერეთელი გრიგოლ ზურაბის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- გრიგოლ ზურაბის ძე
- გვარი
- წერეთელი
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1787 - 1843
-
გრიგოლ ზურაბის ძე წერეთელი (1787 – 1843). იმერეთის სახლთუხუცესის ზურაბ ქაიხოსროს ძე წერეთლის (გარდაიცვალა 1823 წ.) და თამარ დადიანის ასულის (გარდაიცვალა 1823 წ.) უფროსი შვილი.
ზურაბ ...
ოქრომჭედლიშვილი ილია ლაზარეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ილია ლაზარეს ძე
- გვარი
- ოქრომჭედლიშვილი
- სხვა სახელი, გვარი
- ილია სერებრიაკოვი
-
ილია ლაზარეს ძე ოქრომჭედლიშვილი (სერებრიაკოვი) (1838-1898) - ქართველი მეცნიერი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი. დამთავრებული ქონდა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტი; ...
ანდრონიკაშვილი აბელ თამაზის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- აბელ თამაზის ძე
- გვარი
- ანდრონიკაშვილი
-
აბელ თამაზის ძე ანდრონიკაშვილი (1764-1835) - მიმბაში (ათასისთავი, ათასეულის უფროსი) მეფე გიორგი მეთორმეტის დროს. აღმშენებელი ქოდალოს გუმბათოვანი ეკლესიის და თბილისის ქაშვეთის ეკლესიის "პლანისა". ...
წინამძღვრიშვილი პარმენ დომენტის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- პარმენ დომენტის ძე
- გვარი
- წინამძღვრიშვილი
-
პარმენ დომენტის ძე წინამძღვრიშვილი (1784 - 1846) - დეკანოზი, უფროსი ძმა დეკანოზ პანტელეიმონისა. ძმაზე უფროსი იყო 20 წლით.
მარიამ დედოფალმა პარმენი დაიბარა მოსკოვს 1813 წელს. იქვე შერთო ცოლი ...
მაჩაბელი გიორგი სიმონის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- გიორგი სიმონის ძე
- გვარი
- მაჩაბელი
-
გიორგი სიმონის (სვიმონის) ძე მაჩაბელი (1813-1875) (მამა ივანე და ვასილ მაჩაბლების) - კავალერიის პორუჩიკი, შტაბს-როტმისტრი, რუსეთ-თურქეთის 1853-1856 (ყირიმის ომი) წწ. ომის მონაწილე, სადაც გამოიჩინა ...