არღუთინსკი-დოლგორუკი მოსე ზაქარიას ძე
- მოსე ზაქარიას ძე
- არღუთინსკი
- მოსე არღუთაშვილი; მოსე მხარგრძელი
- 1797 - 1855
- გენერალ-ადიუტანტი
-
- კავკასიის ომები
- რუსეთ-თურქეთის 1828-1829
-
- ალექსანდრე ნეველის ბრილიანტებიანი
- წმ. გიორგის მესამე ხარისხის
-
მოსე ზაქარიას ძე არღუთინსკი–დოლგორუკოვი (1797–1855). რუსეთის მეფის ერთგული გენერალი, ქართველ თავადთაგანი. პირველდაწყებითი სწავლა მიიღო თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში, საიდანაც 19 წლისა, მაშინდელი მთავარმართებელი ა. პ. ერმოლოვის რჩევით, მამამ გაგზავნა პეტერბურგში; აქ იგი თავის ბიძასთან ცხოვრობდა და განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა სამხედრო მეცნიერებათა მიმართ. 1817 წ. 17 აპრილს იწყებს სამხედრო სამსახურს – შედის იუნკრად ლეიბ–გვარდიის ცხენოსანთა ლეგიონში (პოლკში). სადაც ორი თვის შემდეგ ესტანდარტიუნკრობას იღებს, ხოლო წლის თავზე უკვე კორნეტის ჩინითაა. 1827 წ. 23 მარტს შტაბს–როტმისტრი ა.–დ. გადმოდის საქართველოში გრენადერთა ქართულ პოლკში მაიორის ჩინით, რის შემდეგ სიკვდილამდე უწყვეტლივ მსახურობს ამიერკავკასიაში. იგი მუდამ აქტიურ მონაწილეობას იღებდა მეფის რუსეთის მიერ აქ წარმოებულ ომებში და, როგორც მისი ერთგული, დაუნდობლად ახშობდა ადგილობრივი ერების თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის წყურვილს. რუსეთიდან ჩამოსვლის უმალ იბრძვის ირანის წინააღმდეგ (ერევანთან, აბას–აბადთან, სარდარაბადთან და ერევნის აღების შემდეგ მონაწილეობს თავრიზისაკენ რუსეთის ლაშქრობაში, საიდანაც უკან ბრუნდება 1828 წ. ივნისში. მთავარმართებლის სურვილის თანახმად ის რჩება აზერბაიჯანში (ირანში) და ხელს უწყობს იქაური ქრისტიანების, მეტადრე სომხების გადმოსახლებას ამიერკავკასიაში, განსაკუთრებით კი მაშინ ახლად შექმნილ სომხეთის ოლქში. 1829 წ. იბრძვის ოსმალთა წინააღმდეგ, ხოლო 1830 წ. ბოლოს უკვე როგორც ბატალიონის უფროსი მოქმედებს მთიელების წინააღმდეგ. 1832 წ. ა.–დ. თბილისის ქვეითა პოლკშია მისი უფროსის უფლებით. ჯერ იგზავნება წებელდის დასაპყრობად, ხოლო 1838წ. ზაფხულში ამარცხებს ლეკებს ხაჩმაზის ხეობაში. 1841წ. ის უფროსია იმ რაზმისა, რომელმაც სასტიკად ჩააქრო გურიის გლეხთა აჯანყება (10.VII-15.XII).ა. დ. ინიშნება ახლად მოწყობილი სამურის რაზმის უფროსად. 1842წ. როცა ყაზი– ყუმუხის სახანო შამილის მხარეს გადავიდა, მოსახლეობა აჯანყდა რუსი მთავრობის წინააღმდეგ და სამურის ოლქის უფროსი სნაქსარიოვი და ახალგაზრდა ოფიცერი ილია ორბელიანი შამილმა ტყვედ წაიყვანა , მეფის მთავრობამ ერთგულებაში ნაცადი ა.–დ. ახლა ყაზი–ყუმუხის აჯანყების შესამუსრად გაგზავნა და მართლაც ზამთარში კიუღიულისთან სასტიკად დაამარცხა მთიელები. ასეთი ერთგულებისათვის მთავრობამ იგი დააჯილდოვა გენერალის ჩინით და მე–3 კლასის გიორგის ორდენით. ამასთანავე მას დაუმორჩილეს სამურის ოლქი, კიურინის სამფლობელო და ყაზი–ყუმუხის სახანო, ხოლო 1844წ. დაავალეს სამხრეთ და ჩრდილო დაღესტანში მყოფი რუსი ჯარების სარდლობა. 1847წ. 1 იანვარს ა.–დ. დაინიშნა დარუბანდის სამხედრო გუბერნატორად და სამოქალაქო ნაწილის მმართველად, ამავე დროს დატოვებულ იქნა სამხრეთ დაღესტანის ჯარის სარდლის თანამდებობაზე; ხოლო იმავე წლის 8 ნოემბერს კასპის ზღვისპირა მხარის ჯარების სარდლად და სამოქალაქო ნაწილის მმართველად. ამ დროს ის გაშმაგებით ებრძვის ჰაჯი–მურატის მეთაურობით მებრძოლ მთიელებს, მხურვალე მონაწილეობას იღებს გერგებილისა და სალთის აღებაში და მიწასთან ასწორებს მთიელთა სახლ–კარს. მომდევნო 1848 წ. 7 ივლისს ხელმეორედ აიღო გერგებილი, მთელი ეს აული საძირკვლიანად მიანგრ-მოანგრია, სრულიად გადაჰკაფა მისი ბაღები, ხოლო მოსახლეობა, ვინც კი გაქცევით თავს ვერ უშველა, მთლიანად ამოწყვიტა. ასეთი ერთგული „სამსახურისათვის“ მას ებოძა გენერალ–ადიუტანტობა და ალექსანდრე ნეველის ორდენი. 1853წ. ზამთარში ა.–დ. სწრაფად გადალახა კავკასიონის ქედი და ჭარბელაქნის ოლქში, ლეკის საკორდონო ხაზის ფარგლებში შეჭრილ შამილს ზურგიდან მოუარა და იძულებული გახადა ბრძოლის ველი დაეტოვებინა. ამის მერე ა.–დ. მალე ავად შეიქნა, ორჯერ დამბლა დაეცა და 1855 წ. 20 თებერვალს გარდაიცვალა. დასაფლავებულია სანაიანის მონასტრის საგვარეულო აკლდამაში. პირდაპირი მემკვიდრეობა არ დარჩენია. მადლიერმა მეფის მთავრობამ 1877 წ. თავის ერთგულ გენერალს დაღესტნის შუაგულში – თემირხანშურაში ძეგლი დაუდგა.
- თავადი
- მაქსიმე ბერძნიშვილი - მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის II ტომი.
-
ალექსი-მესხიშვილი ვლადიმერ (ლადო) სარდიონის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ვლადიმერ სარდიონის ძე
- გვარი
- ალექსი-მესხიშვილი
- ცხოვრობდა
- თბილისი
ბაგრატიონი რევაზ ივანეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- რევაზ ივანეს ძე
- გვარი
- ბაგრატიონი
- სხვა სახელი, გვარი
- რომან ივანეს ძე ბაგრატიონი
- თანამდებობა, სახელო
-
- ოსტზეის მხარის (ბალტიისპირეთი) გენერალ-გუბერნატორი
- ტვერის გუბერნატორი
- სამხედრო ჩინი
- გენერალ-ლეიტენანტი
- მონაწილეობდა ომებში
-
- რუსეთ-თურქეთის 1828-1829
- რუსეთ-საფრანგეთის 1812
- ფოტო
-
ძმა-პეტრე ბაგრატიონი, ბოროდინოს გმირი
აბაშიძე ივანე ქაიხოსროს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ივანე ქაიხოსროს ძე
- გვარი
- აბაშიძე
- დაბ.-გარდ. თარიღები
- ? - 1822
- ფაქტი, მოვლენა
- 1820 წლის იმერეთის აჯანყება
ორბელიანი ივანე მამუკას ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ივანე მამუკას ძე
- გვარი
- ორბელიანი
- სამხედრო ჩინი
- კავალერიის გენერალი
- მონაწილეობდა ომებში
-
- რუსეთ-თურქეთის 1877-1878
- რუსეთ-იაპონიის
- ორდენი, ჯილდო
-
- წმ. ანას პირველი ხარისხის
- წმ. გიორგის მეოთხე ხარისხის
- წმ. ვლადიმერის მეოთხე ხარისხის ხმლით და ბანტით
- ფოტო
-
მარცხნიდან გენერალი ივანე, პატარა თამაზი და მამუკა ორბელიანები
მეტრეველი სლავა
- სახელი, მამის სახელი:
- სლავა კალისტრატეს ძე
- გვარი
- მეტრეველი
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1936-1998
- ფოტო
-
შესტერნევი სლავა მეტრეველის წინააღმდეგ
ორბელიანი ასლან ნიკოლოზის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ასლან ნიკოლოზის ძე
- გვარი
- ორბელიანი
- თანამდებობა, სახელო
- ეშიკაღაბაში მეფე გიორგი XII-ის
ფურცელაძე დავით სოლომონის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- დავით სოლომონის ძე
- გვარი
- ფურცელაძე
- ცხოვრობდა
- თბილისი - სანქტ-პეტერბურგი - მერეთი (გორის მაზრა)
ორბელიანი თამაზ მამუკას ძე
- სახელი, მამის სახელი:
- თამაზ მამუკას ძე
- გვარი
- ორბელიანი
- სხვა სახელი, გვარი
- თომა ორბელიანი
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1768 - 1815
- სამოქალაქო ჩინი
- სტატსკი სოვეტნიკი (სამოქალაქო მრჩეველი)
- თანამდებობა, სახელო
- თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურობის წინამძღოლი
- სამხედრო ჩინი
- გენერალ-მაიორი
- ფოტო
-
ვაშლოვანი სალხინო კოშკი ორბელნების
ჭიჭინაძე ალექსი ბესარიონის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ალექსი ბესარიონის ძე
- გვარი
- ჭიჭინაძე
- ცხოვრობდა
- თბილისი - ქუთაისი - მოსკოვი
ვაჩნაძე ასლან ლუარსაბის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ასლან ლუარსაბის ძე
- გვარი
- ვაჩნაძე
- ფაქტი, მოვლენა
- 1812 წლის აჯანყების მონაწილე
ქოჩაკიძე მაქსიმე
- სახელი, მამის სახელი:
- მაქსიმე ბერის ძე
- გვარი
- ქოჩაკიძე
- ცხოვრობდა
- თბილისი - მარტვილი - სენაკი - ჭალადიდი