50000+ სხვადასხვა გენეალოგიური მონაცემები, ბიოგრაფიები, ფოტო...

 

 A | B | C | D | E | F | G | H | I | J | K | L | M | N | O | P | R | S | T | U | V | W | Y | Z

А | Б | В | Г | Д | Е | Ж | З | ИК | Л | М | Н | О | П | Р | С | Т | У | Ф | Х | Ц | Ч | Ш | ЩЭ | Ю | Я

გურიის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა"

იმერეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა"

ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850წ. "ბარხატნაია კნიგა"

ქართველები I მსოფლიო ომში

ბალანჩივაძე
გიორგი ბალანჩივაძე
1904-1983

ჯორჯ ბალანჩინი - ამერიკელი ბალეტმაისტერი, ამერიკული კლასიკური ბალეტის ფუძემდებელი. ქართველი კომპოზიტორის მელიტონ ბალანჩივაძის შვილი. დაიბადა პეტერბურგში. 1921 წელს დაამთავრა პეტროგრადის მარიას თეატრთან არსებული თეატრალური სასწავლებელი, 1923 წელს – პეტროგრადის კონსერვატორია. 1921­-24 წლებში იყო პეტროგრადის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის მსახიობი. ამავე წლებში დადგა ცეკვები სპექტაკლებში „ოქროს მამალი“ (ნ. რიმსკი­-კორსაკოვი), "უიღბლო ეუგენი" (ე. ტოლერის ამავე სახელ წოდების პიესა). 1923 წელს ხელმძღვანელობდა პეტროგრადის "ახალგაზრდა ბალეტს", რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ რუსული ბალეტის გამოჩენილი მოღვაწეები (ლ. ლავროვსკი, პ. გუსევი, ი. სლომინსკი და სხვ.). 1924 წლიდან ჯ. ბალანჩინმა რუსეთი დატოვა. 1925-­29 წლებში იყო პარიზის "ს. დიაგილევის რუსული საბალეტო დასის" მთავარი ბალეტმაისტერი; 1932 წელს – ფრანგული საბალეტო დასების „ბალე რიუს დე მონტე კარლოსა“ და „ბალე – 1933­-ის“ ბალეტმაისტერი. 1933 წელს იგი მიიწვიეს აშშ­-ში, სადაც შექმნა „ამერიკული საბალეტო სკოლა“. ამ სკოლის საფუძველზე ჩამოყალიბდა დასი (1948 წლიდან „ნიუ­-იორკ სიტი ბალე“). 1934 წელს ჯ. ბალანჩინმა ამერიკიდან ევროპას ახალი ტიპის ხელოვნება შესთავაზა - დადგა პ. ჩაიკოვსკის „სერენადა“, რომლითაც ბალეტის ყველა სტერეოტიპი დაამსხვრია. ჯ. ბალანჩინს დადგმული აქვს 160­-ზე მეტი საბალეტო სპექტაკლი ბუენოს-­აირესის, კოპენჰაგენის, ლონდონის, მილანისა და სხვ. ქალაქების თეატრებში. მისი საუკეთესო დადგმებია ს. პროკოფიევის „უძღები შვილი“ (1928), ი. სტრავინსკის „აპოლონ მუსაგეტი“ (1928), „ორფევსი“ (1948), „აგონი“ (1957), „ბროლის სასახლე“ (ჟ. ბიზეს მუსიკის მიხედვით, 1941), „ბალე იმპერიალი“ (პ. ჩაიკოვსკის მუსიკის მიხედვით, 1941) და სხვ. 1950­-60­-იან წლებში ჯ. ბალანჩინმა დადგა არაერთი წარმატებული საბალეტო სპექტაკლი; მათ შორის პ. ჩაიკოვსკის ბალეტი „მაკნატუნა“, რომლის შესრულებაც ამერიკაში საშობაო ტრადიციად იქცა. ჯ. ბალანჩინი ცნობილია როგორც უსიუჟეტო, ე.წ. აბსტრაქტული ბალეტების დამდგელი. იგი ავტორია წიგნისა „ცნობილი ბალეტების დაწვრილებითი აღწერა“.

 ჯ. ბალანჩინი გარდაიცვალა ნიუ­-იორკში. დაკრძალულია ოკლენდის სასაფლაოზე.

ბალეტის რეპეტიცია ბალანჩინი

გიორგი ბალანჩივაძე
გიორგი ბალანჩივაძე



მაჩაბელი ვასილ გიორგის ძე

სახელი, მამის სახელი:
ვასილ გიორგის ძე
გვარი
მაჩაბელი

ვასილ გიორგის ძე მაჩაბელი (1845 - 1918) იურისტი, ნაფიცი ვექილი. ივანე მაჩაბლის უფროსი ძმა; დიდხანს ცხოვრობდა პეტერბურგში, დამთავრებული ქონდა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი, ...

ფოტო
შვილი - ილია მაჩაბელი
შვილი - ილია მაჩაბელი

ჭავჭავაძე გულბაათ ივანეს ძე

სახელი, მამის სახელი:
გულბაათ ივანეს ძე
გვარი
ჭავჭავაძე
დაბ.-გარდ. თარიღები
1796 - 1863

ლეგენდარული თამადა გულბაათ ჭავჭავაძე დაიბადა წინანდალში 1796 წელს. ის 16 წლის ასაკში დაობლდა, პატრონობდა  თავის უმცროს და-ძმებს. შრომობდა თავის მამულებში, აშენებდა ბაღებ-ბოსტნებს, მოჰყავდა ...

ფოტო
გულბაათ ჭავჭავაძე კახელ თავადებს შორის
გულბაათ ჭავჭავაძე კახელ თავადებს შორის

მეტრეველი სლავა

სახელი, მამის სახელი:
სლავა კალისტრატეს ძე
გვარი
მეტრეველი
დაბ.-გარდ. თარიღები
1936-1998

სლავა კალისტრატეს ძე მეტრეველი - ფეხბურთელი. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1960), სსრკ საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი (1966), საქართვე­ლოს დამსახურებული მწვრთნელი (1976). დაიბადა ქ. სოჭში. ...

ფოტო
შესტერნევი სლავა მეტრეველის წინააღმდეგ
შესტერნევი სლავა მეტრეველის წინააღმდეგ

ამილახვარი მალხაზ თეიმურაზის ძე

სახელი, მამის სახელი:
მალხაზ თეიმურაზის ძე
გვარი
ამილახვარი

მალხაზ თეიმურაზის (ვლადიმერის) ძე ამილახვარი (20.07.1940 – 20.01.1992) – „რესპუბლიკის სპორტულმა საზოგადოებამ მძიმე დანაკლისი განიცადა, 52 წლისა გარდაიცვალა ჩინებული სპეციალისტი მალხაზ ამილახვარი, ...

ფოტო
თეიმურაზ (ზაზა) ამილახვარი
თეიმურაზ (ზაზა) ამილახვარი

აფხაზი ანტონ ნიკოლოზის ძე

სახელი, მამის სახელი:
ანტონ ნიკოლოზის ძე
გვარი
აფხაზი

ანტონ ნიკოლოზის ძე აფხაზი (1806–1837). პოდპორუჩიკი. 1832 წ. შეთქმულების მონაწილე. ძმა გენერალ ივანე აფხაზისა და შტაბსკაპიტან გიორგი, ეგორ (იგივე შანშე) აფხაზისა.

  დაიბადა 1806 წ. (1833 წლის ...


მელიქიშვილი დავით ზაქარიას ძე

სახელი, მამის სახელი:
დავით ზაქარიას ძე
გვარი
მელიქიშვილი
დაბ.-გარდ. თარიღები
1856 - 1909

დავით ზაქარიას-ძე მელიქიშვილი (1856-1909) კავკასიის მეფისნაცვლის ადიუტანტი. 1900-1903 წლებში თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლი. გენერალ-ადიუტანტის და სახელმწიფო საბჭოს წევრის, ლევან ...

ფოტო
რუსუდან სტაროსელსკი, ინა მელიქიშვილი, ალექსანდრე მაკინსკი
რუსუდან სტაროსელსკი, ინა მელიქიშვილი, ალექსანდრე მაკინსკი

ბაგრატიონ-დავითაშვილი სოლომონ შანშეს ძე

სახელი, მამის სახელი:
სოლომონ შანშეს ძე
გვარი
ბაგრატიონ-დავითაშვილი
სხვა სახელი, გვარი
სოლომონ ბაგრატიონ-დავითიშვილი

სოლომონ შანშეს ძე ბაგრატიონ–დავითაშვილი. ამათი ოჯახი ცხოვრობდა ს. ხელთუბანს. 1804 წ. მეფის მთავრობამ 30 ქართველი შეიპყრო და ჩასვა ნარიყალას ციხეში, ამათ შორის იყო „სოლომონ, შანშე ამილახვრის ძე, ...


ჭავჭავაძე არჩილ გულბაათის ძე

სახელი, მამის სახელი:
არჩილ გულბაათის ძე
გვარი
ჭავჭავაძე
დაბ.-გარდ. თარიღები
1841 - 1902

 ქართველ თავადთა წარმომადგენელი, სახელმოხვეჭილი გენერალი და სამხედრო მოღვაწე არჩილ გულბაათის-ძე ჭავჭავაძე დაიბადა 1841 წელს წინანდალში.

 1862 წელს ტვერის დრაგუნთა პოლკში იწყებს

ფოტო
გენერალი არჩილ ჭავჭავაძე
გენერალი არჩილ ჭავჭავაძე

გოლიცინი პეტრე ალექსის ძე

სახელი, მამის სახელი:
პეტრე ალექსის ძე
გვარი
გოლიცინი

პეტრე ალექსის ძე გოლიცინი (Петр Алексеевич Голицын) - 1832 წ. შეთქმულების მონაწილენი (გიორგი რევაზის ძე ერისთავი, ზაქარია ჩოლოყაშვილი, ვახტანგ ორბელიანი) თავიანთ ჩვენებებში ასახელებენ პ. გოლიცინის ...



გურიელი გრიგოლ დავითის ძე

სახელი, მამის სახელი:
გრიგოლ დავითის ძე
გვარი
გურიელი

გრიგოლ დავითის ძე გურიელი (1819 - 1891). სამხედრო (გენერალ-მაიორი) და საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი, ბიბლიოფილი.

 1860-იან წლებში მეთაურობდა გურიის მილიციას, ხოლო 1878-1880 წწ. იყო ...


ყიფიანი ივანე გიორგის ძე

სახელი, მამის სახელი:
ივანე გიორგის ძე
გვარი
ყიფიანი

ივანე (ქოჩო, ქოჩუ) გიორგის ძე ყიფიანი (? - 1814) (დიმიტრი ყიფიანის მამა) - ერთხანს სოლომონ I-ის შვილიშვილის და 1819-1820 წლების იმერეთის აჯანყების ერთ-ერთი მეთაურის (აკაკი წერეთლის ბაბუის ბაბუის) ...


ბოლო ცვლილებები აზნაურთა გვარებში

იმერლიშვილი

აზნაური იმერლიშვილი. მხოლოდ ერთ ოჯახს ჰქონდა პრეტენზია აზნაურობაზე მე19 საუკუნეში. ცხოვრობდნენ ...



ნაგლაძე

აზნაური ნაგლაძე იგივე ნამგალაძე. ცხოვრობდნენ ქართლში


ვაჩინაძე

 აზნაური ვაჩინაძე. იხსენიებიან სამეგრელოში. გვარი ძალიან გავს კახურ თავადურ გვარს ვაჩნაძეს.


ქართველიშვილი

აზნაური ქართველიშვილი. სამეგრელო და ქართლში. ქართლში ზოგს მოქალაქის წოდება ჰქონდა, ზოგი აზნაური ...


გუგუშვილი

აზნაური გუგუშვილი. ცხოვრობდნენ სამეგრელოში. ერთერთი ვერსიით არიან გადმოსახლებულები გურიიდან, მეორე ...


არდიშვილი

აზნაური არდიშვილი. გურია-იმერეთი. ქუთაისში გენერალ გაგარინთან ერთად დადეშქელიანმა მოკლა ერთერთი ...


ზურაბიშვილი

აზნაური ზურაბიშვილები, წარმოშვებით კახეთიდან. ამ ზურაბიშვილების წარმოშვება საკმაოდ გაურკვეველია, ...


ვარდოსანიძე

აზნაური ვარდოსანიძე. ნაწილი ვარდოსანიძეების იყო აზნაური, ნაწილი არა. ძირითადად ცხოვრობდნენ იმერეთში.



გოშუა

 აზნაური გოშუა. სამეგრელო.

აზნაური ალექსი გოშუა

აზნაური ალექსი გოშუა სოფ. კორცხელიდან (?)


ღოღობერიძე

აზნაური ღოღაბერიძე იგივე ღოღობერიძე; ღოღობერიძეები იყვნენ მე-19 საუკუნის დასაწყისში თავადებიც, ...


აზნაურული გვარების ანბანური ჩამონათვალი სრულიად