გველესიანი – სვანური წარმომავლობის გვარი, რომელმაც მიგრაცია განიცადა მთელს საქართველოში, გვხვდებიან როგორც სვანეთში, ასევე ლეჩხუმში, იმერეთში, კახეთში.
იმერელ გველესიანების ნაწილი გლეხთა კატეგორიას განეკუთვნებოდა, ნაწილი სათავადო აზნაურები იყვნენ. კახეთში გველესიანები ფლობდნენ კახეთის სამეფო აზნაურის ტიტულს.
1850 წელს მათი გვარი შეიტანეს რუსეთის იმპერიის „ხავერდოვან წიგნში“, რუსულ გენეალოგიურ საიტზე განთავსებულ სიაში, რომელშიც ის გვარები დასახელებული, რომლებმაც 1800 წლიდან 1917 წლამდე მიიღეს რაიმე სახის ტიტულები, აზნაურობა და თავადობა, მოხსენიებულნი არიან გველესიანები, როგორც რუსეთის იმპერიის შთამომავლობით აზნაურული გვარი.
საქართველოში ცხოვრობს 2683 გველესიანი, მათგან თბილისში 834, ზესტაფონში – 401, ჭიათურაში – 294 და სხვა.
1817 წლის კამერალურ აღწერაში მოიხსენიება გიორგი გველესიანი.
რომანოზ გველესიანი (1859–1884) ქართველი მხატვარ პეიზაჟისტი და გრაფიკოსი.
ლევან ბერაია