დეტალურად
ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილი (ლადო მესხიშვილი) (1857-1920) – მსახიობი, რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი (მიენიჭა 1930 წელს გარდაცვალების შემდეგ).
1913 წელს ლადო მესხიშვილს საზოგადოებამ გადაუხადა იუბილე, რომელშიც ვაჟა ფშაველას ნდომებია მონაწილეობის მიღება და საამისოდ ლექსიც – “ვლ. მესხიშვილის საიუბილეოდ” – დაუწერია, მაგრამ ორგანიზატორებს ვაჟა იუბილეზე აღარ მიუწვევიათ და ლექსიც მოგვიანებით (1937 წ. გამოქვეყნდა).