ალექსანდრე პლატონის ძე მიქელაძე

0.000
დეტალურად

ალექსანდრე პლატონის ძე მიქელაძე (15.10.1867 – 1928). ჟანდარმერიის გენერალი ვარშავაში. გენერალ-ლეიტენანტი. დაჯილდოებული იყო წმ. ვლადიმერის 3 და 4 ხარისხის, წმ. ანას 2, 3 და 4 ხარისხის და წმ. სტანისლავის 1, 2 და 3 ხარისხის ორდენებით. ასევე მედლებით: ვერცხლის იმპერატორ ალექსანდრე III მეფობის აღსანიშნავად, წითელი ჯვრის 1904-1905 წლებში იაპონიასთან ომის აღსანიშნავი, რომანოვების  სახლის  მეფობის 300  წლისთავისადმი  მიძღვნილი. საზღვარგარეთული ორდენებით: სპარსეთის-ლომის და მზის III ხარისხის და ბუხარის ოქროს ვარსკვლავის II ხარისხის.

 ყავდა მეუღლე ბარბარე, თავად ისიდორე გაბაშვილის ასული (1877-1896).