დიმიტრი ივანეს ძე ორბელიანი

0.000
დეტალურად

დაიბადა გენერალი ივანე მამუკას ძე ორბელიანის და მარიამ დიმიტრის ას. სვიატოპოლკ-მირსკის (მარიამის ძმა – პეტრე სვიატოპოლკ-მირსკი იყო რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრი 1905 წლის რევოლუციის დროს) ოჯახში. ვაშლოვნელი (ქვემო-ქართლი) ორბელიანების შთამომავალი. თბილისის კადეტთა კორპუსის კურსდამთავრებული. კამერ-პაჟი. დიდი თავადის, გენერალ-ფელდმარშალის მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის (შემდგომ მისი შვილის ალექსანდრე მიხეილის ძის) ადიუტანტი. 1919 წელს დიმიტრი ორბელიანმა დატოვა რუსეთი იმპერატრიცა მარია ფეოდორეს ასულთან (ნიკოლოზ მეორის დედა) ერთად. გავიდნენ იალტიდან ინგლისელების გემით “მალბორო”. ცხოვრობდა ლონდონში ნიკოლოზ მეორის დასთან. გარდაიცვალა 1922 წელს. ყავდა მეუღლე გრაფინია ვერა ვლადიმერის ას. კლეინმიხეილი და შვილი გალინა(?!). იხილეთ გენეალოგია.

 დიმიტრი ორბელიანი ბიძაა ირაკლი (ერეკლე) ორბელიანის, რომელიც იყო “ამერიკის ხმის” კავკასიის განყოფილების პირველი რედაქტორი.

P.S. თუ ვინმემ რამე იცით ამ ხალხის შესახებ მოგვწერეთ