გიორგი რევაზის ძე ქსნის-ერისთავი

0.000
დეტალურად

გიორგი რევაზის (რომანის, რომანოზის) ძე ერისთავი (1812-1891) ზედმეტსახელად უწოდებდნენ “ატამანს” – სამხედრო (კავალერიის გენერალი) და საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი, ერეკლე II-ის შვილიშვილი (ანასტასია ბატონიშვილის ძე), 1832 წლის შეთქმულების მონაწილე (გადაასახლეს არხანგელსკში. დაბრუნდა 1840 წელს), 1852 წელს კავკასიის ხაზის კაზაკთა ჯარის ატამანი.

 ქუთაისის გენერალ-გუბერნატორი 1858-1861 წწ.; იმ დროს სხვა გიორგი ერისთავებისგან რომ განესხვავებინათ “ატამანს” ეძახდნენ. გიორგი ერისთავი ინიციატორი და პირველი თავჯდომარე იყო 1878 წელს დაარსებული “ღარიბ მოწაფეთა შემწე თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადოებისა”. იხილეთ გენეალოგია.