მეჭურჭლეთუხუცესი

0.000
დეტალურად

სახელმწიფოში მეჭურჭლეთუხუცესი (ფინანსთა მინისტრი) სამეფო ხაზინას (საჭურჭლეს) განაგებდა და ყველა საფინანსო საქმეს ელმძღვანელობდა. დიდი უფლებებით აღჭურვილი ვაზირი ქალაქების ეკონომიკასა და ვაჭრობასაც მართავდა. მისი მოადგილე საჭურჭლის ნაცვალი იყო. მას ემორჩილებოდნენ: ქალაქის ამირანი „მეჭურჭლენი ქალაქისანი“, ვაჭრები, მებაჟენი; აგრეთვე მუშრიბი და საჭურჭლის მუქიფი.

 მსახრთუხუცესს ემორჩილებოდნენ; მოლარეთუხუცესი, მესაწოლეთუხუცესი, ფარეშთუხუცესი, ციცხვთუხუცესი, მეხილეთუხუცესი, ბარგისუხუცესი, მკერვალთუხუცესი და მეხელადეთუხუცესი. 

 ვაზირთა რიცხვში არ შედიოდნენ: მეღვინეთუხუცესი და ნადირობის ორგანიზატორი, სასახლის მთავარი მონადირე მონადირეთუხუცესი. ნადირობა სამხედრო წვრთნის ერთ–ერთ სახეობად ითვლებოდა და იანვრიდან მოყოლებული, ვიდრე აპრილის დიდმარხვამდე ყოველწლიურად იმართებოდა; ტყისმცველთუხუცესი მონადირეთუხუცესს ემორჩილებოდა.