გადმოცემის თანახმად, ღუდუშუარი გვარის სადავეები ვახტანგ გორგასლის დროიდან მოდის. ვახტანგ გორგასლის დროს ბრძოლაში თავი გამოუჩენია ვინმე სნოს, მეფეს მისი ვაჟი მოუნათლავს და ღუდუშაური დაურქმევია, ბავშვის სახელზე კი ციხე აუშენებია, სიმამაცით გამოირჩეოდა შიოლა ღუდუშაური, რომელიც XVII საუკუნეში ცხოვრობდა. იგი ყოფილა მფლობელი ღუდუშაურთა ხეობისა, რომელშიც შედიოდა აჩხოტი დ რამდენიმე სოფელი: სნო, ახალციხე, კარკუს და მთელი ხევი. შიოლა ღუდუშაურის სახელი, რომ დარჩენილიყო, მისი პირდაპირი შთამომავლობიდან ზოგიერთმა შიოლიშვილების გვარი მიიღო. არსებობს გადმოცემა, რომ შიოლა ღუდუშაურს დედა ბაგრატიონი იყო და მას „მეფიანთა ქალს“ ეძახდნენ. შიოლა ღუდუშაური თეიმურაზ I–ის თანამედროვეა, როდესაც ნუგზარ და ზურაბ ერისთავებმა ხევი არაგვის საერისთაოში გააერთიანეს, შიოლა ღუდუშაურს აზნაურობა უბოძეს და ხევის მოურავად დანიშნეს, ნუგზარ ერისთავმა მას ქალიშვილი მიათხოვა. შიოლას დროს არის აშენებული ციხე სნოში, ვახუშტი ბატონიშვილი მას ღუდუშაურის ციხედ მოიხსენიებს. „აქ არს ციხე ღუდუშაურის მცირე არამედ ფრიად მოგარი“.
ამ გვარის წარმომადგენელი ჩვენი უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს პატრიარქი ილია II. ამავე საგვარეულოს ეკუთვნის, გამორჩეულად დიდებული ადამიანი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მისი უწმიდესობის ძმისშვილი, მეუფე დიმიტრი შიოლაშვილი.
ლევან ბერაია