სულხანიშვილი

დეტალურად

სულხანიშვილები – აზნაურული გვარი კახეთში. იესე სულხანიშვილი იყო ერეკლე II–ის მოძღვარი. მისი შვილი ზაქარია კი თეკლე ბატონიშვილის მოძღვარი.

 სულხანიშვილი პაატა. აზნაური. კახეთის 1812 წლის აჯანყების მონაწილე.

 ზაქარია სულხანიშვილი. „მბეჭდავი წიგნთა, მოძღვარი დედოფლისა დარეჯანისა“. შეტანილნი არიან რუსეთის იმპერიის „ხავერდოვან წიგნში“.

 გვარის ფუძეა საკუთარი სახელი სულხანი. ეს სახელი ჩვენს წინაპრებს უსესხებიათ არაბულიდან და სამართლიანს ნიშნავს. წიგნში „შემოკლებითი აღწერა საქართველოს შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა“. იოანე ბაგრატიონი წერს: „აზნაური სულხანიშვილი – სუხარა არის მონასტრის სახელი ქვემო ქართლში, სომხითსა შინა და სახელით სულხან, სულხანიშვილობა გაიგვარეს, 1391 წელსა“.

 1696 წელს სულხანიშვილების მიწა ესაზღვრებოდა თამაზ მგელიტიშვილის მიერ მამულა ვარმაშვილისთვის მიყიდულ ნავენახარს.

 1699 წელს თევდორე სულხანიშვილმა ზურაბ თუმანიშვილს მიჰყიდა მამული წოდორეთში.

 1672 წელს ისტორიულ საბუთებში მოიხსენიება ბასილა სულხანიშვილი.

 1850 წელს, რუსეთის იმპერატორმა თავადაზნაურთა საგვარეულო სიაში, ეგრეთ წოდებულ „ხავერდოვან წიგნში“ სულხანიშვილებიც შეიყვანა.

 სულხანიშვილები

ლევან ბერაია