სოლოღაშვილი

დეტალურად

„ესენი არიან ძველადვე ახალციხელნი კალმახის ადგილის გვარისანი. ამათი წინაპარნი ვინმე გათათრდა და უწოდეს სულაღად. ხოლო ამის შთამომავლობისანი, რომელთაც მიიღეს მაჰმადიანობა, მოვიდნენ საქართველოსა შინა მეფობისა ბაგრატისასა წელსა 1375–სა და მეფემან მიიღო თავადობისა ხარისხითა და ებოძა გვარადა სოლოღაშვილისა და არიან მუნითგან მცხოვრები სომხითსა, რომელნიმე გადმოვიდნენ რუსეთსა და დაშთნენ, ხოლო სხვანი ამათნი დაშთნენ ქართლსავე შინა და აწ არიან: იესეს შვილები, ზაზას შვილები და სხვანი ძმანი მათნი“.

 სოღოლაშვილები იყვნენ მებატონეები, მათ ეკუთვნოდათ მამულები და ჰყავდათ ყმა–გლეხები: ალგეთში, ჭაპალში, კუმისში, საყალტუნთში, ურცევანში, ძველ გომარეთში, ტაბახმელაში, საღოზიში, ტაგნაგეთში, ასურეთში, შინდასში და საქუდეში.

 1525 წლის შეწირულობის წიგნში მიცემული დავით მეფის სახლთუხუცესის და მწიგნობარი მაფრი ივანე სოლოღაშვილი.

 სოლოღაშვილები